ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაგაუფრთხილდი აქაუნთს (ანგარიში) ახალგაზრდობიდან

გაუფრთხილდი აქაუნთს (ანგარიში) ახალგაზრდობიდან
 | რეიტინგი 3 

კრედიტების გაცემა სოციალურ ქსელებში  აქაუნთის (ანგარიში) მიხედვით უკვე აღარ არის ცხრა მთას იქით. ასე თვლიან ბანკირები და უკვე სერიოზულად განიხილავენ სოციალური ანალიზის გაშვებას უახლოეს მომავალში. სოციალური ქსელებიდან როგორმა ინფორმაციამ შეიძლებაა დააინტერესოს ბანკირები და როგორ უნდა გავხადოთ საკუთარი აქაუნთი (ანგარიში) უფრო მიმზიდველი?

საზღვარგარეთ უკვე დიდი ხანია გასცემენ კრედიტებს, სწავლობენ რა სხვებს შორის ინფორმაციას სოციალური ქსელებიდანაც. უფრო მეტიც, კოლუმბიასა და ფილიპინებზე მოქმედებს პროექტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას 800 დოლარის მიღების მხოლოდ სოციალურ ქსელებში პროფილის მიხედვით.

„რუსეთში მხოლოდ ახლა არის მცდელობები შეიქმნას სკორინგული მოდელი სოცქსელებში ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ არ ღირს იმის ლოდინი, რომ მსოფლიო ტრენდი გვერდს აუვლის რუსეთს, სოცქსელების ინტეგრაცია კრედიტუნარიანობის შეფასების პროცესში - მდოლოდ დროის საკითხია" - ირწმუნება როსგოსსტრახბანკის დეპარტამენტის დირექტორი ვილენ ლი.

ქცევას სოციალურ ქსელებში შეუძლია სხვადასხვანაირად დაახასიათოს მსესხებელი. „ასე, მაგალითად, ბევრი ყავს ადამიანს მეგობრები და ვინ არიან ისინი, ამით შეიძლება მის საურთიერთო წრეზე მსჯელობა. ის, თუ რომელი საიტები მოსწონს, შეიძლება აჩვენებდეს მის ჩვევებზე. ისევ და ისევ, კრედიტის გაცემისას ბანკისათვის მნიშვნელოვანია კლიენტის სტაბილურობა, ხოლო ამას შეიძლება ირიბად ადასტურებდეს აქაუნთს (ანგარიში)  სერიოზული ისტორია სოციალურ ქსელში „ - ყვება ოტპ ბანკის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კაპუსტინი.
ზოგიერთი ბანკი უკვე ფიქრობს აქაუნთების (ანგარიში) სოციალური ანალიზის დანერგვაზე. მათ შორის ბანკი ჰოუმ კრედიტი. „კლიენტის სოციალური კავშირები, ჩანაწერები და ფოტოსურათები, რომლებიც ახასიათებენ ცხოვრების ნირს - ამ ყველაფერს შეუძლია დაგვეხმაროს რისკის ხარისხის შეფასებაში და იქონიოს გავლენა ბანკის გადაწყვეტილებაზე კრედიტის გაცემის შესახებ" - განაცხადა ინტერვიუში ბანკ ხოუმ კრედიტის საკრედიტო რისკების ანალიზისა და თანხმობის პროცესების მიმართულების უფროსმა სვიატოსლავ ემელიანოვმა.
ამასთან, ბანკირები ლაპარაკობენ სოციალურ ქსელებში მსესხებლის საქმიანობის შეფასების შესაძლო მინუსებზეც. მასტერ-ბანკის მმართველობის თავმჯდომარის მრჩევლის ოლგა ბოჩაროვას სიტყვებით, სოციალური ქსელები - ეს არის ერთგვარი ნიღაბი, რომელიც არ ასახავს ადამიანის ჭეშმარიტ სახეს, რადგანაც პოტენციურ კლიენტს შეუძლია შექმნას აქაუნთების (ანგარიში) განუსაზღვრელი რაოდენობა სხვადასხვა სახელების ქვეშ. ამ მიზეზით კრედიტის გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ინფორმაცია შემოწმებული წყაროებიდან. შესაძლოა, მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა, თუ მივმართავთ უცხოურ გამოცდილებას. როდესაც ყვება ბანკს' გლობექსის" ფილიალ „მოსკოვის" იპოთეკის დირექტორი მარია ლუდილშჩიკოვა, ცალკეული ქსელები ევროპაში მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მას ანიჭებენ საკრედიტო რეიტინგს. ანალოგიურ ამერიკულ სერვისში osper.com უფრო შორს წავიდნენ, და მომხმარებლის რეგისტრაციის დროს ამოწმებენ მის მიერ ნაჩვენებ მონაცემებს სხვადასხვა ბაზების მიხედვით, საკრედიტო ისტორიების ბიუროების ჩათვლით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge