ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: შოპინგი მოსაწვევებით

ბიზნეს იდეა: შოპინგი მოსაწვევებით
 | რეიტინგი 3 

 

ფიქრობენ, რომ არ არსებობს შეზღუდვები მსხვილი საფულის მქონე მყიდეველებისათვის. მაგრამ სულ ტყუილად. თურმე ასეთი შეზღუდვები არსებობს და სწორედ მათზეა აგებული კომპანია  Claseo GmbH -ს მარკეტინგული კონცეფცია. Claseo - ეს არამხოლოდ ტანსაცმლის ბრენდია, არამედ მომხმარებელთა დახურული კლუბი, რომელში მოხვედრაც, და შესაბამისად, Claseo-ს მარკის საგნების ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით. ტანსაცმელი იყიდება კომპანიის საიტის მეშვეობით, რომელიც მუშაობს 2007 წლიდან და წარმოადგენს არა მხოლოდ ონლაიმ-მაღაზიას, არამედ პლატფორმას მისი კლიენტების ურთიერთობისათვის.

Claseo- კლუბის ყოველი წევრი იღებს 5 ბარათს მოსაწვევებით, რომლებიც მას შეუძლია გაუზიაროს მეგობრებს. ბარათების მოსაწვევი კოდი უნდა ჩაიწეროს საიტზე სპეციალურ ფორმაში, რის შემდეგაც ახალბედასთვის საყიდლებისკენ გზა ხსნილია. იმადროულად, ადამიანი, რომელიც აგზავნის მოსაწვევს, იღებს ბონუსს 10 ევროიანი ფასდაკლების სახით შემდეგი შენაძენისათვის.

Claseo-ს მარკის ყველა ნაწარმს გააჩნია ლეიბლი და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ იცნოთ ადამიანი „მასაში", არამედ მასზე უფრო მეტიც შეიტყოთ.  ამ კოდის მიხედვით შესაძლებებლია საიტზე ადამიანის პროფილის ნახვა და მისი სახელის გაგებაც. კლუბის წევრებს შეუძლიათ იურთიერთონ ამ საიტის მეშვეობით, განათავსონ საკუთარი ფოტოები და დაათვალიერონ სხვების, იმსჯელონ ამა თუ იმ საქონელზე და თუნდაც მოდის რომელიმე მიმართულებაზე.

Claseo-მ თავისებური რეალიზება გაუკეთა  ვებ 2.0-ს, უფრო ზუსტად, კომპანიამ ის გადააკეთა თავის თემაზე. სოციალიზაციის ზემოთჩამოთვლილი ელემენტების გარდა, კლუბის წევრებს შეუძლიათ „რაციონალიზატორული წინადადებების" წამოყენება ტანსაცმლის დიზაინის ახალი დეტალების შესახებ, ხმა მისცენ ამა თუ  თუ იმ კოლექციას.. კლუბის ის წევრები, რომელთა იდეებიც აისახება ახალ ნაწარმებში, იღებენ მოგების გარკვეულ წილს მათი გაყიდვებიდან.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge