ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიარჩევები კრედიტის მიმღებს

რჩევები კრედიტის მიმღებს
 | რეიტინგი 3 


შვიდჯერ გაზომე, სანამ ერთ ბანკში აიღებთ კრედიტს!

1. თქვენი საკრედიტო ვალდებულებები არ უნდა აჭარბებდეს ყოველთვიური შემოსავლის 30-50%-ს.
2. შეაფასეთ კრედიტის იდეა შკალით „მინდა-მჭირდება". თუ უბრალოდ მხოლოდ გსურთ - არ აიღოთ. თუ კრედიტი ნამდვილად გჭირდებათ - გაბედეთ!

 3. თუ საკრედიტო შუამდგომლობაზე მიიღეთ უარყოფითი პასუხი, მაშინ იკითხეთ მიზეზი და მოისმინეთ რეკომენდაციები სამომავლოდ.

4. დაკრედიტების საკითხებში მიენდეთ ინტუიციას   და კრედიტების კონსულტანტს.

5. აიღეთ კრედიტი ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. და არც ერთი ცენტით მეტი.

6. აუცილებლობის შემთხვევაში გახდით თავმდები, მაგრამ მხოლოდ ძალზე პასუხისმგებელი მეგობრისათვის.
7. თქვენ მზად ხართ კრედიტის გასაფორმებლად მხოლოდ   იმ შემთხვევაში,  თუ შეგიძლიათ დახარჯოთ ყოველთვიური შემოსავლის 40%-ზე ნაკლები.

8. გააკეთეთ საჩუქრები მთელი გულით, და არა საკრედიტო სახსრების ხარჯზე. 

9. სწრაფად აღებული კრედიტი - არ არის სიკეთის მომტანი. იღებ სხვის ფულს, ხოლო აბრუნებ საკუთარს.
კრედიტი იძლევა რაიმე მნიშვნელოვანი გეგმის რეალიზების შესაძლებლობას, ცხოვრების ხარისხის ან აუცილებელი შენაძენის საშუალებას. კრედიტის გაფორმება - ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი კრედიტის დაბრუნება მოგიწევთ პროცენტებით, და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ამაზე წასვლამდე საფუძვლიანად გადახედოთ საოჯახო ბიუჯეტს.    


ამ გვერდზე თქვენ იპოვნით რეკომენდაციებს, რომლებიც შედგენილია მომხმარებლის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან ერთად და დაგეხმარებიან  მიიღოთ გონიერი გადაწყვეტილება კრედიტთან მიმართებაში. და არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ გეგმავთ  რომ აიღოთ საცხოვრებელი კრედიტი, საცხოვრებელი კაპიტალის კრედიტი, მცირე კრედიტი, საანგარიშსწორებო კრედიტი, სასწავლო კრედიტი, გააფორმოთ ავტომანქანის ლიზინგი და საკრედიტო ბარათი.


კარგად აწონ-დაწონეთ - გჭირდებათ თუ არა კრედიტი

არის თქვენი გადაწყვეტილება კრედიტის აღების თაობაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი, თუ ის მხოლოდ წუთიერი სურვილია?

კრედიტის აღებამდე დაფიქრდით - ნამდვილად თუ გჭირდებათ ის. აწონ-დაწონეთ ალტერნატიული ვარიანტები. მაგალითად, იმის თაობაზე, ხომ არ არის შესაძლებელი არსებული დანაზოგის გამოყენება, გჭირდებათ კი ასე ძალიან ის საქონელი ან მომსახურეობა, რისთვისაც გსურთ კრედიტის აღება, ან თუ შეიძლება მოცდა და ფულის შეგროვების გაგრძელება.

თუ დრო ითმენს, აქვს აზრი ფულის დაგროვებას აუცილებელი შენაძენისათვის. კრედიტს ყოველთვის თან ახლავს  ხარჯები, და თუ თქვენ გაქვთ კრედიტის დაბრუნების საშუალება, , ცხადია, რომ შეძლებთ საჭირო თანხის დაგროვებასაც.


დაფინანსების შესაძლებლობები

შემიძლია  კი მე ვთქვა, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კრედიტის თაობაზე ყველაზე მეტად მესადაგება მე და ითვალისწინებს ჩემი ცხოვრების სტილს, შემოსავლებს, მომხმარებლის ჩვევებს და ა. შ.?

კრედიტები არსებობს სხვადასხვა დანიშნულების და გაიცემა სხვადასხვა პირობებით. აუცილებლობის დროს კლიენტი საკრედიტო კონსულტანტის დახმარებით და მას შემდეგ, რაც პატიოსნად უპასუხებს ყველა კითხვას, იპოვის თავისთვის ყველაზე შესაძლებელ და შესაფერის საკრედიტო მომსახურეობას. თამამად მიმართეთ ბანკს, თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ დახმარება საკუთარი შესაძლებლობების დადგენაში.


აიღეთ სესხად გონივრული თანხა. ვაფასებ კი რეალურად საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს? შევძლებ კი კრედიტის გადახდას, თუ შემცირდება ჩემი შემოსავლები ან გაიზრდება ჩემი ხარჯები? თუ მაქვს ზუსტი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რამდენის დახარჯვას შევძლებ ყოველთვიურად საჭმელზე, ტანსაცმელზე, სხვადასხვა მომსახურეობებზე, თუ კი კრედიტს ავიღებ? დამრჩება კი საკმარისი ფული ყოველთვიური გადახდის შემდეგ?

გულდასმით დაფიქრდით, თუ რა თანხა გჭირდებათ, და რა მიზნებისათვის. თუ კი კრედიტის თანხა აღმოჩნდება არასაკმარისი, არ არის გამორიცხული, რომ მალე თქვენ ისევ მოგიწევთ მიმართოთ ბანკს დამატებითი დაფინანსების თაობაზე, ეს კი ნიშნავს, რომ კვლავ მოგიწევთ თანხის შეტანა ხელშეკრულების დასადებად. თუ კი აიღებთ კრედიტს მარაგით და მისი ოდენობა გადააჭარბებს თქვენ მოთხოვნილებებს მოცემულ მომენტში, არსებობს მიღებული ფულის ფუჭად დახარჯვის რისკი. გახსოვდეთ: კრედიტს დაბრუნება უნდა, ამასთან, არა მხოლოდ ბანკისგან აღებული ფულის, არამედ მასზე დარიცხული პროცენტებისაც.

კრედიტის აღებამდე შეაფასეთ საკუთარი გადახდისუნარიანობა, დაფიქრდით სხვა ყოველთვიური ხარჯების თაობაზეც და შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. შესაძლებელია, რომ მომავალში ხარჯები გაიზარდოს, მაგრამ, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოხვიდეთ არსებული შესაძლებლობებიდან. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ კრედიტი არ გახდეს ზედმეტად მძიმე ტვირთი ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ გახდეს ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრედიტის გადახდასთან ერთად თქვენ უნდა დაგრჩეთ სიბერისათვის ფულის დაგროვების და ინვესტიციებისათვის სახსრების გამოყოფის შესაძლებლობა.  


გაეცანით საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს

თუ არის გასაგები ჩემთვის საკრედიტო ხელშეკრულების ყველა პირობა? მივიღე კი პასუხები ყველა კითხვაზე? საკრედიტო ხელშეკრულების კითხვა - ეს არ არის ყველაზე წარმტაცი საკითხავი, მაგრამ ამაზე დახარჯული ყოველი წუთი მომავალში ნამდვილად გაამართლებს. აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს და თუ რომელიმე პუნქტი ბუნდოვნად მოგეჩვენებათ, თამამად დასვით კითხვები. თუ თქვენ იღებთ მცირე კრედიტს, ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პირობები წაიკითხეთ ცალკე საინფორმაციო ფურცელზე, რომლის მიღებაც შეგიძლიათ ბანკის ოფისში. რაც შეეხება საცხოვრებელ ან ავტომანქანის ლიზინგის კრედიტს, საინფორმაციო ფურცელს მიიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეიტანთ შუამდგომლობას კრედიტის ან ლიზინგის მიღების თაობაზე, და ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას. გაარკვიეთ საპროცენტო გადახდების ოდენობა, კრედიტის დაბრუნების ვადა და სხვა უმნიშვნელოვანესი პირობები. დაკრედიტების პერიოდი უნდა იმდენად ხანმოკლე, რამდენადაც არის ეს შესაძლებელი, და ამასთან ისეთი ხანგრძლივობის, რამდენიც არის აუცილებელი. საკრედიტო ხელშეკრულების დადებამდე დაინტერესდით, თუ რა პირობებით შეიძლება კრედიტის ვადამდე დაბრუნება, ასეთი სურვილის გაჩენისას. კრედიტის ვადამდე დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თქვენგან მოითხოვონ შესაბამისი გადახდის შეტანა, ასე რომ, დაინტერესდით ამით ხელშეკრულების დადებამდე.

პროცენტები -გადაიხადეთ გონივრულად!  თუ არის ყოველი საგადახდო გრაფიკი  (კრედიტის ნაშთის ან კრედიტის თანხის პროცენტები, გადახდის ვადა და ა. შ.)   ყველაზე შესაფერისი ჩემი შემოსავლებისათვის? მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორი წესით დაგარიცხავთ ბანკი პროცენტებს თქვენზე გაცემულ კრედიტზე. ამაზეა დამოკიდებული თქვენი ყოველთვიური გადახდების ოდენობაც, როგორც ისიც, თუ საბოლოო ჯამში რამდენი დაგიჯდებათ თქვენ კრედიტი. თუ თქვენ იღებთ კრედიტს უძრავი ქონების გირაოთი, თქვენ უნდა დაითვალოთ, თუ რა თანხას შეადგენენ პროცენტები. მაგალითად, თუ თქვენ იღებთ კრედიტს 63 000 ევროს ოდენობით 30 წლის განმავლობაში, მაშინ ყოველთვიური შესატანი შეადგენს არა უმეტეს 260 ევროს, ხოლო პროცენტების ოდენობა - 32 000 ევროზე ოდნავ მეტს. თუ კი თქვენ შეამცირებთ კრედიტის დაფარვის ვადას  20 წლამდე, თქვენი ყოველთვიური გადახდა ამასთან გაიზრდება 85 ევროთი, მაგრამ პროცენტის სახით თქვენ ჯამში გადაიხდით 24 000 ევროზე ოდნავ მეტს.

გადახდები შეიძლება გაკეთდეს ორი სხვადასხვა გრაფიკით. კრედიტის დაბრუნება ფიქსირებული ძირითადი ნაწილის  გრაფიკის მიხედვით  ნიშნავს, რომ კრედიტის დაბრუნების ვადის დასაწყისში გადახდები დიდი პროცენტების გამო უფრო მნიშვნელოვანი იქნება თავისი ოდენობით, ხოლო დაბრუნების ვადის ბოლოს პროცენტები კლებულობს, რის წყალობითაც მცირდება ყოველთვიური გადახდების ოდენობაც. ანუიტეტური გრაფიკი ნიშნავს, რომ კრედიტის დაბრუნების მთელი ვადის განმავლობაში ყოველთვიური გადახდის ოდენობა დარჩება უცვლელი და დამოკიდებულია მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე. კრედიტის დაბრუნება ფიქსირებული თვიური გადასახადით ანუიტეტური გრაფიკის მიხედვით ხანგრძლივდება ან მცირდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება Euribor-ის განაკვეთი.

გადახდა პროცენტებით გირაოს გარეშე მცირე კრედიტის შემთხვევაში

მაგალითი: კრედიტის თანხა - 1300 ევრო, დაბრუნების ვადა - 4 წელი, საპროცენტო განაკვეთი - 18%

პროცენტები ირიცხება კრედიტის ნაშთიდან

ვადა - 48 თვე       ძირითადი თანხა - 1300 ევრო  პროცენტები - 533 ევრო სულ 1883 ევრო

უძრავი ქონების გირაოთი საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს თანხმდება საპროცენტო განაკვეთის სიდიდე, რომელიც შედგება საბაზო საპროცენტო განაკვეთისაგან და მარჟისაგან, რომელიც განისაზღვრება  ყოველი კლიენტისათვის ინდივიდუალურად. საპროცენტო განაკვეთი თქვენი კრედიტისათვის შეიძლება იცვლებოდეს დაკრედიტების პერიოდის განმავლობაში  საბაზო საპროცენტო განაკვეთის მერყეობის მიხედვით,

გაეცანით კრედიტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს

ვიცი კი ნამდვილად, თუ რა თანხა დამიჯდება საბოლოო ჯამი კრედიტი, და არის კი ეს ფასი გონივრული?

საკრედიტო ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, პროცენტების გარდა იწვევს დამატებით ხარჯებს. ისინი განსხვავებულია კრედიტის მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთჯერადი დამატებითი ხარჯები, თუ თქვენ იღებთ კრედიტს უძრავი ქონების გირაოთი. 

o    - ხელშეკრულების ღირებულების გადახდა

საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს აუცილებელია გარკვეული თანხის გადახდა ხელშეკრულების დადების მომენტში, როდესაც კრედიტი გადაირიცხება თქვენს ანგარიშზე ან როდესაც თქვენ გამოიყენებთ კრედიტს. ეს დამოკიდებულია როგორც კრედიტის ოდენობაზე, ისე მის ტიპზე. დაინტერესდით ამ თანხის ოდენობით ბანკის მუშაკთან ხელშეკრულების დადებამდე.

o    - ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების შეფასებასთან და ჩადებასთან, ასევე ნოტარიალური ხარჯები.

თუ თქვენ იღებთ კრედიტს უძრავი ქონების გირაოთი, ბანკი მოგთხოვთ რომ წარადგინოთ შესაძენი ქონების შეფასების აქტი. თქვენ შეგიძლიათ დაუკვეთოთ ის  უძრავი ქონების ბიუროში, რომლის დასკვნებიც მიიღება თვითონ ბანკში.

საკრედიტო ხელშეკრულების ნოტარიუსთან ხელმოწერის შემდეგ იდება ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და, როგორც წესი, ქონება ჩაიდება კრედიტის გირაოში. ნოტარიალური გარიგების ხარჯებისთვის გადაიხდება გარკვეული თანხა, ასევე სახელმწიფო ბაჟი  გარიგების მიხედვით. ნოტარიალური გადახდების და სახელმწიფო ბაჟის  ოდენობები დამოკიდებულია გარიგების ტიპზე და მის ღირებულებაზე. დაინტერესდით საკრედიტო კონსულტანტთან, თუ დაახლოებით რა თანხა დაგიჯდებათ ყველა ხარჯი.

o    - დაზღვევის ხარჯები

როგორც წესი, კრედიტის გარანტია დაზღვეული უნდა იქნას.  ეს არის მცირე ყოველთვიური ხარჯები, მაგრამ ისინი დაგიცავენ თქვენ მნიშვნელოვანი ხარჯებისაგან, თუ ქონებას რაიმე შეემთხვევა. რეკომენდებულია საშინაო ქონების დაზღვევაც.

o    - მთლიანი კრედიტის ხარჯები

საკრედიტო ხელშეკრულების დადებამდე ბანკმა უნდა წარმოგიდგინოთ დაწვრილებით საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ნაჩვენებია მთლიანი კრედიტის ხარჯები. მასში ჩამოთვლილია ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებულია კრედიტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, პროცენტების, ხელშეკრულების გადასახადის, გადასახადების  და სხვა გადახდების ჩათვლით. საერთო ხარჯები არ შეიცავს ნოტარიალურ ხარჯებს, ასევე აუცილებელი დამატებითი ხელშეკრულებების  დადების ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომელთა ოდენობაც ბანკმა არ იცის.   

o    - კრედიტის ხარჯიანობის განაკვეთი

კრედიტის ხარჯიანობის განაკვეთი აჩვენებს პროცენტებში კრედიტის თანხას, რა დატვირთვა ეკისრება კლიენტს კრედიტის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო (საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების ღირებულება) ერთ წლის განმავლობაში, იმ  პირობით, რომ საკრედიტო ხელშეკრულება მოქმედებს ერთი სახელშეკრულებო წლის განმავლობაში. 

კრედიტის ხარჯიანობის განაკვეთი იცვლება, თუ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისი ვადა მცირდება ან იზრდება.

მაგალითი: თუ კლიენტი ერთი წლით იღებს მცირე კრედიტს 1000 ევროს ოდენობით 18% წლიურით, გადაიხდის რა ხელშეკრულებისათვის 15 ევროს, და ყოველთვიურად აბრუნებს კრედიტს ანუიტეტური სახით, მაშინ მისი კრედიტის ხარჯიანობის  განაკვეთი შეადგენს 28,03%-ს.

კრედიტის დაბრუნება ანუიტეტური გადახდების სახით ნიშნავს, რომ ყოველთვიური გადახდა მთელი პერიოდის განმავლობაში არის ერთნაირი და დამოკიდებულია მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე. კრედიტის ხარჯიანობის განაკვეთი ითვალისწინებს არა მხოლოდ იმას, თუ რა თანხა უნდა გადაუხადოს ბანკს კრედიტის მიმღებმა, კრედიტის ძირითადი თანხის გარდა, არამედ იმასაც, რომ ფულის ღირებულება დროთა განმავლობაში იცვლება (როგორც წესი, ეცემა) და, მაგალითად, კრედიტის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული თანხა დაბრუნების მომენტში შეიძლება ღირდეს უფრო ნაკლები, ვიდრე კრედიტის გაცემის მომენტში. ამიტომაც კრედიტის ხარჯიანობის განაკვეთი, ჩვეულებრივ, უფრო მაღალია წლიურ საპროცენტო განაკვეთზე.


დააბრუნეთ კრედიტი დროულად

როგორია ჩემი მზაობა იმისათვის, რომ კრედიტის გამო შეიძლება არსებითად შეიცვალოს ჩემთვის ან ჩემი ოჯახისათვის დამახასიათებელი  ცხოვრების სტილი? მაქვს კი მე სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი დაკარგავს სამუშაოს ან შრომისუნარიანობას? კრედიტის დროულად დასაბრუნებლად საკმარისია მხოლოდ თვალყურის დევნება იმისათვის, რომ გადახდის დღისათვის ანგარიშზე იყოს აუცილებელი თანხა. ეს საშუალებას მოგცემთ კორექტულად შეასრულოთ საგადახადო ვალდებულებები. თუ გადახდა დაგვიანდება, ბანკის მიერ დარიცხული იქნება საურავი.

თუ თქვენ შეგექმნათ სიძნელეები კრედიტის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აუცილებლად დაუკავშირდით ბანკს. თქვენი კრედიტის კონსულტანტი  დაგეხმარებათ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლის პოვნაში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სთავაზობენ საგადახდო შვებულების აღებას ან კრედიტის დაბრუნების ვადის გაგრძელებას, რათა შემცირდეს ყოველთვიური გადახდების ოდენობა. საგადასახადო შვებულების დროს თქვენ უხდით ბანკს მხოლოდ პროცენტებს, შვებულება ვრცელდება კრედიტის ძირითადი ნაწილის გადახდებზე. შედეგად  კრედიტის ნაშთი მცირდება უფრო ნელა და საბოლოო ჯამში კრედიტის პროცენტები უფრო მაღალი აღმოჩნდება. საგადასახადო შვებულების აღებას აქვს აზრი, თუ ოჯახში იბადება ბავშვი, წყდება მშობლის ხელფასის გადახდა ან თქვენ იცვლით სამუშაო ადგილს.

 

შესაძლებელია კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნება

თუ თქვენ გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, და თქვენ გსურთ კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, აზრი აქვს წინასწარ, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, აცნობოთ ბანკს ამის თაობაზე. ასევე გააკეთეთ გათვლა იმაზეც, რომ თქვენ მოგიწევთ თანხის გადახდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია როგორც წინასწარი შეტყობინების ვადა, ასევე გადასახდელი თანხა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.

 

კითხეთ რჩევა კრედიტების კონსულტანტს

შემიძლია კი მე რომ ვთქვა, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კრედიტის თაობაზე სწორია და მოფიქრებული? თუ ვიცი პასუხი კითხვაზე, რა მოხდება, თუ მე შემექმნება სიძნელეები კრედიტის დაბრუნებასთან დაკავშირებით?

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ სასურველია ექსპერტების რჩევების მიღება. პასუხები კითხვებზე, რომლებიც ეხება უბრალო კრედიტებს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ტელერთან ან დარეკოთ კლიენტების მხარდაჭერის სამსახურში. თუ ლაპარაკია უფრო რთულ კრედიტზე, კრედიტების კონსულტანტი მოამზადებს ხელშეკრულებას და თქვენ შეძლებთ  მასთან ყველა პირობის განხილვას,  ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მას განგიმარტოთ ბუნდივანი ადგილები.

კონსულტანტი დაგეხმარებათ თქვენ ყველაფერში, რაც შეეხება კრედიტის მიღებას, ხოლო შემდგომში გახდება თქვენი საკონტაქტო პირი ბანკში, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ კრედიტის თაობაზე.  

 

გირაო/ თავდებობა  გააფორმეთ აწონ-დაწონით

ვარ თუ არა მე დარწმუნებული იმაში, რომ თავდებობა  და/ან გირაოს დადგენა - ეს სწორი გადაწყვეტილებაა? თუ გავეცანი ამასთან დაკავშირებულ ყველა რისკს და თუ ვარ მზად აუცილებლობის დროს ავიღო ვალდებულებები საკუთარ თავზე? მრავალი ადამიანი წაწყდომია გირაოს სახით უძრავი ქონების გაფორმებას საკუთარი ან სხვა ადამიანის კრედიტის გამო. ეს ნიშნავს,  რომ თუ კრედიტი არ იქნება დაბრუნებული, მაშინ ბანკს აქვს უფლება მოითხოვოს გირაოს სახით წარდგენილი უძრავი ქონების გაყიდვა (მაგალითად, ბინის ან სახლის მიწის ნაკვეთთან ერთად). იმისათვის, რომ ვალდებულებები, რომლებიც აღებულია უძრავი ქონების გირაოდ, შესრულებულ  იქნას და რომ ყველაფერი არ დამთავრდეს უძრავი ქონების იძულებითი გაყიდვით, აუცილებელია, რომ მიჰყვეთ  უბრალო წესებს. თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, თქვენ იძლევით პირობას შეასრულოთ სხვა ადამიანის ან საწარმოს ფულადი ვალდებულება, თუ ისინი თვითონ ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას.  ამასთან, თქვენ პასუხს აგებთ საკრედიტო და/ან სალიზინგო ხელშეკრულებიდან (ან სხვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან)  გამომდინარე საგადახდო ვალდებულებებზე სრული მოცულობით, მაგრამ მაქსიმალური თანხის ფარგლებში, რომელიც მითითებულია თავდებობის ხელშეკრულებაში. გახდით ვალდებულებათა თავდები მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანისათვის და საწარმოსათვის, რომელთაც თქვენ შეგიძლიათ რომ ენდოთ.

თუ თქვენ პატიოსნად უპასუხეთ კითხვებზე, და ამასთან ყველა პასუხი არ იყო დადებითი, თქვენ უნდა კიდევ ერთხელ გულდასმით აწონ-დაწონოთ საკუთარი გადაწყვეტილება. კრედიტმა შეიძლება კი არ გააუმჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, არამედ პირიქით - გააუარესოს კიდეც.

აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარკვეული საბაზო ცოდნის ფლობა. ბევრი ფინანსური მომსახურეობა დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათში სრულად გასარკვევად საჭიროა სხვადასხვა პროდუქტებს შორის ურთიერთკავშირის ნათლად წარმოდგენა.  



 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge