ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სასმელი წყალი , რომელიც ამაღლებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას

ბიზნეს იდეა: სასმელი წყალი , რომელიც ამაღლებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას
 | რეიტინგი 3 

მინერალური და სასმელი წყლის ბაზარი კვლავ რჩება უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის ერთერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად სეგმენტად. და ეს ადვილი ასახსნელია: მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდის ფონზე მოთხოვნადი უპირატესობანი იხრებიან უფრო „ნატურალური" ალეტრნატივების მხარეს - წყლებისა და წვენებისაკენ.  ადამიანების სვამენ წყალს სახლში და სამსახურში, სპორტით დაკავების დროს და ქალაქში მოგზაურობისას, ხმარობენ ყოფითი მოთხოვნილებებისათვის, მაგალითად,  საჭმლის მოსამზადებლად. მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს და მზად არიან მასში ფული გადაიხადონ, მიუხედავად იმისა, რომ წყალი უფასოდ მოედინება ონკანში. ისინი იხდიან წყლის სხვა გემოსა და ხარისხისათვის. სწორედ ამიტომაც რჩებიან მოგებულები ის მეწარმეები, რომლებიც ფსონს დებენ პროდუქტის უნიკალურობასა და მაღალ ხარისხზე. ერთერთ ასეთ მწარმოებელს წარმოადგენს კომპანია EvolvHealth, LLC. მისი უნიკალური სასმელი წყალი Ecolv-ი ბაზარზე გამოჩნდა გასული წლის ოქტომბერში. ეს სასმელი წყალი იმით არის განსხვავებული, რომ თავის შედგენილობაში გააჩნია უნიკალური ფორმულა  Archaea Active Formula, რომლის შემუშავებაზეც დაიხარჯა 15 წელი და უზარმაზარი ინვესტიციები. Archaea Active-თი გამდიდრებული წყაროს წყალი ხელს უწყობს უჯრედების გამდიდრებას ჟანგბადით, ენერგიის დონის ამაღლებას, ნათელ გონებას და კარგ განწყობას.

ამასთან, მწარმოებლის მიერ გარანტირებული მისი ყველა უპირატესობა მაშინვე გახდა ცხადი მომხმარებლისათვის და რაც მთავარია, ისინი განზომილებადია.  ხელსაწყო პულსოქსიმეტრი მაშინვე აფიქსირებს სისხლში ჟანგბადის მომატებულ რაოდენობას   წყლის მოხმარების შემდეგ. Evolv-ის 700-გრამიანი ბოთლის  65 დოლარი ღირს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სასმელი წყლის ფასი მომატებულია, მაგრამ თუ ამ წყალს აღვიქვამთ არა როგორც უბრალო წყალს, არამედ  სასიცოცხლო ელექსირად, რომელსაც უდიდესი გამაჯანსაღებელი ეფექტი გააჩნია უჯრედის დონეზე, და სწორედ ასე წარმოადგენს მას კომპანია EvolvHealth, LLC, მაშინ მისი ღირებულება რამდენჯერმე იზრდება.

კომპანია თავის გაყიდვების ქსელს აგებს ქსელური მარკეტინგის პრინციპით. დღეისთვის ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელური კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში. უნიკალური სასმელი წყლის დისტრიბუტორად გახდომა შეუძლია ყველას. ბიზნესის სასტარტო კომპლექტი ღირს სულ რაღაც 39 დოლარი. კომპანიის ასეთი დინამიური ზრდის საიდუმლო პროდუქტის უნიკალურობაშია. მიუხედავად იმისა, რომ Evolv პირველადი აუცილებლობის და მასობრივი მოთხოვნილების პროდუქტია, მაინც შეიძლება მისი მიკუთვნება  უნიკალური საავტორო პროდუქტებისათვის. ხარისხი და უნიკალურობა წარმოადგენენ წარმატების ერთადერთ ფაქტორებს, რომლებზედაც უნდა დაიდოს ფსონი გაჯერებულ ბაზარზე „მზის ქვეშ საკუთარი ადგილისათვის". 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge