ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკასაერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ (III ნაწილი)

საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ (III ნაწილი)
 | რეიტინგი 3 


2008 წლის აგვისტოს ომის გამოსაკვლევად და შესასწავლად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმდროინდელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარები (A Mემოირ ოფ Mყ Yეარს ინ ჭასჰინგტონ). მემუარებში აღნიშნულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტები რამაც შეიძლება განაპირობა ეს კონფლიქტიც.

რაისი მემუარებში აღნიშნავს, რომ ომის დაწყებამდე მას მოსდიოდა ლავროვის ტელეგრამა, სადაც ისმოდა რუსების მხრიდან საქართველოსა და სააკაშვილის საწინააღმდეგო ბრალდებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსების მიზანს ომის შედეგად საქართველოში შეეცვალად მთავრობა. რაისი იხსენებს აგრეთვე ომის წინა თვეში მის თბილისში ვიზიტს, როდესაც ცდილობდა სააკაშვილი დაერწმუნებინა უარი ეთქვა ძალის გამოყენებაზე, სააკაშვილის პასუხი იყო რომ, ის არ მოაწერდა ხელს ძალის გამოუყენებლობას შესახებ ხელშეკრულებას, მაშინ, როდესაც პუტინი სანაცვლოდ არაფერს პირდებოდა. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ფიქრობს რომ, სააკაშვილი აპირებდა იგივე პრეცენდენტის გამოყენებას, რაც მან აჭარაში გამოიყენა, როდესაც მმართველობის დასაწყისში, სეპარატისტული რეგიონი აჭარა უცხოელების და შიდა დაპირისპირების პროვოცირებით დაიბრუნა. ის ფიქრობდა, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშიც სააკაშვილი ომის პროვოცირებას შეეცდეობდა, რაც მას დამარცხებამდე მიიყვანდა და რაზეც სააკაშვილს აფრთხილებდა. ის სააკაშვილს როგორც იმპულსურს და ამაყ პიროვნებად ახასიათებს. რაისი წერს, რომ თითქოს სააკაშვილს ეუბნებოდა იმ შემთხვევაში თუ ის ძალის გამოუყენებლობაზე უარს არ იტყოდა რუსეთის წინააღმდეგ მარტო მოუწევდა ბრძოლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ომის დაწყებას ასე აღწერს: „სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს საპასუხოდ საქართველომ „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყო, ხოლო რუსები სეპარატისტების დასახმარებლად 30 წუთში მოვიდნენ". ზოგადად სააკაშვილის ქმედებებს და მის მწვავე განცხადებებს რუსეთის მიმართ რაისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აგრეთვე ის განმარტავს თუ რატომ არ ჩეარია კონფლიქტში აშშ, მისი თქმით რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ისედაც არ იყო კარგი და ეს ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა.

 

 


საბოლოოდ კი, რაისს მიაჩნია, რომ საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთს საფასურის გადახდა მოუწია. ამის მაგალითებად, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ომიდან რამდენიმე დღეში, ანტისარაკეტო თავდაცვითი ფარების განლაგების შესახებ პოლონეთთან შეთანხმებას და ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერებას ასახელებს.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი გამოხმაურებების გარდა 2008 წლის აგვისტოს ომზე დღემდე გრძელდება დავა-კამათი. კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი, იყო თუ არა ადეკვატური ევროპისა და ამერიკის რეაქცია ომის პერიოდში, უნდა გაეკეთებინა თუ არა უფრო მეტი მას საქართველოსთვის, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა მათი მხარდაჭერის მოპოვებას სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით და დიდი მსხვერპლის ფასად. როგორც რონალდ ასმუსი თავის წიგნში ამბობს სიმართლეს დროთა განმავლობაში ისტორიკოსები უკეთ დაადგენენ.

 

 

 

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge