ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკაგლობალიზაცია(მცირე მონახაზი)

გლობალიზაცია(მცირე მონახაზი)
 | რეიტინგი 3 

დღეისათვის სრულიად ახალი მსოფლიო ვითარება ყალიბდება, რაც გულისხმობს გლობალური განცალკევებულობისა და ჩაკეტილობის გაქრობას და ერთიანი, მთლიანი გლობალური თანამეგობრობის ჩამოყალიბების დაჩქარებას. მიუხედავად, სიმდიდრისა და სიღარიბის დაპირისპირების, პროგრესისა და ამავდროულად ჩამორჩენილობის პირობებში, თანამედროვე მსოფლიოს განვითარების წამყვან ტენდენციას მაინც ინტეგრაცია, თანამშრომლობა და გლობალიზაცია წარმოადგენს. მეცნიერები, ანალიტიკოსები და ექსპერტების უმრავლესობა ერთხმად აღიარებენ, რომ ახლო მომავალში მთელი მსოფლიო თანამეგობრობის განვითარების განმსაზღვრელი ტენდენცია სწორედ რომ გლობალიზაცია იქნება სახელწიფოთა, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციათა მჭიდრო თანამშრომლობის, მწვავე პრობლემების მოგვარების საქმეში.

გლობალიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესია.

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის ზრდით. გამოყოფენ გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტს. თითეული მათგანის გაშუქება უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი თანმხლები შედეგები და წინააღმდეგობები. ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე.

 

ჩვენი ქვეყანა მდებარეობს აზიისა და ევროპის გასაყარაზე, რის გამოც ის მუდმივად ბრძოლებში იყო ჩართული, დღეს ის წარმოადგენს განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც მიილტვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ეკონომიკურად გაძლიერებისაკენ, ამისათვის მას სჭირდება ევროსივრცეში ინტეგრაცია და გლობალიზაციის გამოწვევებისადმი მდგრადობის შენარჩუნება, მითუმეტეს რომ გლობალიზაცია საქართველოსთვის დადებითი შედეგების მომტანია, ვინაიდან საქართველოს სულ უფრო მეტი ბაზრის ათვისება შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში.  



ავტორი: ანი ბიბილური
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge