სარტყელი ჭვალის სამკურნალოდ
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სარტყელი ჭვალის სამკურნალოდ

vivus.ge

ბიზნეს იდეა: სარტყელი ჭვალის სამკურნალოდ
 | რეიტინგი 3 

ბევრმა ადამიანმა მხოლოდ განაგონით არ იცის, თუ რა არის ლუმბაგო. საკმარისია უხერხულად მოვტრიალდეთ ან მკვეთრად ავწიოთ რაიმე სიმძიმე და წელში მაშინვე გაგვივლის მწვავე ტკივილი. ლუმბაგო (მას ხშირად კიდევ ჭვალს უწოდებენ) წარმოადგენს ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვის მიჭყლეტას. ეს დაავადება შეიძლება გამოწვეულ იქნას რამდენიმე მიზეზით - გაციებიდან რადიკულიტამდე. ზოგჯერ ლუმბაგო ვლინდება არა მწვავე ტკივილით, არამედ ყრუ სიმპტომებით, რომელიც ძალიან მალე გადაიქცევა მუდმივ და მტანჯველ ტკივილად.

ლუმბაგოსთან საბრძოლველად საკვლევმა ლაბორატორიამ Tecnalia და FIC-მა იტალიური კომპანია BTS-ს მხარდაჭერით, რომელიც დაკავდება გაყიდვებით, შეიმუშავა სპეციალური სარტყელი ლუმბაგოს საწინააღმდეგოდ. როგორც ამტკიცებენ გამოგონების ავტორები, ის ეხმარება იმ სიტუაციებში, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლება საკმარისი იყოს ჩვეულებრივი თერაპია და ზურგის სწორ მდგომარეობაში დაჭერა. როგორც ცნობილია, დღეისათვის ლუმბაგოსთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს ოპერაცია, თუმცა ჭვალის სამკურნალო სარტყელი Lumbia, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს გაყიდვაში 2014 წელს, დაეხმარება არასასურველი ქირურგიული ჩარევებისაგან თავიდან აცილებაში.

საოცარი გამოგონება წარმოადგენს ფართო სარტყელს, რომელსაც ავადმყოფს აცმევენ წელზე. მასზე არის სპეციალური სენსორები, რომლებიც თვალს მიადევნებენ ზურგის სწორ მდგომარეობას და აწვებიან ადამიანის სხეულის სხვადასხვა წერტილებს. თუ ირღვევა პაციენტის სწორი მდგომარეობა, სენსორები იწყებენ ვიბრირებას, რთაც ადამიანს აძლევენ სიგნალს, რომ აუცილებელია საჭირო მდგომარეობის მიღება. გარდა ამისა, ისინი უგზავნიან მონაცემებს ექიმის კომპიუტერს, რომელშიც დაყენებულია სპეციალური პროგრამა. ეს ინფორმაცია მედიკოსებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ ცვლილებებს და იხელმძღვანელონ არა მხოლოდ ავადმყოფის სუბიექტური (ზოგჯერ არასწორი) შეგრძნებებით, არამედ უფრო მიუკერძოებელი და უფრო სრული მონაცემებით.

ლუმბაგოს გამოვლინებებს ხვდება ადამიანთა უმრავლესობა. და ამ სენისგან მიყენებული ვნება, როგორც სარტყელის შემქმნელები ამტკიცებენ, სპეციალისტების მიერ ძალზე არასათანადოდ არის შეფასებული. მაგალითად, მხოლოდ ესპანეთში ჭვალის გამო წელიწადში იკარგება 6 მილიონი სამუშაო დღეს, რაც ეროვნულ სადაზღვევო სამსახურს 112 მილიონ ევროზე მეტ ზარალს აყენებს, ხოლო გერმანიაში ზარალი შეადგენს დაახლოებით 7 ათას ევროს ერთ ადამიანზე იმ ანგარიშით, რომ დაავადების მიზეზით მუშაკი კარგავს სამუშაო დროის 75%-ს.

ლუმბაგოს საწინააღმდეგო სარტყელი Lumbia, თუ ის გაივლის ყველა გამოცდას და გამოვა ბაზარზე 2014 წელს, იგეგმება გაიყიდოს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში - საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში, ხოლო მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge