როგორ ავიღოთ კრედიტი უშეცდომოდ
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაროგორ ავიღოთ კრედიტი უშეცდომოდ

greencard DV2019

vivus.ge

როგორ ავიღოთ კრედიტი უშეცდომოდ
 | რეიტინგი 3 


ბანკში კრედიტის გაფორმება ახლა  პრაქტიკულად ყველა მსურველს შეუძლია, და ზოგჯერ ამისათვის მხოლოდ პასპორტია საკმარისი. კრედიტი - ეს არის ნამდვილად მოხერხებული, ზოგჯერ კი ერთადერთი საშუალება ამა თუ იმ ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ როგორ უნდა ავიღოთ სწორად და უშეცდომოდ კრედიტი ბანკში?

ყველაზე მარტივი და სწორი რჩევის ჩამოყალიბება შესაძლებელია შეკითხვის სახით: „თუ არის საჭირო საერთოდ კრედიტის აღება?". შეიძლება, რომ იოლად გავიდეთ ასე „აუცილებელი" და სასურველი შენაძენის გარეშე და არ გავაფორმოთ სამომხმარებლო კრედიტი, არამედ მოვიცადოთ და თვითონ დავაგროვოთ შესაძენი ფული. ამ კითხვაზე თავშეკავებული უემოციო პასუხი ხშირად დაგიფარავთ ისეთი საქციელისაგან, რომელიც გამოიწვევს უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც დაკავშირებულია კრედიტის დაფარვასთან.

„სწრაფი"კრედიტი - ყველა ძვირი კრედიტია

გამოთქმა „რაც უფრო ადვილად იღებ კრედიტს, მით უფრო ძნელია მისი გადახდა" - ძალზე ტევადია და მოკლედ ახასიათებს ძირითად შეცდომას, რომელიც ხდება კრედიტის მიღების დროს. მაცდურ რეკლამასა და ემოციებს წამოგებულმა ნამდვილად შეიძლება ადვილად სწრაფად გააფორმოს კრედიტი პირდაპირ მაღაზიაში, „ზედმეტი" ცნობებისა და დოკუმენტების წარდგენის გარეშე.  შემდგომში კი აღმოჩნდება, რომ ამ კრედიტისათვის საჭირო ხდება არც თუ ისე ცოტას გადახდა. და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. ბანკები „ადვილ" კრედიტთან დაკავშირებულ ყველა რისკს ჩართავენ მის საპროცენტო განაკვეთში და ითვალისწინებენ სხვა დამატებით გადახდებს დაკრედიტების აღნიშნული სახისათვის.

გაცილებით გონივრულია ნებისმიერი კრედიტის გაფორმება ბანკის ოფისში, შეაგროვოთ ბანკის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და დაადასტუროთ თქვენი გადახდისუნარიანობა შემოსავლების ცნობაში, უკიდურეს შემთხვევაში - დაამოწმოთ  ბანკის ფორმის ცნობა სამსახურში ან კიდევ რაიმე სხვა ხერხით. ბანკი საკრედიტო განყოფილების სპეციალურად ტრენირებული სპეციალისტები გამოთვლიან თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და მოგცემენ კრედიტს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით. ჯერ ერთი, უფრო ხანგრძლივი ვადით, ხოლო მეორეს მხრივ - კრედიტის გაცილებით ნაკლები პროცენტებით.

კრედიტის აღებამდე დაითვალეთ თქვენი შესაძლებლობები...

სანამ გადაწყვეტთ თუნდაც სულ მცირე სამომხმარებლო კრედიტის აღებას, დაითვალეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ყოველთვიური გადახდები საკრედიტო ხელშეკრულების ანგარიშებზე არ უნდა აღემატებოდეს თქვენი შემოსავლების 20%-ს. არ ღირს ამ ციფრის უგულვებელყოფა, რამდენადაც მის უკან დგას ხარჯების ის ნაწილი, რომლებზედაც თქვენ უარის თქმა მოგიწევთ.

თუ თქვენ ხელფასს იღებთ საბანკო ბარათზე, გაეცანით „თქვენი" ბანკის დაკრედიტების პირობებს. იმ კლიენტებზე, რომელთაც აქვთ საანგარიშსწორებო ანგარიში, საბანკო ანაბრები, და მით უმეტეს - ხელფასს იღებენ ბარათით, ბანკმა შეიძლება გასცეს კრედიტი უფრო ხელსაყრელი პირობებით. და რაც მთავარია - „ზედმეტი" კითხვების გარეშე, და არ მოითხოვოს ოფიციალური  ცნობები ხელფასის შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხა საკმაოდ მაღალია, თქვენ  მოგიწევთ მხოლოდ ბანკის ფორმის შემოსავლების ცნობის შევსება.  

დაკრედიტების სრული განაკვეთი

საკრედიტო დაწესებულებებში უამრავ პროფესიულ ტერმინს იყენებენ, რომლებიც მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა გასაგები. აი, ერთერთი მათგანი - „დაკრედიტების ეფექტური განაკვეთი", რომელსაც ახლა ახლებურად „დაკრედიტების სრული განაკვეთი ეწოდება". ეფექტური პროცენტული განაკვეთი შეიცავს არა მხოლოდ კრედიტის პროცენტებს, არამედ სხვადასხვა კომისიებსაც, რომლებსაც იღებს ბანკი კრედიტის გაფორმებისას და შემდგომი მომსახურეობისას.

თქვენთვის არ არის აუცილებელი ამ ცნების დეტალურად გაგება, მაგრამ საჭიროა რომ ბანკის მენეჯერს დაუსვათ მსგავსი შეკითხვა, რათა გაიგოთ, თუ რა „ეღირება" თქვენი კრედიტი ერთი წლის განმავლობაში თვეებზე განაწილებით (სასურველია რომ არა პროცენტებში, არამედ ფულად). მით უმეტეს, რომ დღეისათვის ბანკები ვალდებულნი არიან მოგაწოდონ ასეთი ინფორმაცია.

ისარგებლეთ უბრალო რჩევით - რამდენადაც წვრილია ტექსტის შრიფტი, მით უფრო გულდასმით უნდა შეისწავლოთ ის. ვარსკვლავები, სქოლიოები, ფრჩხილები ზოგჯერ შეიცავენ ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას. აუცილებლად წაიკითხეთ ეს სქოლიოები და დამატებითი პუნქტები.

ერთერთ ასეთ პუნქტში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არადროულად შეტანისათვის დაწესებულია ჯარიმა და საურავი ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის.

კიდევ უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ პუნქტი, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ გადახდის დაყოვნების განმეორებითი შემთხვევა ითვალისწინებს ჯარიმას რაღაც თანხამდე და რომ ყოველ ჯერზე ის.

ბანკის მენეჯერთან ურთიერთობის დროს ნუ შეგეშინდებათ „არვიციას" უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის. თუ თქვენ რაიმე არ გესმით, ეს არ არის კითხვის დასმის სიმორცხვის საბაბი. თქვენ ხომ არ გისწავლიათ 5 წელი ფინანსურ აკადემიაში, და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ სრული უფლება გაქვთ მიიღოთ დაწვრილებითი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.

კრედიტის დაფარვის სქემა და ვადამდელი გადახდა

ანუიტეტი - ეს ნიშნავს ერთნაირი თანხებით დაფარვას დაკრედიტების მთელი პერიოდის განმავლობაში.
დიფერენციალური სქემა ითვალისწინებს დაფარვას გადახდებით, რომლებიც ყოველთვიურად მცირდება.
გადაწყვიტეთ წინასწარ, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, თუ რომელიც სქემა უფრო მოგაწყობთ თქვენ. შესაძლებელია, რომ მოცემულ მომენტში თქვენ არც კი გეგმავთ კრედიტის დაფარვას, მაგრამ მომავალში თქვენ გაგიჩნდებათ ასეთი შესაძლებლობა ან სურვილი. მაგალითად, თქვენ გადაწყვეტთ კრედიტის აღებას სხვა ბანკში და უფრო მეტი თანხის, ხოლო ამისათვის სასურველია, რომ  დაფაროთ თქვენი მიმდინარე კრედიტი.

მაშინვე გაიგეთ დაწვრილებით კრედიტის ვადამდე დაფარვის პირობების თაობაზე, რამდენადაც ამას ჩვეულებრივ არ აქცევენ ყურადღებას ხელშეკრულების ხელმოწერის დროს. მიუხედავად ამისა, ვადამდელი დაფარვის პირობები ითვალისწინებს სხვადასხვა სანქციებს (ჯარიმებს) ბანკის მხრიდან.
კრედიტის ყველაზე დიდ თანხაზე ბანკი ზოგჯერ სთავაზობს დაზღვევის გაფორმებას. არ ჩათვალოთ ეს დამატებით „ტვირთად". გაარკვიეთ, თუ შესაძლებელია, რომ დაზღვევის გაფორმების შემთხვევაში თქვენ მოგანიჭებენ დაკრედიტების უფრო ხელსაყრელ პირობებს, უფრო დაბალი იქნება საპროცენტო განაკვეთი, უფრო ხანგრძლივია ვადა და ა. შ. ამასთანავე, დაზღვევა გარკვეულ გარანტიებს აძლევს არა მხოლოდ  ბანკს, არამედ თქვენც ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევებისათვის.


როგორ გადავიხადოთ კრედიტი სწორად

საკრედიტო ინსტრუმენტების გამოყენება და ყველა „წვრილმანის" ცოდნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კრედიტის მიღება. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი წვრილმანების გამო კეთილსინდისიერ მსესხებელს შესაძლოა წარმოექმნას დავალიანება და სხვა „გაუგებრობები".

მაგალითად, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კრედიტის მორიგი გადახდისას „სხვა" ბანკში თქვენ შეილება წარმოგექმნათ დავალიანება. ამასთან, „სხვა" ბანკში გადარიცხვის თანხიდან თქვენ ჩამოგაჭრიან საკომისიოებს, და თქვენი შენატანი ნაკლები რაოდენობით შევა. მაგრამ ხდება კიდევ უფრო „ეგზოტიკური" შემთხვევები, როდესაც პროცენტების გარდა აჭრიან კიდევ რამდენიმე რუბლს, მაგალითად ქვითრის ღირებულებას. შედეგად კი გადახდა შევა არასრული მოცულობით, აქედან გამომდინარე შედეგებით. იყავით ყურადღებით, შეამოწმეთ ქვითარი, განსაკუთრებით კი გადარიცხული თანხის ოდენობა.

თუ თქვენ აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, ყველაზე საიმედო და უბრალო რჩევაა - გადაიხადეთ შესატანი ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე აპირებდით.


კრედიტის დაფარვა  უმჯობესია „საკუთარი" ბანკის ბანკომატით

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადახდა თქვენს ანგარიშზე შეიძლება შემოვიდეს არადროულად, რადგანაც ჩარიცხვის ოპერაციები ტარდება ზოგჯერ 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში. კიდევ არსებობს გამოსასვლელი დღეები, ამიტომ დააზუსტეთ ეს ნიუანსები ბანკში, რათა არ აღმოჩნდეთ არადროული გადამხდელი და არ მოგიწიოთ ჯარიმის გადახდა.

კრედიტის გადახდების შეტანა შესაძლებელია ბანკის სალაროში, ბანკომატით ან სხვა საშუალებით. ბანკის სალაროში გადახდისას მინიმალურია შეცდომის დაშვების ალბათობა. აი, ბანკომატით ან ინტერნეტ-ბანკინგის სისტემით გადახდისას სავსებით შესაძლებელია  შეცდომის დაშვება ციფრების ან ასოების შეყვანის დროს.

აიღეთ წესად შეამოწმოთ ბანკომატით წარმოებული გადახდის შემოსვლა. რამდენადაც ტექნიკა ზოგჯერ ფუჭდება, და თქვენთვის შემდგომში ძნელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ჯარიმა ვადაგადაცილებული გადახდისათვის უნდა გადაიხადოს ტერმინალმა და არა თქვენ.

კრედიტის დაფარვა უმჯობესია იმ ბანკის ბანკომატში, სადაც თქვენ გააფორმეთ კრედიტი. ჯერ ერთი, თქვენ არ მოგიწევთ „სხვა" ბანკში გადარიცხვის საკომისიოების გადახდა. მეორეც, ნებისმიერ პრობლემას, რომლებიც წარმოიშობა გადახდისას არა თქვენი ბრალეულობით (ტერმინალის მწყობრიდან გამოსვლა, მოლარის არაკორექტული გამოთვლა, ბანკის მუშაკის  შეცდომა) ბანკის მუშაკები ადვილად აღმოაჩენენ და გაასწორებენ.  საჭიროა არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აიღოთ კრედიტი ბანკში, არამედ თუ როგორ უნდა ეს გაკეთებული სწორად. დიდი კრედიტების დროს ბანკი სთავაზობს პლასტიკური ბარათის გაფორმებას, რომელიც კრედიტის თანხის სრულად დაფარვის შემდეგ უნდა გაუქმდეს.  ანუ ,ბარათი არა მხოლოდ უნდა დაიხუროს, არამედ უნდა დაიწეროს განცხადება საბანკო ბარათის ანგარიშის გაუქმების თაობაზე.

მოქმედი, გააქტივებული ბარათი თავის თავში შეიცავს საფრთხეს გაგხადოს თქვენ ბანკის მოვალე, თუნდაც რომ სრულად გქონდეთ დაფარული კრედიტი. ბარათის მომსახურეობისათვის ყოველწლიურად  ანგარიშიდან მოიხსნება  გარკვეული თანხა. თანდათან, თუ თქვენ ის არ გექნებათ გადახდილი, ეს მცირე თანხა გადაიქცევა სოლიდურ ვალად, რამდენადაც მას თანდათან „შემოეზრდება" ჯარიმები ვადაგადაცილებული გადახდებისათვის. 


 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses