ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: გაზეთი განქორწინებულთათვის

ბიზნეს იდეა: გაზეთი განქორწინებულთათვის
 | რეიტინგი 3 

ანუ ექსკლუზიური გაზეთი-შეტყობინება მინი-ტირაჟით „ჩვენ განვქორწინდით" ცნობისმოყვარე ნაცნობებისათვის. იაპონიაში გამოგონებულია ინდივიდუალური გაზეთი, რომელსაც გამომცემლობებს უკვეთავენ განქორწინებული წყვილები. ეს"ვითომდა გაზეთის" ექსკლუზიური გამოშვება იბეჭდება შეზღუდული ტირაჟით და ეგზავნება ყველას-ყველას-ყველას - მეგობრებს, კოლეგებს, გოლფის პარტნიორებს და მერძევესაც კი, რომელიც დგას კუთხეში და მოგყიდით ახალ ხაჭოს. როგორც ავტორეფერატი დისერტაციის დაცვისას. როგორც საქორწინო მოსაწვევი ბარათები. მხოლოდ საგამომცემლო პროდუქტი სრულდება უფრო საინტერესოდ, კრეატიულად და საერთოდ წარმოიქმნა სულ სხვა მიზეზით. ასე ვთქვათ, სევდიანით.

„ნუ მიხვალთ მასთან კითხვებით. თქვენთვის სულერთია, მისთვის კი უკვე საკმარისია".

„ძვირფასო დედა და მამა,

გწერ თქვენი სამჯერადი სიძე აბრამი.

 თქვენ, რასაკვირველია, გაგეცინებათ

ასეთი რეგულარული დამთხვევებისაგან,

მაგრამ თქვენი უმცროსი ქალიშვილი სონია... ისიც მოკვდა!"

ანუ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მაშინვე მოულოდენლად შეგეკითხონ: „როგორ არის თქვენი ძვირფასი მეუღლე?" დროულად მიიღებენ თქვენგან ინდივიდუალურ გაზეთს, შესრულებულს როგორც ნამდვილი გაზეთი და მეტს აღარ შეგაწუხებენ სულელური კითხვებით. ყველა ეს „ათასი ადამიანი" ტაქტიკურად დადუმდება.

საერთოდ, უკვე დიდი ხანია არსებობენ ნაბეჭდი გამოცემები (გაზეთები და ჟურნალები), რომლებიც კეთდება მომხმარებელი ხელისმომწერის შეკვეთით ნებისმიერი მასალისაგან. ეს არის მთელი ტრენდი გაზეთების გამომცემლობებში, რომლებიც იძირებიან. მაგრამ ეს სავსებით ახალი რამაა.

როგორც გამოირკვა, დასავლეთში (ხოლო იაპონია ყველანაირად და კომიკურად ბაძავს აშშ-ს ცხოვრების ნირს - ეს მათი „იდეა ფიქსია და ჩვენც ამიტომ ჩავთვალოთ იაპონია „დასავლურ ქვეყნად) განქორწინება - ეს პრობლემაა. და განქორწინებული წყვილების ირგვლივ ტრიალებენ არავისთვის არასაჭირო და კურიოზული საქონლისა და მომსახურეობების გაყიდვის უამრავი ბიზნესები. კარგი, დავუშვათ, იურისტები გასაგებია, რომლებიც სპეციალიზდებიან განქორწინების პროცესებზე - ბავშვების, ქონების გაყოფაზე. აქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ განქორწინებით იკვებებიან არა მხოლოდ იურისტები! კიდევ ფსიქოთერაპევტები.. და უამრავი სხვა ადამიანები გაუგებარი სპეციალობებით და ცხოვრებისეული დანიშნულებით. მაგალითად, დასავლეთში არსებობს  ასეთი ვაკანსია - სახელწოდებით - განქორწინების გურუ.

საქმეევს ვაკეთებ, საკითხებს ვწყვეტ...

გაუგებარია, თუ რას აკეთებს ეს „გურუ:. თუმცა არსებობს ვარაუდები... განქორწინების გურუ ისე იუველირულად აცურებს დოყლაპიებს, რომ ყველა მოწიწებით ეძახის მას „გურუს". ისე კი, იაპონიაში ცხოვრობს სახელგანთქმული განქორწინების გურუ სახელად ჰიროკი ტერაი (Hiroki Terai). და სწორედ მან მოიგონა ეს ბიზნესი.

ხიროკი ტერაის „ალბომი"

რომ გავიხსენით, თუ რანი ვიყავით,

ჩაიხედეთ საიჯახო ლაბომში

ექსკლუზიური გაზეთი „ჩვენ განვქორწინდით" გაკეთებულია ძველი ალბომების ნიმუშითა და  მსგავსებით. განქორწინებულთა გაზეთში მოკლედ ფერადოვნად გადმოცემულია წყვილის იმ ცხოვრების ყველა ეტაპი, როდესაც ისინი იყვნენ ერთად, მხარდამხარ. სულისშემძვრელი ფოტოსურათებით, გადახვეულებიც. ყოველ სურათს ახლავს ლამაზი შრიფტით გაკეთებული წარწერა. ხოლო სემდეგ - შეჯამება, თუ რატომ განქორწინდნენ და რა უნდა თითოეულს თქვას „დასამშვიდობებლად". გაზეთი გამოდის - თვალს ვერ მოაშორებ. ეწოდება Divorce Newspapers. მზადდება ის იაპონელთათვის ჩვეულ კლასიკურ და საკულტო საგაზეთო ფორმატებში. ხომ მაგარია, არა?

იაპონიაში კორესპონდენციების ამ საკულტო ფორმატებს  შეესაბამება შემდეგი ფორმატები:

  • «Sports page» style,
  • «English headline» style,
  • «South American» style.

მაგრამ დამატებით ფასად ექსკლუზიური გაზეთის „ჩვენ განვქორწინდით" გაფორმება შეიძლება სუპერ-კონცეპტუალურად. იაპონიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ თავსატეხი  სათამაშოები, რომლებიც ეყრდნობიან ლოგიკას, ალბათობის თეორიას, მათემატიკას, თამაშების თეორიას და უმაღლესი მათემატიკის სხვა განყოფილებებს. კროსვორდი სუოდკუ, თამაში გო, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი თამაში, რომელსაც ეწოდება „ცხოვრების თამაში" ანუ ინგლისურად The Game of Life.. ეს თამაში უყვართ მათემატიკოსებს და ბლეფის მოყვარულებს, რომლებიც ისეთ სახე იღებენ, თითქოს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ჰქონოდეთ დამთავრებული. თუ გაინტერესებთ, ნახეთ ვიკიპედიაში.

ასე რომ თუ განსაქორწინებელ წყვილი მოინდომებს, მისთვის ინდივიდუალურ გაზეთს „ჩვენ განვქორწინდით" გააფორმებენ ამ ლოგიკურ-მათემატიკური თამაშის  ტრადიციული ველის სახით. რამდენადაც თქვენ არ იცით მისი თამაში და როგორ გამოიყურება მისი სათამაშო ველები, თქვენთვის არ იქნება საინტერესო  ისიც, თუ როგორ გამოიყურება გაზეთი განქორწინებულთათვის „The Game of Life"-ის სტილში. ისე კი მაგრად გამოიყურება, ხომ?

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge