ღირს თუ არა კრედიტის აღება?
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაღირს თუ არა კრედიტის აღება?

greencard DV2019

vivus.ge

ღირს თუ არა კრედიტის აღება?
 | რეიტინგი 3 

არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე - ღირს თუ არა რომ აიღოს კრედიტი რიგითმა მოქალაქემ. ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი სესხი თავიდანვე დესტრუქციულია. სხვები ვარაუდობენ, რომ კრედიტი იძლევა ნებისმიერი ოცნების ასრულების შესაძლებლობას მისი ღირებულების მომავალში გადახდით. იმის საბოლოოდ გასაგებად, ღირს თუ არა კრედიტის აღება, აუცილებელია დეტალურად გარკვევა ამ სქემის დადებით და უარყოფით მხარეებში.


აუცილებელია დაკრედიტების რამდენიმე სახეობის გამოყოფა, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს ადამიანთა შორის. ეს არის სამომხმარებლო კრედიტები, კრედიტი ბიზნესის განვითარებისათვის, სესხი დასვენების მიზნისათვის და სხვები.

ღირს თუ არა იპოთეკური კრედიტის აღება

კრედიტის აღნიშნული სახეობა ფორმდება საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. თუ ადამიანი იღებს ასეთ სესხს 20 წლით და მეტი დროის განმავლობაში, ის ამ პერიოდში იხდის უძრავი ქონების ორმაგ ღირებულებას. ამაში მდგომარეობს დაკრედიტების ასეთი სახის ძირითადი ნაკლი. თუმცა რუსეთში იპოთეკა გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. ხოლო რამდენადაც რუბლი ექვემდებარება ინფლაციას, მაშინ სესხი შეიძლება მომგებიანი გამოდგეს. გარდა ამისა, ბინის უცბად შეძენისას, თუ გამორიცხავთ საცხოვრებლის დაქირავების აუცილებლობას. იპოთეკური დაკრედიტების კრიტიკისას, თავდაპირველად იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ ბინისათვის ფულის შეგროვება და იმავდროულად გეცხოვრათ დაქირავებულ კვადრატულ მეტრებზე.

იპოთეკური დაკრედიტების  და უძრავ ქონებაში ინვესტიციების საკითხი ძალზე ფართოა, და მისთვის შეიძლება ცალკე სტატიის მიძღვნა. თუმცა შესაძლებელია დასკვნის გაკეთება: თუ თქვენ არა გაქვთ საცხოვრებელი და გაქვთ იპოთეკის გაფორმების შესაძლებლობა - უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. და  მაინც ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე - ღირს თუ არა იპოთეკური კრედიტის აღება.

ღირს თუ არა კრედიტის აღება ბიზნესის განვითარებისათვის

აღნიშნული კრედიტი გამოიყენება მეწარმეების მიერ საკუთარი საქმის მასშტაბების გაფაღტოებისათვის. ის წარმოადგენს ძალზე სასარგებლო ინსტრუმენტს, რომელიც საკუთარი საქმის მომგებიანობის ახალ დონეზე გაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

საჭიროა იმის გაგება, რომ  ბიზნესის სტაბილურობის საფუძველი საკუთარი ფულადი სახსრებია და არ ღირს სესხებით ზედმეტად  გატაცება. კრედიტების გამოყენება უკეთესია დამხმარე ინსტრუმენტების სახით. საკუთარი ბიზნესის დაფინანსების ყველაზე გონივრული ხერხი - ეს არის მოგების ნაწილის განვითარებაში ჩადება.

ფრთხილად მიუდექით დაკრედიტების საკითხს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სავალო დატვირთვა, რომელიც  წლიური მოგების 2-4 მოცულობის ტოლია. გაგებული უნდა იქნას ის, რომ დაკრედიტების მიზანია დამატებითი მოგების მიღება საკრედიტო სახსრების საშუალებით. ამასთან, ამ გადახდებმა არანაირად არ უნდა იმოქმედონ თქვენი საქმის სტაბილურობაზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენ გონივრულად უნდა აწონ-დაწონოთ კრედიტის ყველა პლიუსი და მინუსი. არ უნდა გადავარდეთ უკიდურესობებში. სიძუნწე ისეთივე მავნებელია, როგორც სახსრების უაზროდ ფლანგვა.

ფულადი სახსრების ჩადებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი კლიენტების მოზიდვას. კარგად მოიფიქრეთ, თუ რაზე უნდა დახარჯოთ ფული. თქვენ უნდა გქონდეთ ნათელი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ბიზნესის დინამიკა ინვესტიციების შემდეგ. ზედმეტი არ იქნება საბაზრო კონიუნქტურის და კონკურენტების საქმიანობის შესწავლა. დადეთ ხელშეკრულებები ახალ კლიენტებთან და დაალაგეთ საწარმოს ეფექტური მუშაობა მთლიანობაში.

იმაზე ფიქრის დროს, ღირს თუ არა კრედიტის აღება ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია იხელმძღვანელოთ საღი გონებით და აიღოთ ორიენტაცია  თქვენი საწარმოს რეალური მოთხოვნილებებზე.

ღირს თუ არა სამომხმარებლო კრედიტის აღება.

კითხვაზე პასუხის გაცემისას - ღირს თუ არა სამომხმარებლო კრედიტის აღება, უნდა იქნას გააზრებული, რომ ასეთი სახის სესხი ორსახოვანი მოვლენაა. ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შეძენის გადაწყვეტილებამ, როგორიცაა ავტომანქანა, ტექნიკა ან ავეჯი, შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოს ჩვენი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი „ფუფუნებისათვის“ ჩვენ ზედმეტი პროცენტების გადახდა მოგვიწევს. იმავდროულად, არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ოჯახი იღებს უამრავ სამომხმარებლო კრედიტებს და საბოლოო ჯამში არ აქვს მათი გადახდის შესაძლებლობა. მსგავსი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები აუცილებლად იწვევენ ფინანსურ კრახს. ეს არც თუ იშვიათად წარმოიქმნება გარემოებების არასასურველი დამთხვევის გამო, მაგრამ ასეთი შემთხვევების უმრავლესობა განპირობებულია ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, თუ რა კონკრეტული მიზნებისათვის იღებთ სამომხმარებლო კრედიტს. არ ღირს ამის გაკეთება იმის გამო, რომ გაასწოროთ ვალები ან უმიზნო ხარჯებისათვის. ორივე შემთხვევაში თქვენ ან უნდა შეამციროთ საკუთარი სამომხმარებლო  სურვილები, ან მოიფიქროთ, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ უფრო მეტი.

თქვენ უნდა გაიგოთ განსხვავება სამომხმარებლო კრედიტსა და ბიზნესისათვის სესხს შორის ყოფითი ცხოვრების დონეზეც კი. ახალი ნოუთბუქის გასართობად შეძენისას  იმ დროს, როდესაც ძველიც კარგად ფუნქციონირებს - სამომხმარებლო კრედიტია. იმავდროულად, თუ თქვენ მუშაობთ კომპიუტერთან, რომელიც უეცრად ფუჭდება, მაშინ ახალი აპარატის შეძენა იქნება სახსრების ინვესტიცია ბიზნესის განვითარებაში, რამდენადაც თქვენი მუშაობა დაკავშირებულია კომპიუტერთან.

ნებისმიერი კრედიტი თქვენგან მოითხოვს პასუხისმგებლობას. უნდა იყოს გააზრებული, თუ რა რისკებს იღებთ საკუთარ თავზე  და თუ არის ისინი გამართლებული. არც ისე იშვიათია სიტუაციები, როდესაც უახლოეს ხანში რაიმე შემოსავლის  მოლოდინი აიძულებს ადამიანებს კრედიტის აღებას. შედეგად კი - დაგეგმილი თანხა არ ჩნდება გარკვეული დროის შემდეგ, ხოლო ვალები კი რჩება. არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი სიტუაციები იშვიათია. აი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გათვალისწინება მხოლოდ შემოსავლის არსებული დონის ანგარიშით.

უნდა გაკეთდეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ კრედიტები იწვევენ დამოკიდებულებას, ისეთივეს, როგორც ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. ადამიანს, რომელიც იღებს ფულს სესხად, ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება წარმატებულია. მიუხედავად ამისა, გონების გამონათება დგება საკმაოდ გვიან და ადამიანს ესმის, თუ რამდენად არახელსაყრელია კრედიტი. ბევრ ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულება მასობრივ პრობლემას წარმოადგენს. არც ისე ცოტანი არიან ადამიანები, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება კრედიტების გარეშე.

ამრიგად, ადამიანები იყოფიან ისეთებად, რომლებიც ცხოვრებისგან იღებენ ყველაფერს, მაგრამ მუშაობენ გადახდებზე, და ისეთებად, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი შემოსავლების შესაბამისად, მაგრამ ამასთანავე ბეჯითად აგროვებენ ფულს. გარკვევა იმაში, თუ რომელია მათ შორის მართალი, არც ისე იოლია.

 

შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავს სცემს პასუხს კითხვაზე - ღირს თუ არა კრედიტის აღება. მოცემული საკითხისადმი ფხიზელი მიდგომა იძლევა გაკოტრების თავიდან აცილების შესაძლებლობის  და იმავდროულად ახალი შენაძენებით სიამოვნების მიღების აქ და ახლავე. 

 

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses