ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სამედიცინო პატარა სმარტები, რომლებიც კანქვეშ ადამიანის ვენებს ხედავენ

ბიზნეს იდეა: სამედიცინო პატარა სმარტები, რომლებიც კანქვეშ ადამიანის ვენებს ხედავენ
 | რეიტინგი 3 

კომპანიამ სახელით Evena Medical-მა გამოიგონა და გაუშვა ბაზარზე წინ წასაწევად საინტერესო სამედიცინო ტექნიკა - პატარა სმარტები, რომელიც ხილულს ხდის  პაციენტის სისხლის მიმოქცევის სისტემას, ანუ სათვალე, რომელიც „იხედება" ადამიანის კანქვეშ. Evena Medical-ის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია NIR - ეს არის ახლო რადიუსის მოქმედების ინფრაწითელი სხივები და სმარტების თვალებზე ჩამომცმელს საშუალებას აძლევს დაინახოს „ადამიანის კანის გავლით"....

ეს სმარტები სახელწოდებით Eyes-On Glasses ოფიციალურ გაყიდვაში უნდა გამოვიდეს 2014 წელს და მათი ფასი საკმაოდ მაღალი იქნება. ერთი წყვილი სათვალის ღირებულება, რომელიც საშუალებას მისცემს მედიცინის დას ფიზიკურად დაინახოს პაციენტის ვენები და სისხლის ძარღვები დაახლოებით 10 ათასი დოლარი იქნება.

გარდა იმისა, რომ Evena Medical - NIR-ის ინფრაწითელი ტექნოლოგიის ჭკვიან სმარტები გააღწევენ კანში და დაინახავენ საინექციოდ აუცილებელ ვენებს, მათ კიდევ ბევრი ჭკვიანური რამის გაკეთება შეუძლიათ. Eyes-On Glasses ექიმის მონიტორზე გადასცემენ სკანირებებს და ფოტოსურათებს სამი სისტემის საშუალებით:

  • BlueTooth-ით,
  • WiFi-თ,
  • და ასევე 3G-თი.

Eyes-On Glasses-ის სმარტებს ვიდეოს გადაღებაც შეუძლიათ! მათ შიგნით აქვთ მეხსიერების ბლოკიც გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების შესანახად. და ბოლოს, Evena Medical-ის სმარტებს, რომლებიც ხედავენ ადამიანის კანქვეშ, გააჩნიათ მიკროფონები და დინამიკები, რათა სამედიცინო პერსონალს შეეძლოს კონფერენც-კავშირის საშუალებით დაუკავშირდეს კოლეგა მედიკოსებს, მაგალითად, სამედიცინო კონსილიუმის ჩასატარებლად.

მაგრამ ჭირდება თუ არა ეს ყველაფერი მედიცინის დას, რომელიც აკეთებს ნემსს ვენაში ან ამაგრებს კათეტერს, ბოლომდე არ არის გასაგები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფასი 10 ათასი დოლარი სათვალეებისათვის, რომლებსაც ბევრი არასაჭირო რამ შეუძლიათ, მაგრამ საჭიროთაგან ხედავენ მხოლოდ ვენებს - ცოტა მომატებულია, რადგანაც კარგი მედიცინის და უბრალოდ ვალდებულია იპოვოს პაციენტის ვენა ყოველგვარო სმარტების გარეშე! და ცუდია ის საავადმყოფო, რომელშიც მათ სჭირდებათ Eyes-On Glasses-ის სმარტები ვენაში სწრაფად, უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ მოსახვედრად.

სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებმა რაღაც მიზეზით უარი თქვეს თავის ტერიტორიაზე Evena Medical-ის ამ გამოგონების  - Eyes-On Glasses-ის სათვალეების გაყიდვაზე.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge