როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კრედიტი დახურულია?
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაროგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კრედიტი დახურულია?

vivus.ge

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კრედიტი დახურულია?
 | რეიტინგი 3 

 

კრედიტის პრობლემებს შეუძლიათ გაეცნონ არა მხოლოდ მსესხებლებს, რომლებსაც უწევთ ვადის გადაცილება, არამედ კეთილსინდისიერ კლიენტებსაც, რომლებსაც უკვე დიდი ხანია დაფარული აქვთ თავისი ვალი. და რაშია გამოსავალი? თავიდან უხადონ ბანკს?

მოქალაქეთა გამოხმაურებების მიხედვით, ყველას სიტუაციები დაახლოებით ერთნაირია. კლიენტი თავდაპირველად იგებს ბანკში იმ თანხას, რომელიც მან უნდა შეიტანოს ვალის სრულად დასაფარავად. მას ის შეაქვს და უპრობლემოდ ავიწყდება თავისი კრედიტი. ხოლო 6-12 თვის შემდეგ მსესხებლის ტელეფონი იწყებს რღვევას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ბანკის უსაფრთხოების ზარებით, რომლებიც უხსნიან, რომ ვალებთან დამშვიდობება ჯერ კიდევ ადრეა.

უკანასკნელი თანხა არ მივიდა ბანკამდე, ან უკანასკნელი შენატანი არ აღმოჩნდა საკმარისი მთელი დავალიანების დასაფარავად - აი, ეს არის იმ მიზეზთა მოკლე ჩამონათვალი, რომლებსაც აჟღერებენ ბანკები საფინანსო ორგანიზაციისათვის განცვიფრებული კლიენტების მიმართვისას.

კლიენტები, რასაკვირველია, ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას, წერენ პრეტენზიებს, თუმცა უფრო ხშირად მათე უარყოფით პასუხებს იღებენ. რჩება მხოლოდ სასამართლოში წასვლა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გამარჯვება დარჩება კლიენტს.

პრობლემა იმაშია, რომ მსესხებელი მთლიანად ენდობა ბანკის მუშაკებთან ზეპირ საუბრებს, თუმცა სესხის დახურვის ფაქტი ყოველთვის დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. მაშინ კი მომავალში პრობლემები აღარ წარმოიქმნება.

კრედიტის სრული დაფარვისას აუცილებლად დაწერეთ განცხადება საკრედიტო ანგარიშის დახურვის შესახებ. თქვენ უნდა გადმოგცენ დოკუმენტის ასლი ბანკის მუშაკთა აღნიშვნებით. ასევე მოსთხოვეთ ბანკს მოგცეთ ცნობა, რომ კრედიტი სრულად არის დაფარული და ბანკს მსესხებლის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ აქვს.

ექსპერტთა სიტყვებით, არსებობს კრედიტის დახურვაში დარწმუნების  კიდევ ერთი საშუალება - უნდა მოსთხოვოთ ბანკს ურთიერთანგარისწორების შედარების აქტი, რომელიც აფიქსირებს საკრედიტო ვალდებულებების არსებობას ან არსებობას. ყველა მიღებული ცნობა და დოკუმნტი შეინახეთ სათუთად, რადგან ისინი საიმედოდ დაგიცავენ თქვენ ბანკთან რაიმე პრობლემების წარმოშობისას.

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge