როგორ ავიღოთ კრედიტი კერძი პირისაგან და არ დავრჩეთ მოტყუებული?
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაროგორ ავიღოთ კრედიტი კერძი პირისაგან და არ დავრჩეთ მოტყუებული?

greencard DV2019

vivus.ge

როგორ ავიღოთ კრედიტი კერძი პირისაგან და არ დავრჩეთ მოტყუებული?
 | რეიტინგი 3 


ზოგჯერ დგება ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ  გვჭირდება სახსრების სესხად აღება და მზად ვართ ავიღოთ ისინი მაღალი პროცენტებით, მაგრამ არ გვაქვს საშუალება მივმართოთ ბანკს რაიმე დოკუმენტების არარსებობის გამო. ასეტ შემთხვევაში შესაძლებელია კრედიტის კერძო პირისაგან აღება. ასეთი კრედიტების უპირატესობა იმაშია, რომ გარიგება იდება სწრაფად მინიმალური დოკუმენტებით. კერძო კრედიტების მიღება შესაძლებელია მსხვილ თანხაში, ზოგჯერ 100 ათას რუბლზე მეტი ოდენობით და მხოლოდ პასპორტით, უფრო იშვიათად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტიც. მსესხებელი თვითონ ეძებს კრედიტორს, მოილაპარაკებს მასთან  დაკრედიტების პირობებსა და ვადებზე, ასევე ამტკიცებს გადახდისუნარიანობას. საპროცენტო განაკვეთები კერძო კრედიტორებთან უფრო მაღალია ბანკებთან შედარებით, მაგრამ ეს არის ალტერნატიული გადაწყვეტილება გამოუვალ სიტუაციებში. კერძო პირებისაგან გირაოს გარეშე კრედიტებს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მსესხებელი რისკავს გახდეს თაღლითობის ობიექტი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელშეკრულების შედგენა და მისი ნოტარიალურად დამოწმება ფულის მიღების დროს. ხელშეკრულებაში გაიწერება გირაოს გარეშე კერძო დაკრედიტების ყველა პირობა, ისეთები, როგორიცაა თანხა, კრედიტის ვადა და საპროცენტო განაკვეთები.  მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ კერძო კრედიტორებს არ გააჩნიათ დაკრედიტების ოფოციალური ნებართვა, და ეს შეიძლება იყოს როგორც იატაკქვეშა ოლიგარქი, ისე ბანდიტიც. რასაკვირველია, ყველა თაღლითი არ არის, მაგრამ სიფრთხილე ზედმეტი არ არის. ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზების გამო კერძო კრედიტორმა შეიძლება შეცვალოს პირობები და არა მსესხებლის სასარგებლოდ, და იძულებით ხდება ძვირად ღირებული კრედიტის გადახდა.

 

ასეთი კრედიტების აღება ღირს მხოლოდ უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევებში, მაგალითად, ოპერაციის ან ბიზნესში ფულის ჩადების დროს. თუ მსესხებელი შეწყვეტს კრედიტის გადახდას, მაშინ მასთან სახლში შეიძლება მივიდეს ხალხი და უცერემონიოდ აუხსნას, რომ საჭიროა გადახდა, და რაც მალე, მით უკეთესი იქნება. კი, ფული გაიცემა სწრაფად, კარგი თანხით და გირაოს გარეშე, მაგრამ, კერძო კრედიტის გაფორმებისას  ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, გამოკითხეთ განმარტებები ყველა პირობასთან მიმართებაში. აუცილებელია დაფიქრდეთ ძალზე დაქვეითებული საპროცენტო განაკვეთების ან რაიმე დოკუმენტების არ მოთხოვნის დროს.  თუ წარმოიშვება ცხოვრებისეული გარემოებები, რომელთა ძალითაც მსესხებელი ან აყოვნებს კრედიტით გადახდას (კრედიტის ვადის გადაცილება – რას იზამ), ან სავსებით ამბობს უარს. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი თვითონ წყვეტს, წავიდეს შემხვედრად თუ დაარიცხოს ჯარიმები. დასკვნა ასეთია, რომ კერძო კრედიტები სასარგებლოა ორივე მხარისათვის მხოლოდ მათ შორის პატიოსანი თანამშრომლობის დროს. 

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses