ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმია როგორ მოვიქცეთ, თუ კრედიტი უკანონოდ არის გაფორმებული?

როგორ მოვიქცეთ, თუ კრედიტი უკანონოდ არის გაფორმებული?
 | რეიტინგი 3 

თუ თქვენთან დაიწყეს რეკვა ბანკიდან ან საკოლექტორო სააგენტოდან კრედიტის დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც თქვენ თვალითაც არ გინახავთ, არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში. სიმართლის დასადგენად და საკუთარი კეთილი სახელის აღსადგენად საჭირო იქნება ყინულივით თავშეკავება. 
ჩვეულებრივ, თაღლითები კრედიტებს აფორმებენ დაკარგული ან მოპარული პასპორტებით. აკრავენ მასში საჭირო ფოტოს ან იცვლიან გარეგნობას, რათა უფრო მეტად დაემგვანონ გამოსახულებას პასპორტში, და ბანკისაკენ. მსხვილ კრედიტებზე თაღლითები არ მიდიან, რამდენადაც იციან, რომ საბანკო შემოწმება სწრაფად გამოთვლის მათში თაღლითებს. ამიტომაც ცდილობენ აიღონ მხოლოდ ექსპრეს-კრედიტები, რომელთა გაფორმებასაც 1-2 დოკუმენტი სჭირდება და გაიცემა 30 წუთში.

მაგრამ თაღლითების მსხვერპლი ხდებიან ადამიანები, რომელთაც არასოდეს არ დაიკარგავთ თავისი პასპორტები. ასეთ შემთხვევაში აფერისტებს შეეძლოთ გაეფორმებინათ კრედიტები პასპორტის ქსეროასლით, თუმცა, იმ პირობით, რომ მათ ეხმარებოდა ბანკის რომელიმე თანამშრომელი.

თაღლითებისაგან დაზარალებული პირველ რიგში უნდა დაჯდეს და დაიწყოს განცხადების წერა. ერთი ბანკში, რათა იქ დაიწყონ ამ საქმის ძიება. მეორე პოლიციაში. თუ თქვენ დაკარგეთ პასპორტი ადრე, მაშინ კარგი იქნება ორივე განცხადებისათვის დოკუმენტის დაკარგვის ცნობის მიკვრა, რომელიც დამოწმებული იქნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ყველა ბანკს თავის განყოფილებებში გააჩნია ვიდეოთვალთვალის სისტემა. ბანკის თანამშრომლებთან ერთად საჭიროა არქივში იმ ჩანაწერების მოძებნა, რომლებიც დათარიღებულია კრედიტის გაცემის დღით. თუ გამოსახულება მკაფიოდ აჩვენებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი უცხო ადამიანმა მოაწერა, მაშინ პრობლემა, სავარაუდოდ, გადწყდება.

თუ ეს არ გიშველით, მაშინ საჭიროა თაღლითის  მიერ ხელშეკრულებაზე დადებული ხელმოწერის ექსპერტიზა. აქ, ისე როგორც დნმ-ს შემთხვევაში, შეცდომის შანსი ძალზე მცირეა, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი კეთილი სახელი აღდგენილია. კიდევ რჩება საკრედიტო ისტორიის გასწორება, მაგრამ  არსებული მტკიცებულებებით ამის გაკეთება უკვე აღარ იქნება რთული.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge