ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაროდის არის გონივრული კრედიტის მიღება ნაღდი ფულით?

როდის არის გონივრული კრედიტის მიღება ნაღდი ფულით?
 | რეიტინგი 3 

 

მწვავე კონკურენციის პირობებში ბანკები იგონებენ თავისი კლიენტებისათვის ყველანაირ შესაძლებელ საკრედიტო პროდუქტებს. ახლა მსესხებელთა შორის ყველაზე დიდ პოპულარობას იძენენ სესხები ნაღდი ფულის სახით. დაწყებული 2010 წლიდან, გაცემული კრედიტების მოცულობა იძლევა ყოველწლიურ ზრდას 50% და მეტით, და, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ფიქრობს შეცვლას. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ბევრ მსესხებელს კრედიტები ნაღდი ფულით აძლევენ არჩევანის მეტ თავისუფლებას. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რით არის მიმზიდველი კრედიტი ნაღდი ფულით?
არჩევანის თავისუფლება - ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მეტყველებს ნაღდი ფულით კრედიტის სასარგებლოდ. ადამიანებს შეუძლიათ გააფორმონ ეს სესხი, რათა იყიდონ შეთვალიერებული საქონელი იმ მაღაზიაში, რომელიც არ თანამშრომლობს არც ერთ კონკრეტულ ბანკთან (ასეთებიც არსებობენ). როგორც წესი, ფასები ასეთ სავაჭრო წერტილებში სასიამოვნოდ ახარებენ ადამიანებს. გარდა ამისა, კრედიტის ნაღდი ფულით მიღება უფრო მომგებიანი ისეთი მაძიებლებისათვისაც, რომელთაც გააჩნიათ პირადი კაპიტალი, მაგრამ მათ არ ყოფნით სულ ცოტა სასურველ შენაძენამდე. მაგალითად, ასეთი სესხი უფრო იქნება უპირატესობის მქონე, თუ ადამიანი დამოუკიდებლად აგროვებდა ფულს ბინის საყიდლად, მაგრამ გარემოებებმა აიძულეს აღნიშნული თანხის დაგროვებაზე უფრო ადრე ჩაეტარებინა გარიგება. ამასთან, იპოთეკის მიღება არ იქნება გონივრული გაფორმების ხანგრძლივი ვადების და ასევე ყველანაირი დამატებითი ხარჯების გამო. კრედიტი ნაღდი ფულით იქნება უფრო უპრიანი, თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ სახლში რემონტი, მაგრამ არ გსურთ სპეციალური ორგანიზაციების მომსახურეობით სარგებლობა. ან კიდევ - თუ თქვენი მიზანია საინტერესო დასვენება, მაგრამ კვლავ შუამავლების გარეშე, „ველურად". ყველა ასეთ სიტუაციაში ჯიბეში ნასესხები ნაღდი ფულის არსებობის წყალობით თქვენ თვითონ გადაწყვეტთ, თუ რაში და რამდენი უნდა გამოიყენოთ ეს ფული. ამასთან, თქვენ შეძლებთ დაზოგოთ ფული შუამავლებზე მისი არ დახარჯვის წყალობით. გარდა მოქმედების თავისუფლებისა, სესხებს გააჩნიათ კიდევ ერთი სასარგებლო თვისება - მათ გასცემენ საკმაოდ სწრაფად, ჩვეულებრივად და გადაწყვეტილება კრედიტის თაობაზე და სახსრების ხელზე მიღება ხდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
კრედიტის ნაღდი ფულით მიღება მარტივია, ხოლო გადახდა კი - ძვირი.
თუმცა, სესხის ნაღდი ფულით მიღება არ აძლევს ადამიანს მხოლოდ სასიამოვნო ემოციების გარანტიას. როგორც ცნობილია, ყველაფრისთვის უნდა გადაიხადოთ, ხოლო არჩევანის თავისუფლება და ქაღალდის ბიუროკრატიის არარსებობას თავისი ღირებულება გააჩნია. ამიტომ, კრედიტები ნაღდი ფულით ითვლება ერთერთ ყველაზე ძვირად, მათზე წლიურმა განაკვეთმა შეიძლება მიაღწიოს 35%-ს. უფრო მეტიც, თუ სხვა სამომხმარებლო კრედიტები შეიძლება გაიცეს 5 წლამდე ვადით, სესხი ნაღდი ფულით უნდა დაბრუნდეს მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ. ნაღდი ფულის კრედიტების სიძვირე აიხსნება სახსრების არდაბრუნების რისკის მაღალი პროცენტით. რისკი, თავის მხრივ, ჩნდება კრედიტორის ნაკლებად ინფორმირებულობით მსესხებელთან მიმართებაში. ხშირად, ასეთი სახის კრედიტის გაფორმების დროს ბანკი არ ითხოვს დაჟინებით შემოსავლების დოკუმენტებს და სხვა ცნობებს, საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და გადასახადების გადამხდელის კოდი. თავისთავად ცხადია, ამ დროს კრედიტორი ვერ იღებს წარმოდგენას მაძიებლის შემოსავლების თაობაზე, ეს კი ნიშნავს, რომ არ იცის, თუ რამდენად გამართულად დაფარავს ის სესხს. თუმცა, უსაფრთხოების ზოგიერთ ზომას ბანკი მაინც მიიღებს - ის აუცილებლად შეისწავლის მონაცემებს წარსული სასესხო ვალდებულებების შესრულების შესახებ. თუ ამ დროს გაირკვევა, რომ მსესხებელს გაფუჭებული საკრედიტო ისტორია გააჩნია, მაშინ მას არ მისცემენ კრედიტს თუნდაც ყველაზე მაღალი პროცენტებითაც კი. თუმცა, თუ მაძიებელი მოისურვებს, მაშინ მას სავსებით ძალუძს გააიაფოს თავისი კრედიტი. ამის გაკეთება შეუძლია, თუ წარუდგენს ბანკს სრულ ინფორმაციას საკუთარ პერსონაზე, ან კიდევ დამატებით გარანტიებს თავისი სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ასეთებად შეიძლება ჩაითვალოს თავმდები და გირაო. ასეთი ნიუანსების გათვალისწინებით, კრედიტი ნაღდი ფულით შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო და არც თუ ძვირი საშუალება თქვენთვის აუცილებელი ნივთის ან მომსახურეობის მისაღებად.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge