ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მოძრავი ბანკები ბორბლებზე სოფლის რეგიონებისათვის

ბიზნეს იდეა: მოძრავი ბანკები ბორბლებზე სოფლის რეგიონებისათვის
 | რეიტინგი 3 

თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან, ეს გამონათქვამი შეიძლება მივაკუთვნო ბიზნესისა და მარკეტინგის სამყაროსაც. თუ მყიდველები არ მოდიან თქვენთან, თვითონ მიდით მათთან. ამაში დარწმუნებულია ესპანური კომპანია Bankia, რომელმაც გახსნა თავისი მოძრავი ფილიალი, რომლის მთავარი მიზანია საფინანსო მომსახურებების გაყიდვა მოშორებულ სოფლის რეგიონებში.

ევროპული საბანკო სისტემამ რამდენიმე წლის წინ სერიოზული კრიზისი გადაიტანა, რომლის შედეგები შეინიშნება დღესაც. შეგახსენებთ, რომ 2008-2011 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად  ესპანეთი აღმოჩნდა ვალების ხაფანგში: ბანკებს შეეძლოთ მზარდი საკრედიტო ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ახალი სესხების აღებით. დანაკარგები ფასდება 19,2 ევროდ. ესპანური ბანკები იძულებული გახდნენ დაეხურათ თავისი წვრილი ფილიალების უმეტესობა, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ უმეტესად გარეუბნებში და სოფლის რეგიონებში. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი ზარალი მიაყენა თვითონ საფინანსო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, პერიფერიების მაცხოვრებლები  დიდ უხერხულობას განიცდიდნენ, ვინაიდან ნებისმიერ საკითზე მათ უწევდათ ბანკებში მსხვილ ქალაქებში წასვლა.

ესპანურმა ბანკმა Bankia-მ შესთავაზე ისეთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს. იმისათვის, რომ კლიენტებს შორეული რეგიონებიდან  აღარ დასჭირებოდათ ბანკებში წასვლა ცხრა მთას იქით, კომპანიამ ორგანიზება გაუკეთა მოძრავ ფილიალს, რომელიც თვითონ მიდის კლიენტებთან. თვეში რამდენჯერმე ბანკის ავტობუსები მოივლიან 17 ქალაქს ვალენსიაში. ამასთან, ისინი ისევე არიან აღჭურვილნი  ყველაფრით, როგორც „სტაციონარული ბანკები". უფრო მეტიც, მათ ყოველთვის აქვთ ნაღდი ფულის დიდი მარაგი კრედიტების გასაცემად და სხვა ოპერაციების შესასრულებლად. ავტობუსების ღირებულების, რომლებიც შეღებილია Bankia-ს მკვეთრ კორპორატიულ ფერებში, და საიმედო დაცვის  მოლარეების შრომის ანაზღაურების გათვალისწინებითაც კი, ბანკები ბორბლებზე ჩვეულებრივზე გაცილებით იაფი ჯდება.

საბანკო მომსახურებების სახლში მიწოდების სისტემის ორგანიზება საკმაოდ შრომატევადი და ძვირად ღირებულია, აღიარებენ ესპანური ბანკის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მათ განზრახული აქვთ, რომ მოიცვან ქვეყნის სხვა რეგიონებიც საკუთარი „ავტოპარკის" გაფართოებით. კომპანია ჩქარობს დაასწროს სხვა ბანკებს, რომლებიც დაინტერესდნენ მისი გამოცდილებით და გეგმავენ უახლოეს დროში წავიდნენ სოფლის რეგიონებში თავის კლიენტებთან  შესახვედრად, ამის პირდაპირი გაგებით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge