ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ფულის გაკეთება სანტა კლაუსზე

ბიზნეს იდეა: ფულის გაკეთება სანტა კლაუსზე
 | რეიტინგი 3 

 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ხალხს უჩნდება ინტერესი ყველაფრისადმი, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია შობასა და ახალ წელთან. ბუნებრივია, ევროპასა და აშშ-ში ყველგან უკვე იწყებენ საქმიანობას სანტა კლაუსები. ახლა ვილაპარაკოთ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ინტერნეტის საშუალებით მათზე ფულის კეთება.  ნათელია, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც მთელი მსოფლიოს ბავშვებს აღელვებს, არის ნდობაში სანტა კლაუსის (ან თოვლის ბაბუის) მიმართ. შობის მოახლოებასთან ერთად ბავშვები სულ უფრო და უფრო ხშირად ეკითხებიან მშობლებს სანტა კლაუსების არსებობის შესახებ. რასაკვირველია, შეიძლება მხოლოდ იმის თქმით შემოფარგვლა, რომ ისინი, რასაკვირველია, არსებობენ. მაგრამ ყველა ბავშვი როდია მზად ამის დასაჯერებლად. ხანდახან საჭიროა ნამდვილი მამტკიცებლები.. და ახლა ეს შესაძლებელია სტივენ ლოკხარდტის პროექტის საშუალებით.

მოხერხებულმა ამერიკელმა შექმნა საიტი  iCaughtSanta, რომლის სახელიც უკვე ლაპარაკობს თავის თავზე. თუ თქვენი ბავშვი დაჟინებით გეკითხებათ სანტას არსებობის შესახებ, არაფერია იმაზე უკეთსი, თუ უჩვენებთ მას ფოტომტკიცებულებებს. მაგრამ ყველა ადამიანი როდი ფლობს სრულყოფილად ფოტოშოპს ან რომელიმე სხვა გრაფიკულ რედაქტორს. აი აქ მოდის დასახმარებლად სტივენის საიტი. სულ რაღაც 10 დოლარად (უფრო ზუსტად 9,99) თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სანტა კლაუსის ფოტო თქვენს ინტერიერში. თქვენგან  საჭიროა მხოლოდ იპოვოთ (ან გააკეთოთ) თქვენი სახლის რომელიმე კუთხის გამოსახულება, სადაც გსურთ, ხატოვნად რომ ვთქვათ, სანტას შეშვება. ამის შემდეგ ფოტო იტვირთება საიტზე, ამოირჩევა შესაფერისი სანტა და მისი პოზიცია. ახლა საჭიროა მხოლოდ მისი პრინტერზე ამობეჭდვა და დადასტურებაც თქვენს ხელთაა.

 

მომსახურება, რომელსაც სთავაზობს სტივენ ლოკხარდტი, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შექმნის დღიდან ისი დიდი მოთხოვნით სარგებლობს (მართალია, მხოლოდ სეზონურად). შობის დღესასწაულის წინა დღეებში ბევრ ადამიანს სურს სანტას არსებობის დადასტურების მიღება ასეთ სასაცილო ფასად.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge