ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკაკოდორის ხეობის ოკუპაცია და მისი წინაპირობები (ნაწილი I)

კოდორის ხეობის ოკუპაცია და მისი წინაპირობები (ნაწილი I)
 | რეიტინგი 3 

 

2008 წლის რუსეთ_საქართველოს ომი იყო კონფლიქტი რომელმაც მონაწილე მხარეებს დიდი ზიანი მიაყენა. ერთის მხრივ ამ კონფლიქტში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მათ ზურგს უმაგრებდა რუსეთი მეორეს მხრივ კი საქართველო.. ბრძოლები 2 ფრონტზე მიმდინარეობდა, 7 აგვისტოს I ფრონტი სამხრეთ ოსეთში გაიხსნა უკვე 9 აგვისტოს კი საქართველოს მე-2 ფრონტი აფხაზეთის არაღიარებულმა სახელმწიფომ გაუხსნა. მე-2 ფრონტზე ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა კოდორის ხეობისთვის.

    კოდორსი ხეობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 იან წლებში მძაფრდება 1992-93 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესც აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსების დახმარებით სასაზღვრო ხაზი გაავლეს მდინარე ენგურზე. ერთადერთი პუნქტი, რომელიც ქართველებმა აფხაზეთსი შეინარცუნეს იყო კოდორის ხეობა, რომელიც 15 წლის განმავლობაში, აფხაზების და რუსების ცდის იუხედავად ქართველთა აუღებელ ბასტიონად რჩებოდა, ამ დროსი განმავლობაში ხეობა, რომლის ისტორიული სახელიც არის დალის ხეობა, ადგილობრივის მოსახლეობის მიერ იმართებოდა. 1993 წლის რუსეთ-აფხაზეთ-საქართველოს შეთანხმების მიხედვით საქართველოს არ ჰქონდა ხეობაში ჯარის ყოლის უფლება, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობითაც ადგილობრივი მკვიდრებისგან შეიქმნდა გასამხედროებული ორგანიზაცია „მონადირე", რომელიც შეიძლება ითქვას იცავდა კოდორის ხეობას და არ ემოჩილებოდა აფხაზთა სეპარატისტთა ხელისუფლებას. „მონადირე" მორჩილებას საქართველოს მ|თავრობას უცხადებდა თუმცა ეს მორჩილება ფორმალურ ხასითს ატარებდა. ყველაფერიუ შეიცვალა საქართველოსი მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებით, რომელმაც გადაწყვიტა რომ კოდორის ხეობა უშუალოდ მისთვის და ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა. 2002 წლიდან „მონადირე" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებასი გადავიდა, 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ეს რაზმი დაშლილად გამოაცხადა. 2006 წელს კი სააკაშვილმა „მონადირეს" და მის ლიდერს ემზარ კვიციანს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, კვიციანმა უარი თქვა იარაღის ჩაბარებაზე რასაც საქართველლოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორში, კვიციანის რაზმი დანებდა და თავად კი ქვეყნიდან გაიქცა. ამის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო გარკვეული რეფორმების გატარება ხეობასი: დაიწყო მისი სამხედრო აღწურვა, გაიხსნა რამდენიმე თანამედროვე სამხედრო თუ ადმისნიტრაციული შენობა, მოხდა იფრასტრუქტურის განვითარება, განახლდა ხეობისკენ მიმავალი გზა, არსებობდა რიგი ტურისტული გეგმებიც. კოდორის ხეობა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადგილსამყოფელად იქნა აღიარებული. შეეცვალა კოდორის ხეობას სახელწოდებაც და მას „ზემო აფხაზეთი" ეწოდა, მისი ცენტრი კი გახდა სოფელი ჩხალთა. ხეობა 12 სოფლისგან შდგებოდა და მისი მოსახლეობა 2000 შეადგენდა 2008 წლის ომამდე. რაც შეეხება კოდორის ხეობის მნიშვნელობას სააკაშვილის მთავრობისთვის ის სწორედ აქედან აპირებდა დანარჩენი აფხაზეთის დაბრუნებას, აფხაზეთის აღების ერთ-ერთი გეგმა, ოპერაცია სახელწოდებით „კლდე" ოქრუაშვილის მიერ იყო შემუშავებული. კოდორი უნდა ყოფილიყო აფხაზეთის მიმარტულებითშეტევის ცენტრი ქართველებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს ხეობის სტარტეგიული მნიშვნელობა: კოდორის ხეობა მთებს შორის არის მოქცეული და მისი დაცვა რამდენიმე კაცითაც იყო შესაძლებელი (რათქმაუნდა არასაჰაერო იერიშისას).

 

 თავის მხრივ კოდორთან მიამრთებაში დიდი გეგმები და მიზნები გააჩნდათ აფხაზურ და რუსულ მხარეს, როგორც უკვე აღინიშნა ხეობა 15 წლის განმავლობაში ქართველების მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია იყო აფხაზეთის რეგიონში, რუსულ-აფხაზური მხარე მისი დაკავებით მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს აიღებდა. რუსეთის მიზანს კი იყო 2014 წლის სოწის ოლიმპიადისთვის უსაფრთხოების ზომები გაეზარდა. რუსების ვარაუდით სოჭში ტერაქტებს კოდორში მომზადებული მებრძოლები აპირებდნენ.რუსების ამ მიზანს ადასტურებს ის ფაქტიც რომ უსუალოდ ოლიმპიადის წინ მათ აფხაზეთ რუსეთის საზღვარი 11 კილომეტრით გადმოწიეს, თითქოსდა ოლიმპიადის უსაფრთხოების მიზნით.

  რაც შეეხება 2008 წლის ომის წინარსებულ სამხედრო მოქმედებებს , უნდა ითქვას რომ აქ ადგილი ჰქონდა რუსული ძალის არაკანონიერ ჩარევას სხვა სახელმწიფოს სიდა საქმეებში, მაგალითად: 2007 წლის 20-24 აგვსიტოს საქართველო რუსეთ აფხაზეთს შორის არსებული ყველად ხელშეკრულების დარღვევით, კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში რუსი ინსტრუქტორების მიერ მოხდა აფხაზი ბანდფორმირებების გადაზადება, იმავე ხანებსი არაერთხელ მოხდა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღევა. რუსების წინასწარ მზადებას კოდორიში ოპერაცის დასაწყებად ბევრი ფაქტი მიუთითებს მაალითად: 2008 წლის 4 თებერვალს  პუტინი პირადად იძლება მითითებას უღელტეხილ მუშკაზე გზის გაყვანის შესახებ და ამბობს რომ ეს გზა იქნება დერეფანი საქრთველოსკენ. ამ ყოველივეს თან მოჰყვა რუსი სამშვიდობოების რაოდენობის სწრაფი ზრდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წვრთნები 2008 წლის მაისში. 6 ივლისს გალის რაიონში 4 აფეთქება მოხდა მიმართული ქქართული პოიციის პატრულის წინააღმდეგ სოფელ რუხთან. 15 ივლისს კი რუსები იწყებენ ფართო მასშტაბიან სამხედრო სწავლებას სახელწოდებით „კავკაზ 2008". და რაც მთავარია რუსებს ამ სამხედრო მზადებაში უნდა გამოიყოს ერთი ფაქტი, ისინი განსაჯუთრებით ყურადღებას აქცევდნენ სამთო სასროლო ბრიგადებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ წინასწარ განზრახვას კოდორზე შეტევაზე.

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge