ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ენერგეტიკული ინჰალატორი

ბიზნეს იდეა: ენერგეტიკული ინჰალატორი
 | რეიტინგი 3 

ახალი თაობის ენერგეტიკს - ენერგეტიკულს ინჰალატორს სახელწოდებით AeroShot, მისი შემქმნელის, ჰარვარდის პროფესორის დევიდ ედვორდსის სიტყვები თ (Dr. David Edwards).  შეუძლია შეცვალოს მთელი ფინჯანი ყავა. ის უსაფრთხოა მომხმარებლისათვის, არ შეიცავს ტაურინს, რომელიც მაღალ პროპორციებში ძალზე მავნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის და რომელსაც ამატებენ ყველა ენერგეტიკულ სასმელში. ენერგეტიკული ინჰალატორი შეიცავს 100 მგ კოფეინს და B ჯგუფის ვიტამინებს. მისი ყვითელ-ნაცრისფერი პატარა ბალონი 2,99 დოლარი ღირს და გათვლილია ექვს გასხურებაზე ლიმონის და ლიამის გემოთი. იყიდება ის კომპანია  Breathable Foods Inc.-ის ოფიციალური ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით და პატარა მაღაზიებში, რომლებიც ყველაზე აუცილებელი საქონლით ვაჭრობენ ნიუ იორკში, მასაჩუსეტში და საფრანგეტში.

ახალი თაობის გაუმჯობესებული ენერგეტიკის მთავარი მომხმარებლები არიან სპორტსმენები და სტუდენტები, რომელთაც მაღალი დატვირთვების გადატანა უწევთ. თუმცა, ბოლო დროს ისახება მოზარდების მიერ მისი მოხმარების ტენდენცია. ენერგეტიკული ინჰალატორმა დიდ პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდულმა აუდიტორიაში კლუბებსა და კოლეჯებში, რაც გახდა ადგილობრივი მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეშფოთების ძირითადი მიზეზი. ექიმები თვლიან, რომ ინჰალატორში შემავალმა კოფეინის მაღალმა დოზა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, აგრეთვე მოწამვლა, უძილობა, დიარეა და ლეტალური გამოსავალიც კი.

პროფესორი დევიდ ედვორდსი სიტუაციას შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს: „ჯერ ერთი, ენერგეტიკულ ინჰალატორს კოფეინი მიაქვს პირდაპირ პირში, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ყავა, და მეორეც ერთი, ჩვენ ღიად ვაცხადებთ, ჩვენი სასმელის მომხმარებელი 18 წელზე მეტი ხნისანი არიან. ჩვენი საზოგადოება ისე არის მოწყობილი, რომ ყველაფერი ახალი იწვევს პროტესტს და სახიფათოდ ითვლება. ეს ეხება ახალ ინოვაციურ პროდუქტებსაც, რომლებიც გამოდიან ბაზარზე და იქვე იღებენ ავტომატურ რეაქციას, რომ ეს სახიფათოა და საჭიროა ფრთხილად ყოფნა", ამატებს ის.

საკვების „ჩასუნთქვის თეორიაზე" პროფესორი ედვორდსი უკვე 15 წელია რაც მუშაობს. გასულ წელს ჩვენ მკითხველებს გავაცანით მისი ახალი ნამუშევარი - საკვების სასუნთქი აპარატი. მისი პატარა კომპანია Breathable Foods Inc. აწარმოებს შოკოლადის აეროზოლებს Le Whif, რომლებიც იყიდება ცალი 6,5 დოლარად, სასუსნავების სასუნთქი ცნობილი აპარატი Le Whaf-ს და ენერგეტიკულ ინჰალატორებს. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge