ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაბანკი ბანგლადეშში

ბანკი ბანგლადეშში
 | რეიტინგი 3 

 

მუხამმად იუნუსს სიღარიბის გარეშე სამყაროს ხილვა ჩაესახა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბანგლადეშში.

"ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელიც ბამბუკის სკამებს წნიდა. ლაპარაკიდან გავიგე, რომ ის გამოიმუშავებდა მხოლოდ ორ ცენტს დღეში. ქალბატონმა ამიხსნა, რომ ვინაიდან მას არ ჰქონდა ფული ბამბუკების საყიდლად, უხდებოდა ვალად აღება ერთ-ერთ ვაჭართან, რომელსაც ჰქონდა დასმული პირობა, რომ სკამების გაყიდვა ქალბატონს მხოლოდ ამ ვაჭრისთვის შეეძლო და თანაც ამ უკანასკნელის დადგენილ ფასად. მე დავინტერესდი, რა ღირდა ბამბუკი. მან მიპასუხა "სადღაც  ოცი ცენტი. თუკი ძალიან კარგი ბამბუკია შეიძლება ოცდახუთი ცენტიც ღირდეს". ჭკუაში დამიჯდა შემედგინა იმ ხალხთა სია, ვისაც ფული სჭირდებოდა. ერთ ერთი ჩემი სტუდენტის თანხლებით რამდენიმე დღეში მოვიარე მთელი სოფელი. შედგა 42 კაციანი სია. დავაჯამე თანხა და გაოგნებული დავრჩი. ჯამმა შეადგინა ოცდა შვიდი დოლარი! მე სირცხვილით დავიწვი, რომ წარმოვადგენდი საზოგადოებას, რომელსაც უნარი არ შესწევდა მიეცა სულ რაღაც 27 დოლარი 42 შრომისმოყვარე და გაწაფული ადამიანისთვის.

იმისათვის რომ სირცხვილის გრძნობიდან განვთავისუფლებულიყავი, ამოვიღე ფული ჯიბიდან და მივეცი ჩემს სტუდენტს სიტყვებით: "დაურიგე ფული ხალხს. უთხარი, რომ ეს არის კრედიტი და შეუძლიათ დააბრუნონ, როდესაც გაუჩნდებათ ასეთი შესაძლებლობა. და დაე გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ნებისმიერ ადგილას, სადაც კარგ ფასს შესთავაზებენ...

1983 წლის 2 ოქტომბერს ჩვენ გავხსენით ბანკი".

დღესდღეობით Grameen Bank-ი ემსახურება 46 000 სოფელს ბანგლადეშში, 1267 ფილიალის საშუალებით, რომელთა თანამშრომლები 12 000 ადამიანს ითვლის. გაცემული კრედიტების საერთო თანხა, თითოეული რომელთაგანიც 12-15 დოლარია და მაქსიმუმ 200 დოლარს აღწევს, 4.5 მლრდ. დოლარს აღემატება. ყოველწლიურად ბანკი გასცემს დაახლოებით 0.5 მლრდ. დოლარს. კრედიტი გაიცემა მაწანწალებზეც კი, რომელიც საშუალებას აძლევთ მათ თავი დააღწიონ დუხჭირ ყოფას.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge