ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაავიღოთ თუ არ ავიღოთ კრედიტი – კითხვა აქტუალურია როგორც არასდროს

ავიღოთ თუ არ ავიღოთ კრედიტი – კითხვა აქტუალურია როგორც არასდროს
 | რეიტინგი 3 

 

სამომხმარებლო სესხის აღება - ეს არის ფულის მიღება იმისათვის, რომ ძალიან გჭირდებათ (ან გინდათ) სწორედ ახლა. ღირს კი ვალებში ჩაფლობა ან უმჯობესია მოთმენა და დაგროვება?

ჩვენთვის საჭირო ზოგიერთი ნივთი და მომსახურებები თითქმის ყოველთვიურად ძვირდება (კვების პროდუქტები, სარემონტო მასალები, შესაბამისად მუშების ანაზღაურება, მთელი რიგი საგანმანათლებლო მომსახურეობები და მრავალი სხვა).
კრედიტის აღების გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს „საკითხის ღირებულება) შეადაროთ საჭირო საქონლის ან მომსახურების გაძვირება კრედიტის ღირებულებასთა. არც თუ იშვიათად კრედიტის პროცენტი შეიძლება შეედაროს ან უფრო დაბალიც კი იყოს წლიურ ინფლაციაზე საქონლისა და მომსახურეობების კონკრეტულ ჯგუფში.

იმავდროულად, არსებობს საქონელი, რომელიც დროთა განმავლობაში იაფდება. მაგალითად, რა ეღირება ერთი წლის შემდეგ თქვენს მიერ მოწონებული ტელეფონის უახლესი მოდელი ან ნოუთბუქი? სავარაუდოდ, ის მოასწრებს დაძველებას და გაიაფდება. ასეთ შემთხვევაში ძნელია გაამართლო კრედიტის აღება მისი სარგებლით. მაგრამ უახლესი მოწყობილობის ფლობისათვის ზოგჯერ ღირს მეტის გადახდაც - პრესტიჟი, კომფორტი და დადებითი ემოციები ღირს ამად! მართლა, კომფორტის შესახებ: პირადი ფინანსების კონსულტანტები ამბობენ, რომ თუ კრედიტით შესაძენი ნივთი ან მომსახურეობა მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენი ცხოვრების ხარისხს, მაშინ ასეთი კრედიტის აღება გამართლებულია. უფრო მეტიც, ბევრ ნაყიდს შეუძლია რესურსების ეკონომიაც (მაგალითად, სარეცხი მანქანა გიზოგავთ წყალსა და დროს), ხოლო ზოგიერთი  კი გახდეს საიმედო სამუშაო ინსტრუმენტი - ავტომანქანა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.

ასეთი დაბანდებების გადადება არ ღირს, თუმცა, აუცილებელია ყველაფრის გათვლა და იმაში დარწმუნებულად ყოფნა, რომ შემოსავლები საშუალებას მოგცემენ კრედიტის ნაწილებად გადახდას, ვინაიდან კრედიტის ვადის გადაცილება - ეს ნიშნავს მიიღო „შავი ნიშანი" საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე, რომელიც მომავალში გაართულებს თქვენს ურთიერთობას ბანკებთან.
დღეისათვის კარგი საკრედიტო ისტორიით სავსებით რეალურია კრედიტის ნაღდი ფულით აღება. ზოგიერთი ბანკი საშუალებას იძლევა გააფორმოთ კრედიტი სახლიდან გაუსვლელად - საიტზე განაცხადის შევსებით. თუ თქვენ კარგად მოეპყრობით საკუთარ ვალდებულებებს - საკრედიტო ინსტრუმენტები კარგი დამხმარეები იქნებიან უკეთესი ცხოვრების გზაზე.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge