ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სქოლიოზის კორსეტი როგორც მოდური აქსესუარი

ბიზნეს იდეა: სქოლიოზის კორსეტი როგორც მოდური აქსესუარი
 | რეიტინგი 3 

დიზაინერმა მონიკა ლოვმა შექმნა „მომავლის კორსეტი" ლამაზი და მოდური მოწყობილობა სქოლიოზის სამკურნალოდ, სახელწოდებით ARTHOSIS, ხოლო 20122 წელს ამ მდიდრული დიზაინერული კონცეპტისათვის მიიღო პრემია „წითელი წერტილი" ანუ red dot award ნომინაციაში  „design concept").

თვითონ მონიკა წარმოშობით დასავლეთ სლოვენიდანაა, ქალაქ კობარიდიდან (ანუ კაპორეტოდან), რომელიც მდებარეობს სულ ახლოს იტალიის საზღვართან და ამიტომაც აქვს ორი სახელწოდება. ალბათ ამიტომაც, რადგან იტალიური მოდა სულ ახლოს იყო ქალიშვილთან, მად გადაწყვიტა შეექმნა კორსეტი როგორც აქსესუარი, რომელიც არ დაამახინჯებდა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოზარდს, რადგანაც მოზარდი ისეთი ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტს ფიქრობს საკუთარ გარეგნობაზე სხვა ასაკთან შედარებით და რაც მთავარია, ყოველთვის მისით უკმაყოფილოა.

სქოლიოზის კორსეტი ჩაფიქრებული როგორც „კასტომატიზაციის" ხელმისაწვდომი პროდუქტი, ხოლო საჭირო მოდური აქსესუარები მის მოსართავად სახის შესაცვლელად იყიდება ცალკე და არც ისე ძვირი ღირს. ეს კორსეტი ჩაფიქრებული ასევე როგორც „ყოველთვის სხვადასხვანაირი", რომელიც იცვლება მისი მფლობელის გუნება-განწყობისა და სურვილის მიხედვით. რაში მდგომარეობს მისი მთავარი მიმზიდველობა?

საქმე იმაშია, რომ კორსეტს თან მოყვება აქსესუარები - ნაწილები, რომელიც დამზადებულია მასალისაგან სახელწოდებით „ქაფი". ისინი მაგრდება წებოვან ლენტზე, შეიძლება მათი გარეცხვა და გამოცვლა სურვილის მიხედვით. სწორედ ეს ქაფი წარმოადგენს მთავარ დიზაინერულ პეწს, რადგანაც ის ჩაფიქრებულია როგორც ლამაზი და კონცეპტუალური, და კიდევ როგორც „საკოლექციო" და ცვლადი.

დანარჩენში ის ჩვეულებრივი კორსეტია, ცოტათი უფრო ერგონომიური, ნაკლებად ხისტი, ადვილდ მოსახსნელი, რომლის რეგულირებაც, ჩაცმაც და გახდაც შეუძლია თვით მფლობელს თავისი სურვილისა და შეგრძნების მიხედვით - უფრო ადვილად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ჩვეულებრივ სქოლიზოის კორსეტებში.

რასაკვირველია, არ არის საჭირო კორსეტის ყოველთვის ისტერიულად მოხსნა, სხვაგვარად ის ვერ მორჩება. მაგრამ არსებობს ასეთი ადაპტაციის პერიოდი... პაციენტი უნდა მიეჩვიოს ისეთ საზიზღრობას, როგორიც არის სამედიცინო კორსეტი. და ადაპტაციის პერიოდში მას უნდა ჰქონდეს საშუალება მისი ადვილად მოხსნის და შესუსტების, როგორც კი შეაწუხებს. სხვაგვარად ბავშვი და მოზარდი საერთოდ არ ჩაიცვამენ ასეთ კორსეტს, და მართალიც იქნება!

სქოლიოზის ამ მოდური კორსეტის გამოგონებას ისე უბრალოდ არ  მიუღია ჯილდო. მის კონცეფციას საფუძვლად უდევს ჰუმანისტური იდეა „როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი". სამედიცინი დევაისები, რომლებიც გამოიყენებიან პაციენტების მკურნალობისას, არ უნდა აყენებდნენ ტრავმას ამ ხალხის ფსიქიკას, გამოიწვიონ მათში დეპრესია, საბოტაჟი მკურნალობაზე უარის თქმა, მდგომარეობის გაუარესება. ისეთი დევაისები, რომლებიც იწვევენ მდგრად უარყოფით რეფლექსებს ადამიანებში სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ კურნავენ და მხოლოდ ტრავმას აყენებენ. ეს ჯერ კიდევ ავიცენამ იცოდა. კარგია, რომ ეს იციან თანამედროვე საზოგადოებაშიც, რადგანაც დიზაინერმა მონიკა ლოვმა მიიღო პრემია ასეთი „მოდური სისულელისათვის". 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge