ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკაგლობალიზაციის პროცესები პატარა ქვეყნების განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

გლობალიზაციის პროცესები პატარა ქვეყნების განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს
 | რეიტინგი 3 

 

არსებითი სახელი „გლობალიზაცია" პირველად 1961 წელს გაჩნდა ლექსიკონში, თუმცა ამ პროცესზე აქტიური საუბარი 80-იანი წლებიდან დაიწყო(შოლტე,1997,170).  მეცნიერები ამ ტერმინის ოპტიმალურ განმარტებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. ყველა მკვლევარი ამ პროცესს თავისებურად აღიქვამს. მაგალითად, ენტონი გიდენსის მოსაზრებით, „გლობალიზაცია შეიძლება აიხსნას, როგორც იმ მსოფლიო მასშტაბის სოციალურ ურთიერთობათა გაძლიერება, რომლებიც დაშორებულ ადგილებს იმგვარად აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის პროცესები მრავალი მილის დაშორებით მიმდინარე მოვლენების გავლენას განიცდის და პირიქით"(შოლტე,1997,172). მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი აქტუალური რამდენიმე  დეკადის წინ გახდა, ერთიანი მსოფლიოს შექმნის იდეა ჯერ კიდევ ძვ.წ IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნოდა, მაგრამ ისტორიამ, მისი გარდაცვალების შემდეგ, დიადოხოსების ბრძოლის სახით გვიჩვენა, რომ ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩებოდა (ყოველ შემთხვევაში, იმ ეპოქისთვის).  ზემოთხსენებული შემთხვევისაგან  განსხვავებით, თანამედროვეობაში გლობალიზაციამ ისე მყარად მოიკიდა ფეხი, რომ იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეს პროცესი დიდსა და პატარა სახელმწიფოებზე სხვადასხვანაირად აისახება. აქვე განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს ტერმინი პარატა სახელმწიფო : „პატარაა ისეთი სახელემწიფო,რომელსაც არც მსოფლიო და არც რეგიონის მასშტაბით არ ძალუძს საკუთარი პოლიტიკური ნების ცხოვრებაში გატარება,ანუ საკუთარი ეროვნული ინტერესების ძალის პოლიტიკის მეშვეობით დაცვა"(ჟაკე,1971,58). უამრავი მაგალითი ცხადყოფს, რომ გლობალიზაცია პატარა ქვეყნების განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

     საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა გლობალიზაციის თანმდევი პროცესია. ასეთი ორგანიზაციების არსებობა განაპირობებს პატარა ქვეყნების ჩართულობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, რაც სერიოზულ ადამიანურ თუ ეკონომიკურ რესურსებს მოითხოვს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ჩართულობა ISAF-ის მიერ ჩატარებულ მისებში ავღანეთში, სადაც მონაწილეობს 48 ქვეყანა. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ამ მისიაში, ბოლო მონაცემებით,შეადგენს 1561 კაცს,რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა პატარა, მითუმეტეს, ნატოს არაწევრი ქვეყნისათვის, რამაც უდიდესი დანაკლისი მოუტანა ქვეყანას და შედეგადაც ზარალმა აშკარად გადააჭარბა სარგებელს. ამის  ნათელი დამადასტურებელი ფაქტია 2013 წელს ჰელმანდის პროვინციაში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა (ირაკლი აბსანაძე,2013).

 

        გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს, აქედან გამომდინარე, ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნებისათვის. საზოგადოება ქმნის კულტურას, რომელიც განსაზღვრავს მათ ფასეულობებს, რწმენას, ქცევასა და მსოფლმხედველობას. კულტურის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კეთილდღეობისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გართულებულია ეროვნული იდენტობის დაცვა სხვა უფრო მძლავრი კულტურებისგან, მითუმეტეს, პატარა ქვეყნებში. როდესაც გლობალიზაციის კულტურულ ასპექტებზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად აშშ-ს კულტურის(დასავლური კულტურის)დამკვიდრებაზე აკეთებენ აქცენტს. დღესდღეობით მრავლად მოგვეპოვება მაგალითები, რომლებიც ადასტურებს, რომ დასავლური კულტურა იჭრება სხვადასხვა საზოგადოებაში და ნელ-ნელა თავს იმკვიდრებს. საყურადღებოა ისლამური სამყაროს მდგომარეობა, სადაც ვესტერნიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისიდან ყალიბდება, მაგრამ რეალურ ქმედით სახეს 70-იანი წლებიდან იღებს. აღსანიშნავია,რომ ბოლო წლების განმავლობაში ხდება ცვლილებები ისლამის მიმდევართა ყოველდღიურ ცხოვრებაში(აღარ მისდევენ რელიგიურ კანონებს,უარს აღარ ამბობენ ალკოჰოლურ სასმელებზე, ქალების ჩაცმის სტილი შეიცვალა და ა.შ).აგრეთვე „ამერიკანიზაციამ" აფრიკის კონტინენტზეც შეაღწია, სადაც კულტურა, რომელიც აფრიკელი ხალხისთვის ღირებული და საამაყოა ითრგუნება და გაქრობის ზღვარზეც კი არის მისული. არსებულმა პროცესებმა შეიძლება კულტურათა შეჯახება გამოიწვიოს, რასაც, თავის მხრივ, კონფლიქტების წარმოშობა მოაქვს შედეგად. სწორედ ამ საფრთხეზე საუბრობს ჰანგთინგთონი თავის კონცეფციაში „ცივილიზაციათა შეჯახება"(სანიკიძე,კიღურაძე,2001,15). ხოლო იმ დროს, როცა დასავლეთის ქვეყნებში ძროხის ხორცს საკვებ პროდუქტად იყენებენ, ინდოეთში იგი საკულტო ცხოველად ითვლება.

 

 

     „წარმოებისა და შრომის გლობალიზაციამ მასიური ხასიათი მისცა მოსახლეობის მიგრაციის ურეცედენტო მასშტაბებს"(დავითაშვილი,2003,245).ადამიანები,ძირითადად, „გლობალური სამხრეთიდან" „ჩრდილოეთისაკენ" მიისწრაფვიან,სადაც მათ ცხოვრების „უკეთესი" დონე და მეტად განვითარებული სამყარო ეგულებათ. ემიგრაციის ზრდას მხოლოდ ნეგატიური გავლენის მოტანა შეუძლია, მიგრაციის სალდო პატარა ქვეყნებში უარყოფითია, რაც, ბუნებრივია, მათ წინსვლას აფერხებს, ისინი განიცდიან მწვავე დემოგრაფიულ პრობლემებს. აქტუალურია ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის არალეგალური მიგრაცია აშშ-ში, რაც ორივე მხარეს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის, მაგრამ შრომითი რესურსების დაკარგვაზე აქტუალური, „ტვინების გადინებაა". პროცესი  სათავეს ცივი ომის დასასრულიდან იღებს: განვითარებადი ქვეყნების წამყვან მეცნიერებზე „ნადირობა" ძლიერი ქვეყნების ინტერესებში შედის, ისინი  უზრუველყოფენ შესაბამისი აღჭურვილობით და სამაგიეროდ ისაკუთრებენ „ტვინების" მიერ შექმნილ ყველა ტექნიკურ პროგრესს.     „წარმოებისა და შრომის გლობალიზაციამ მასიური ხასიათი მისცა მოსახლეობის მიგრაციის ურეცედენტო მასშტაბებს"(დავითაშვილი,2003,245).ადამიანები,ძირითადად, „გლობალური სამხრეთიდან" „ჩრდილოეთისაკენ" მიისწრაფვიან,სადაც მათ ცხოვრების „უკეთესი" დონე და მეტად განვითარებული სამყარო ეგულებათ. ემიგრაციის ზრდას მხოლოდ ნეგატიური გავლენის მოტანა შეუძლია, მიგრაციის სალდო პატარა ქვეყნებში უარყოფითია, რაც, ბუნებრივია, მათ წინსვლას აფერხებს, ისინი განიცდიან მწვავე დემოგრაფიულ პრობლემებს. აქტუალურია ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის არალეგალური მიგრაცია აშშ-ში, რაც ორივე მხარეს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის, მაგრამ შრომითი რესურსების დაკარგვაზე აქტუალური, „ტვინების გადინებაა". პროცესი  სათავეს ცივი ომის დასასრულიდან იღებს: განვითარებადი ქვეყნების წამყვან მეცნიერებზე „ნადირობა" ძლიერი ქვეყნების ინტერესებში შედის, ისინი  უზრუველყოფენ შესაბამისი აღჭურვილობით და სამაგიეროდ ისაკუთრებენ „ტვინების" მიერ შექმნილ ყველა ტექნიკურ პროგრესს.

     გლობალიზაცია პირველ რიგში თავისუფალ ბაზარს გულისხმობს. ტრანსნაციონალური კორპორაციების მომრავლებამ მრავალი ქვეყნის ეკონომიკა მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ჰეგემონი სახელწიფოს ფარგლებში მომხდარი ცვლილებები(ამ შემთხვევაში აშშ)უდიდეს გავლენას ახდენს მცირე ქვეყნების ფინანსურ ცხოვრებაზე. მაქსიმალურად იყენებენ განვითარებადი პატარა ქვეყნის რესურსებს, ისინი ერთგვარი მონოპოლისტები არიან.აქვე მოვუხმოთ გლობალიზაციის ერთ-ერთ განმარტებას-„გლობალიზაცია გახლავთ ის,რასაც ჩვენ მესამე სამყაროში საუკუნეების მანძილზე კოლონიზაციას ვუწოდებდით"(მარტინ ხორო,1995) ანუ დღესდღეობით მდიდარ, წამყვან სახელმწიფოში მომხდარი კრიზისი (ეკონომიკური კრახი) ძალაუნებურად აისახება სხვა ქვეყნებზეც და დიდ მატერიალურ ზარალს აყენებს. გავიხსენოთ 1929 წლის შავი სამშაბათი, როცა უოლ სტრიტიდან მოულოდნელად გაქრა 1 მილიონი დოლარის ღირებულების აქცია, ამ პროცესს ამერიკაში დიდი არეულობა მოჰყვა და საგრძნობლად დააზარალა ქვეყნის ბიუჯეტი , მაგრამ მას შემდეგ, რაც გლობალიზაციამ მთელი სამყარო მოიცვა და სახელმწიფოთა ფინანსები მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს(მოგეხსენებათ ევროპამ ერთიანი სავალუტო სისტემაც კი შემოიტანა ევროს სახით), გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა ყველასთვის ცნობილი „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი" და რამდენიმე წლის წინ ამერიკაში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემა უკვე მთელს მსოფლიოს შეეხო: 2010 წელს საბერძნეთში დაიწყო მასობრივი გამოსვლები სამუშაო ადგილების არარსებობისა და არასათანადო ანაზღაურების გამო, ხოლო ხელისუფლება ზომების გატარებას ვერ ახერხებდა, რაგდან კრიზისმა ხაზინას სერიოზული ზარალი მიაყენა და საბერძნეთს წამყვანი სახელმწიფოებისგან ვალის აღება აიძულა (geurasia, 2012). გარკვეული დონით ეს პრობლემა საქართველოსაც შეეხო, ეკონომიკურად არამყარი ქვეყნები ვალუტის ცვლილებას ვერ უძლებენ და ინფლაციის დონე იზრდება, ამის ნათელი დასტური ლარის კურსის საგრძნობი მატებაა.

     გლობალიზაციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ „პატარა ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა, რომელსაც დამოუკიდებლად არ ძალუძს საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა"(რონდელი,2006,273), რაშიც მსგავს ქვეყნებს დიდი და ძლიერი სახელმწიფოები (რა თქმა უნდა, გლობალიზაციის მეშვეობით) ეხმარებიან, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ გლობალიზაციის შედეგად ვესტფალიის სისტემა წარსულს ჩაბარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვესტფალიის სისტემა, უპირველესად, ქვეყნის სუვერენიტეტს ეფუძნებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეეძლო ყოვლისმომცველი, შეუზღუდავი მმართველობა გაეტარებინა განსაზღვრული ტერიტორიის ჩარჩოებში.აქვე განვმარტოთ ტერმინი სუვერენიტეტიც-„ეს არის სახელმწიფოთა არსებობისთვის აუცილებელი პირობა, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ექვემდებარებიან რაიმე გარეგან ხელისუფლებას" (სანიკიძე,კიღურაძე,2001,136).თუმცა, გლობალიზაციის შედეგად, სოციალურმა თუ პოლიტიკურმა ურთიერთობებმა უამრავი არატერიტორიული ნიშან-თვისება შეიძინა,რის გამოც სახელმწიფოს საზღვრები თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია. ამ პროცესმა ასევე შეასუსტა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელსაც ქვეყნის სუვერენიტეტი ემყარებოდა. ულრიხ ბეკი ამბობს - „ გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესებს, რომელთა გამოც ერი-სახელმწიფოების სუვერენულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ძალაუფლების განსხვავებული პერსპექტივების, ორიენტაციების, იდენტობებისა და ქსელების მქონე ტრანსნაციონალური აქტორების მიზეზით და ა.შ." (ზედანია, 2007, 20).  ხელისუფლებას აღარ აქვს იმის ბერკეტები, რომ მან თავად აკონტროლოს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ვითარება-მასშტაბური ფულადი გადარიცხვების შე

 



ავტორი: თეონა ახრახაძე
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge