ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მილიარდი სხვადასხვა გემოს მქონე სასმელის გაყიდვის ბიზნესი

ბიზნეს იდეა: მილიარდი სხვადასხვა გემოს მქონე სასმელის გაყიდვის ბიზნესი
 | რეიტინგი 3 

გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა uFlavor-მა კომპანია Flavors of North America (FONA)-სთან ერთად, რომელიც დაკავებულია საკვები გემოს მიმცემი დანამატების გამოშვებით, დაიწყო ახალი ინტერნეტ-პროქტი, რომლის მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი უნიკალური სასმელი - შეარჩიოს ინგრედიენტები (ჯერჯერობით შეთავაზებულია მხოლოდ 5 გემო), შეფუთვის ფერი და დახატოს ეტიკეტიც.

წარმოიდგინეთ, რომ ატარებთ შვებულებას ბერმუდებზე. თქვენ ისვენებთ სასტუმროში და უეცრად თავში მოგდით აზრი  შექმნათ უალკოჰოლო კოქტეილი უჩვეულო ინგრედიენტებით. თქვენ შედიხართ საიტზე და უბრალო სისტემის დახმარებით ერთმანეთში „შეურევთ" ვირტუალურ კოქტეილს  სხვადასხვა კომპონენტებით, ამატებთ ცოტაოდენ დარიჩინს, ლაიმას წვენის წვეთს, მანგოს ნაჭერსა და შემდეგ სასმელს  უკეთებთ გაზს. ამის შემდგომ სპეციალური დანამატების საშუალებით თქვენ ატარებთ ცდებს ფერზე, ამუშავებთ ეტიკეტის დიზაინს, უკვეთავთ საკუთარი წარმოების სასმელის ერთ ან ორ ბოთლს და სულ მალე იღებთ მათ ფოსტაში.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ მთელი სისტემა ორგანიზებულია სოციალური ქსელით პრინციპით და თქვენგან ათასი კილომეტრით დაშორებული ადამიანი სპეციალური ავტომატის საშუალებით უკვეთავს თქვენს მიერ შექმნილ სასმელს ღილაკზე ერთი დაჭერით, თქვენ კი იღებთ პროცენტს გაყიდვიდან. ხომ მართლა დაუჯერებელია? არ უნდა გამორიცხოთ იმის შესაძლებლობაც, რომ მომხმარებელთა მიერ ამგვარად შექმნილმა სასმელებმა პოპულარობით შეიძლება გადააჭარბოს მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიების პროდუქტებს. სწორედ ამაშია ახალი კომპანია uFlavor-ის ბიზნეს-იდეის არსი.

უკანასკნელ დროს სულ უფრო ფართოდ ვრცელდება 3D ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოცულობითი საგნების შესაქმნელად. თუ ადრე „სწრაფი პროტოტიპირება" უმეტესად გამოიყენებოდა მომავალი პროდუქტების პროტოტიპების დასამუშავებლად, დღეისათვის გამოყენებული ტექნოლოგიის ელვისებური განვითარება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საკუთარი უალკოჰოლო სასმელები. სხვადასხვა გემოვნებითი დანამატები, წყალი, ნახშირმჟავა გაზი და სხვა შემადგენლები ავტომატურად შეერევიან ერთმანეთს  გარკვეული პროპორციებით და მყიდველი იღებს მზა სასმელს რამდენიმე წამის განმავლობაში.

მაიკლ კლორანი (Michael Cloran) და მისი პარტნიორები uFlavor-ის კონცეფციას 2009 წლიდან ამუშავებდნენ, როცა ბიზნესმენმა თავისი იდეების ჩანთაში შემთხვევით იპოვა ათი წლის წინანდელი პროექტის აღწერილობა სავაჭრო ავტომატის შექმნის შესახებ, რომელსაც შეეძლებოდა მსოფლიოში არსებული ყველა სასმელის წარმოება. 43 წლის კლორანი აღიარებს: „ ეს იყო გიჟური ბიზნეს-იდეა. მისი განხორციელება ძალზე რთული იყო". შემდეგ მაიკლი შეხვდა უნივერსიტეტის ორ კურსდამთავრებულსა და მეწარმეს ნათან ალტმანს (Nathan Altman) და მაიკლ მიტჩელს (Mike Mitchell). კლორანი მათ მოუყვა თავისი დაუჯერებელი ბიზნეს-იდეის შესახებ, ხოლო მათ გადაწყვიტეს მისი ხორცშესხმა.

„ჩვენ დავხარჯეთ ორნახევარი წელი კვლევებზე, - უყვება მაიკლი ჟურნალისტებს, - ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით გემოვნებითი დანამატების მწარმოებელთან ჩიკაგოდან ტექნოლოგიის გასაგებად. ჩვენ გუნდს გამოცდილება ჰქონდა მხოლოდ რობოტების დამუშავებაში და არა გამაგრილებელი სასმელების დამზადებაში. თუმცა, სასმელების გემოების შესწავლა  საკმაოდ სახალისო საქმიანობა აღმოჩნდა. ჩვენ ვიწვევდით ამ შეხვედრებზე შეფ-მზარეულებს და ვაკვირდებოდით, თუ როგორ აკეთებდნენ ისინი მიღებული სასმელების დეგუსტაციას, როგორ განსაზღვრავდნენ შაქრის რაოდენობასა და სხვადასხვა გემოს ელფერს".

 „ჟოლო ლაიმით ან მარწყვი კოლათის" პროზაული კოქტეილებისგან განსხვავებით, uFlavor-ის სასმელები წარმოადგენენ სრულიად ახალ პროდუქტს მილიონი სხვადასხვა გემოთი. ჩვენ გვინდა ჩვენს მყიდველებს შევთავაზოთ უნიკალური სასმელები, რომლებმაც მათ ადრე არასდროს არ გაუსინჯავთ" - აცხადებს კლორანი.

ამ ზაფხულს კომპანია Coca-Cola-მ ბაზარზე წარადგინა ახალი გამოგონება - სავაჭრო ავტომატები, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი უნიკალური სასმელი ამ ბრენდის მიერ გამოშვებული ასი პროდუქტის საფუძველზე (მაგალითად, ვანილის კოლას ან ფანტასი). ამ პრეპარატების შემუშავებას კორპორაციამ ოთხი წელი მიძღვნა. ამერიკაში ჯერჯერობით დადგმულია 1000 საცდელი ნიმუში. კომპანია uFlavor-ის მფლობელთა სიტყვებით, მათ გამოგონებას ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო Coca-Cola-ს პირმშოსთან: „Freestyle-ს ავტომატსაც კი, რომელსაც 100 სხვადასხვა გემოს მქონე სასმელის შეთავაზება შეუძლია, სინამდვილეში მისი კომპონენტები ზღუდავენ". რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნარევი ინგრედიენტების გარკვეული შეფარდებით. თუმცა, აქ თქვენ უბრალოდ ერთმანეთში ურევთ Cola-ს გემოს მქონე სხვადასხვა სიროფებს". Coca-Cola-ს სასმელებს საფუძვლად უდევს მკაცრი პროპორციებით შერეული დაახლოებით 15-მდე შემადგენელი, რაც ქმნის კიდეც კოლასა და პეპსის სახელგანთქმულ გემოს. მათგან განსხვავებით, uFlavor-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ ცდები არ მხოლოდ კომპონენტების პროცენტულ შეფარდებასთან, არამედ თვითონ სასმელების გემოთი, რაც მათ წინაშე დიდ შემოქმედებით ასპარეზს შლის.

 თუმცა, პროექტის მთავარი უპირატესობა მისი სოციალური ასპექტია. საკუთარი უნიკალური სასმელის შექმნის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთსაც გაუზიარონ ეს ყველაფერი. თუ თქვენს მიერ შექმნილი გაზიანი სასმელი მოეწონება საზოგადოებას და ადამიანები დაიწყებენ მის შეკვეთას uFlavor-ის ვედინგური ავტომატების საშუალებით, თქვენ მიიღებთ თქვენს პროცენტს თითოეული გაყიდული ბოთლიდან. გარდა ამისა, სისტემა მყიდველებს შესთავაზებს ახალ უნიკალურ სასმელებს, იმ უპირატესობებთან შესაბამისად, რომელიც საიტზე მათ პროფილშია მითითებული.

„ეს ჰგავს მობილური შეთავაზებების მაღაზიის ბიზნეს-მოდელს, - აზუსტებს კლორანი, - შექმნელები ქმნიან დანართს, რომლის გამოყენებისთვისაც ისინი იღებენ გარკვეულ გადმორიცხვებს. თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ: ბავშვი იგონებს და ქმნის ფანტასტიურ სასმელს და შეფუთვას საკუთარი გაზიანი წყლისათვის. იყიდება მილიონი ბოთლი. შემდეგ ის ფოსტით იღებს 150-200 ათასი დოლარის ჩეკს. ეს უბრალოდ ფანტასტიკაა!". მთლიანობაში, კლორანის აზრით, მისი კომპანიის ფორმატი ძალიან ჰგავს Apple-ს კონცეფციას: „Aple-ს უნიკალობა მდგომარეობს არაპირდაპირ მარკეტინგში, რომელსაც ის იყენებს. შემქმნელები მხარს უჭერენ მთელს „ეკოსისტემას", ცდილობენ რა გაყიდონ თავისი დანართები, რომლებიც შემდგომ, თავის მხრივ ყიდიან აიფონებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ამ ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს ფული მათ მიერ შექმნილი სასმელების გაყიდვით და ამით ისინი იზიდავენ სხვებს, რომ მათ ისარგებლონ ჩვენი პლატფორმით".

გამაგრილებელი სასმელების ავტომატების პირველი პროტოტიპები საშუალებას იძლევა ერთმანეთს შევურიოთ 42 სხვადასხვა ინგრედიენტი 300 სხვადასხვა კომბინაციით. მართალია, ჯერჯერობით შესაძლებელია ახალი სასმელების მხოლოდ ხუთი სახეობის ყიდვა. ყოველი მათგანისათვის მყიდველმა შეიძლება მოიგონოს ეტიკეტის საკუთარი დიზაინი (რაც განსაკუთრებით აქტუალურია, მაგალითად, საბავშვო ზეიმისათვის). სამი თვის შემდეგ კომპანია გეგმავს გააფართოოს სასმელების ასორტიმენტი საიტზე ჩატარებული ხმის მიცემის შედეგების მიხედვით. კიდევ სამი თვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება 100 გემოს მქონე სასმელები. მანქანა (სწრაფი პროტოტიპირების სწორედ ის „პრინტერი") ამზადებს სასმელს და ასხამს მას ბოთლებში.

აქვს თუ არა uFlavor-ს მომავალი? არც ისე დიდი ხნის წინა ყველასგან დავიწყებულმა კომპანიამ  SodaStream-მა გაზიანი წყლის წარმოების სახლში წარმოების საკუთარი სისტემით კვლავ შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიციები ინდუსტრიაში და გახსნა წარმატებული მაღაზიების მთელი ქსელი.  თუმცა, uFlavor-ის შეთავაზება გამოირჩევა სიახლითა და პოტენცალით. მაგალითად, SodaStream-ის შეზღუდული რაოდენობის სიროფებისათვის მილიარდობით კვებითი დანამატების შეთავაზებით uFlavor-ის პოპულარობა რამდენჯერმე შეიძლება გაიზარდოს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ. რომ სახელწოდება uFlavor ეიძლება გახდეს ნამდვილი ბრენდი, რომლითაც წარმოებული იქნება უნიკალური პროდუქტი. შესაძლებელია, რომ კომპანიამ პოპულარობით პეპსისაც გადაასწროს. მაგრამ თუნდაც ვერ შეძლოს ეს, ის ნამდვილად მოახდენს რევოლუციას კვების მრეწველობაში და მომხმარებელს აჩუქებს შესაძლებლობას თვითონ შეარჩიოს გემო, სასმელის შედგენილობა, მასში კოფეინის ან ვიტამინების დანამატების შემცველობა, და ასევე შეფუთვაც.  

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge