ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკაარჩევნები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

არჩევნები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები
 | რეიტინგი 3 

სარჩევი:

არჩევნები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. 2

შესავალი. 2

არჩევნების თავისებურებანი. 3

არჩევნების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. 5

საარჩევნო პროცესის ეტაპები. 7

საარჩევნო სისტემები - მათი დადებითი და უაროფითი თვისებები. 9

პროპორციული საარჩევნო სისტემა. 11

დასკვნა. 12


არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროპლემური საკითხები


არჩევნები ნებისმიერი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ის ერთგვარად ხალხის ნების გამოხატულებაა სახელმწიფოს მართვის პროცესში. კონსტიტუციის მიხედვითაც ხალხი არის ხელისუფლების წყარო, იმას თუ როგორ და რა სახით ტარდება არჩევნები სახელმწიფოებში ძალზე დიდი მნიშვნელობა ენჭება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ყოფილ სოციალისტურ ბანაკის წევრ ქვეყნებში ჩტარებული არჩევნები ყოველთვის დიდი ყურადღებით სარგებლობს ხოლმე ხსვდასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში.
ხ. მაიერი ძალზე ზუსტად აღწერდა არჩევნების სამართლებრივ ბუნებას, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნების მეშვეობით მოქალაქეთა ნების გამოხატულება სახელმწიფო ხელისუფლებაში გარდაისახებაო. არჩევნები საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის დამაკავშირებელი რგოლია. ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, თუ ვინ აღიჭურვება საპარლამენტო მანდატით, ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი და ვინ განახორციელებს უმაღლეს ხელისუფლებას.ყველაფერი ასე მარტივად არ არის ტერმინ „არჩევნების" უკან ძლზე დიდი პროცესი მოიაზრება, დამახასიათებელი სირთულეებით და გადაუჭრელი პრობლემებით. ამ თავისებურებათა გამო ზოგს არჩევნები ფორმალურ პროცესად მიაჩნიათ და თვლიან, რომ „ხელისუფლებაში მოდის ის ვინც თავად ხელისუფლებას სურს"-ო, მაგრამ, ეს რაღა თქმა, უნდა სკეპტიკოსების აზრია და ყველა ასე არ ფიქრობს. ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მაინც ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ამომრჩევლის ერთ ხმას გადაწყვიტოს ხალხის ბედი. კენლი ლივინგსტონიც ალბათ ამგვარ იდეას იზიარებდა, როდესაც თავის წიგნს სათაურად წააწერა „ხმის მიცემა, რომ რამეს ცვლიდეს ვინ დაგვაცდიდა", მაგრამ მთლად ასეც არ არის, არჩევნები დღეს ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტია. ის ხომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა, პარტიული კანდიდატებისა და თავად პარტიათა ბედიც სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული.
 თანამედროვე პოლიტიკას იმდინად განსაზღვრავს პარტიათა საქმიანობა, რომ მათ როლსა და მნიშვნელობაზე უკვე აღარავინ დაობს. პარტიები არც თუ ისე დიდი ხნის წინად გაჩნდნენ, როგორც არჩევნებში გასამარჯვებლად და ხელისუფლების შესანარჩუნებელი ინსტიტუტი. ისინი იქ არ არსებობენ სადაც დიქტატურა დასამხედრო რეჟიმია გამეფებული.პარტიების თვითრეალიზება კი ხელისუფლებაში ხდება არჩევნების გზით.

 

თავისებურებანი


არჩევნების მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში მეტყველებს ისიც, რომ მისი რეგულირების პრობლემები გასცდნენ ეროვნულ საზღვრებს. ამ თემამ შეიძინა საერთაშორისო ხასიათი და ასახულია მთელ რიგ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო დოკუმენტებში. მნიშვნელოვანია ამ მხრივ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია  და ეუთოს 1990 წლის ადამიანური განზომილების ე.წ. კოპენჰაგენის თათბირის დოკუმენტი. ასევე არჩევნების საერთაშორისო რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვენეციის საარჩევნო კომისიის დასკვნები, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს ნებისმიერი ქვეყნისათვის, მაგრამ მისი მოსაზრებების გათვალისწინება ყოველი ქვეყნის საარჩევნო კომისიისათვის სასარგებლოა.
  თანამედროვე გაგებით, არჩევნები ზოგადად არის სახალხო ნების რეალიზაციის ძირითადი ფორმა, რომლის დროსაც ხდება სახელმწიფო ორგანოთა ფორმირება საყოველთაო სახალხო კენჭისყრის გზით. ასარჩევი ორგანოს, თუ თანამდებობის პირის მიხედვით არჩევნები შეიძლება იყოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან მუნიციპალური, ზოგ ქვეყანაში გვხვდება პრეცედენტი და მოსამართლეებსაც არჩევნების გზით ირჩევენ. არჩევნების შედეგად ჩვენს არჩეულ პირს ან პარტიას ეძლევა ე.წ. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. წარმომადგენლობა კი, როგორც პოლიტიკური პრინციპი საზოგადოებრივი საქმიანობის ისეთი ფორმაა, როდესაც პიროვნება ან ჯგუფი ადამიანთა უფრო დიდი რაოდენობის სახელით ლაპარაკობს ან მოქმედებს. არჩევნები პოლიტიკური წარმომადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რობერტ შუმპიტერის აზრით, დემოკრატია მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ უარყონ ან აღიარონ მათი მართვის მსურველები. უარყოფაში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ უკვე არჩეული კანდიდატის გამოხმობა გამოწვევა ვადამდე ადრე, რაც ბევრ ქვეყანაში დაშვებულია. ამ პროცესის მიხედვით ამომრჩეველს შეუძლია არა სასურველ დეპუტატს მანდატი შეუჩეროს, პასუხი მოთხოვოს და შეცვალოს კიდევაც.
სადაოა საკითხი იმის შესახებაც, იყოს თუ არა ესა თუ ის თანამდებობის პირი არჩევითი და მისი არჩევა პირდაპირი წესით რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას. აქ იმის თქმაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნები ძალზე დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და მისი ჩატარება ქვეყნის ხაზინის დიდ ნაწილს იწირავს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით „საარჩევნო, სარეფერენდუმო პერიოდში გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა". საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის არჩევნები მართლაც ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მისი გამართვა აუცილებელია.
დროში ჩატარების მიხედვით არჩევნები ან მორიგია (როდესაც ამოიწურა არჩევითი ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადა) ან რიგ გარეშე, ვადამდელი (როდესაც ასარჩევ ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოხდა). არჩევნებში მონაწილეობა პირის უფლებაა და არა ვალდებულება, რის გამოც ძალზე ხშირია რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევები. სწორედ ამის გამოა ალბათ, რომ ზოგ ქვეყანაში ის სავალდებულო ხასიათს ატარებს, მაგალითად საარჩევნო უფლების განხორციელება პორტუგალიაში მოქალაქეობრივი უფლების განხორციელებას წარმოადგენს, ავსტრალია, ბელგია, იტალიაში დაკანონებულია ხმის აუცილებელი მიცემის წესი. ეს მხოლოდ დეკლარირებული ნორმა არ არის და ის გამოყენებადია. გამოიყენება ფულადი ჯარიმები, ასევე საჯარო სამსახურში მიღების დროს ექცევა ამ ყოველივეს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ამგვარი ნორმები არჩევნებთან მიმართებით მაინც დისკრიმინაციულია და ჯობს არჩევნებში მისვლა მოქალაქის უფლებად ჩავთვალოთ და არა ვალდებულებად, არჩევნებში იმისთვის არ უნდა მიდიოდე, რომ რაღაც სანქცია არ დაგეკისროს სახელმწიფოსგან, ასე რომ იყოს გინზბერგის მოსაზრებაც მართალი იქნებოდა იმის შესახებ, რომ „არჩევნები ხელისუფლების ის იარაღია, რითაც ისინი საკუთარ მოსახლეობას აკონტროლებენ და მას მორჩილ, დუნე და საბოლოო ჯამში მართვად მასად აქცევენ".
  არჩევნებში მონაწილე პარტიათა რაოდენობის მიხედვით არაჩევნები შეიძლება იყოს, უპარტიო, ერთპარტიული და მრავალპარტიული. ერთპარტიული სისტემების დრო ძირითადად წარსულს ჩაბარდა, როდესაც არჩევნებში მხოლოდ გაბატონებული პარტია მონაწილეობდა. არჩევნები შეძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი. არჩევნები პირდაპირია თუ ამომრჩეველი უშუალოდ დასაკავებელი თანამდებობის კანდიდატს აძლევს ხმას, მაგალითად ბელარუსიის პრეზიდენტობის მაძიებელ კანდიდატს. არჩევნები არაპირდაპირია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ამომრჩევს, რომელიც შემდგომ აირჩევს ასარჩევ პირს, მაგ: აშშ-ში 538 ამომრჩეველს ირჩევენ, რომლებიც ირჩევენ შტატების პრეზიდენტს. თავის მხრივ არაპირდაპირი არჩევნები ან ირიბია ან მრავალსაფეხურიანი.

 

 საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები


ნებისმიერი ქვეყანაარჩევნების საყოველთაობის პრინციპს აღიარებს, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ზრდასრულმა, ქმედუნარიანმა პირმა, მიუხედავად მისი სქესისა, რასისა, ეროვნებისა, რწმენისა, რელიგიისადმი დამოკიდებულებისა, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობისა, თუმცა არჩევნების საყოველთაობა იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყველას შუძლია მონაწილეობის მიღება. ყველა პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირი გარკვეულ საარჩევნო ცენზებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცენზის არსებობა, მის მიხედვით საარჩევნო სამართლის სუბიექტი გარკვეულ ასაკს უნდა იყოს მიღწეული. ეს ცენზი განსხვავებულია იმის მიხედვით, აქტიურია თუ პასიური საარჩევნო უფლება. ქვეყნების უმეტეს ნაწილში ძირითად, ხმის მიმცემი სუბიექტების ასაკი თვრამეტი წელია, არიან გამონაკლისებიც, იტალიაში ამომრჩეველი 25 წლის უნდა იყოს. პასიური საარჩევნო უფლების დროს საქმე უფრო გართულებულია, ვინაიდან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების პოტენციურ წარმომადგენელს უფრო მეტი ასაკობრივი ცენზი მოეთხოვება, მაგ: იტალიის პრეზიდენტობის მაძიებლობის კანდიდატი 50 წელს უნდა იყოს გადაცილებული.
  არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბინადრობის ცენზის განხილვაც, ეს არის ქვეყვის ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნა, სადაც ტარდება არჩევნები, ამგვარ ცენზის არსი ის არის, რომ ამომრჩეველმა ან ასარჩევმა პირმა მინიმალურად მაინც უნდა იცოდეს იმ რეგიონის პრობლემა, რომელშიც ის ცხოვრობს. აქტიური საარჩევნო უფლების მოპოვებისთვის ის შიძლება იყოს ერთი თვე, ექვსი თვე (საფრანგეთი) ან სულაც ერთი წელი და ა.შ. პასიური საარჩევნო უფლების მოპოვებისთვის კი უფრო დიდი ცენზებია საჭირო, მაგ: ხუთი წელი საბერძნეთის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, ათი წელია სომხეთში, თოთხმეტი წელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან აღნიშნული საკიტხი შემდეგნაირად წესრიგდება: „საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია ხუთი წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში". პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის აღნიშნული მოთხოვნები განსხვავებულია „საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა, პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე". ბევრ სახელმწიფოში არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ მღვდელმსახურებს, სამხედრო მოსამსახურეებს და იმ პირებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.
  მნიშვნელოვანია აგრეთვე, არჩევნებში თანასწორობის პრინციპიც. აქ  შეიძლება გამოვყოთ სამი კომპონენტი: ამომრჩეველთა ხმათა თანაბარი რაოდენობა, თანაბარი საარჩევნო უფლებამოსილება, თანაბარი შესაძლებლობები. პირველი მათგანი გვექნება მაშინ, როცა გამოირიცხება ე.წ. პლურალური ვოტუმი, როცა ამომრჩეველთა ერთ კატეგორიას უფრო მეტი ხმა აქვს ვიდრე დანარჩენებს. ამას შესაძლებელია მოყვეს ელიტების გაძლიერება „არჩევნები შეიძლება იმ საშუალებადაც მივიჩნიოთ, რითაც ელიტებს მასებით მანიპულირება და მათი გაკონტროლება შეუძლიათ", სწორედ ამაზე მიუთითებდა პრუდონი, როცა ამბობდა, რომ „ხმის მიცემის საყოველთაო უფლება იგევე კონტრრევოლუციააო". პოლიტიკური მეცნიერების მკვლევართა არა ერთი თაობა იტეხდა თავს, იმის გასარკვევად თუ რა მოტივაცია განსაზღვრავს ამომრჩევლის ქცევას. ხმის მიცემა ერთი შეხედვით საკამოდ მარტივი პროცესია, მაგრამ ამის უკან ძალზე დიდი ქვეცნობიერული მოტივები იმალება. ზოგის აზრით ხმის მიცემა იმ ამომრჩეველტა კერძო ინტერესების გამოხატულებაა, რომლებიც თითქმის ისევე ირჩვენ პარტიებს, როგორც მომხმარებელი საქონელს.
საარჩევნო უფლებამოსილებათა განხორციელება გარანტირებულია მაშინ, როდესაც საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვრება კონკრეტული ყველასათვის მისაღები კრიტერიუმის მიხედვით. ეს კრიტერიუმი შიძლება იყოს მოსახლეობის სრული რაოდენობა ან მოქალაქეთა სრული რაოდენობა, ან კიდევ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა. გამორიცხულია არჩევნების დროს „ჯერიმანდერინგი"-ც -საარჩევნო გეოგრაფია ანუ მოცემული არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების საზღვრების იმდაგვარი განსაზღვრა, რომელიც ხელსაყრელი იქნება კონკრეტული კანდიდატისა თუ პარტიისათვის. არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისა და პარტიისათვის გარანტირებული უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობები სახელმწიფოს მხრიდან. სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს თანაბარი შესაძლებლობების ორი ვარიანტი: მკაცრი და პროპორციული თანასწორობა. მკაცრი თანასწორობის დროს ყველა პარტია თანაბრად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ხელშეწყობით, მიუხედავად პარლამენტში მისი წარმომადგენლობისა და ელექტორატის მხარდაჭერისა. პროპორციული თანასწორობის დროს ეს ბოლო ფაქტორები ამომრჩევლის მხარდაჭერა და პარლამენტში წარმომადგენლობა განაპირობებენ განსხვავებულ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.ეს ფაქტორი ჩანს კანდიდატების წარდგენის დროს, ადმინისტრაციულოი რესურსის გამოყენების დროსაც. ძლიერი პარტიები შედარებით მეტ დაფინანსებას იღებენ ვიდრე ნაკლებად პოპულარული პარტიები, რაც ჩემი აზრით გარკვეულ წილად წინააღმდეგობრივია, ყველა პარტიას ერთნაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საარჩევნო მარათონში ჩასართავად. ორპარტიული დომინირება სახელისუფლებო ორბიტალზე მაინცდდამაინც არ არის კარგის მიმანიშნებელი.
  არჩევნების ფარულობის პრინციპი კონსტიტუციური მოთხოვნაა, ნებისმიერ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს ხმა მისცეს ისე, რომ იმის შესახებ, თუ ვის მისცა ხმა არავინ იცოდეს. მაგალითად ავსტრიაში ეს კონსტიტუციის მუხლშია მოთავსებული. სახელმწიფოთა უმრავლესობაში ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებს სპეციალური დოკუმენტის-საარჩევნო ბიულეტინის წერილობითი შერჩევის გზით, მაგრამ არის გამონაკლისი ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობენ ტექნოლოგიური ინოვაციები საარჩევნო პროცესშიც დანერგონ, მათ შორის ხმის მიცემის დროსაც, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მობილური გახადონ საარჩევნო პროცესი. არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისუფალ გარემოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი დაცული უნდა იყოს ყოველგვარი მუქარისა და შეზღუდვებისგან, რამაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში.

პროცესის ეტაპები

მნიშვნელოვანია არჩევნებთან მიმართებით საარჩევნო პროცესის განხილვა. მოსამზადებელი სტადიის დასაწყისს ჩვეულებრივ კენჭისყრის თარიღის დანიშვნას უკავშირებენ. მისი დანიშვნა სხვადასხვა ქვეყნებში ქვეყნის მეთაურის პრეროგატივაა, ზოგან კი მისი თარიღი კონსტიტუციაშია განსაზღვრული, მაგალითად უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ოქტომბრის კვირა დღეს. იქ სადაც კონსტიტუციური კანონმდებლობა არ ადგენს მორიგი არჩევნების თარიღს სახელმწიფოს მეთაური ან წარმომადგენლობითი ორგანოს მეთაური სპეციალური წესით ნიშნავს მას. საქართველოს შემთხვევაში არჩევნების თარიღის დანიშვნა სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივაა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით „საქართველოს  პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩვნების თრიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერის კონტრასიგნაციის შედეგად". ასევე ხდება პრეზიდენტის არჩევნების დროსაც.
არჩევნების პროცესს წარმართავს საარჩევნონო ადმინისტრაცია, დემოკრატიულ ქვეყნებში ის ცალკე ორგანოდ არ არის წარმოდგენილი,  მის ჩატარებას სახელმწიფო ორგანო ახდენს. ხოლო იმ ქვეყნებში, რომელთაც არჩევნების ჩატერების ნაკლები გამოცდილება აქვთ საარჩევნო პროცესს ცალკე ორგანიზაცია უზრუნველყოფს. ვენეციის საარჩევნიო კომისია რეკომენდაციის სახით აჟღერებს, რომ სასარგებლოა საარჩევნო კომისიაში შეყვანილ იქნეს მოსამართლე, იურისტი პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ცესკო-ში შეიძლება შეყვანილ იქნენ პირები ეროვნული უმცირესობიდანაც, ასევე პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, მათემატიკოსები და სხვა.  ავსტრალიაში ,მაგალითად, არჩევნების ორგანიზება ევალება მთავრობისაგან დამოუკიდებელ ავსტრალიის საარცევნო კომისიას. საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 წევრისგან შედგება, მათ შორის არის მისი თავმჯდომარე. ცესკო-ს ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო შვიდ წევრს ნიშნავენ პარტიები საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. ყველა საარჩევნო ღონისძიება ქვეყანაში ტარდება საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით. ასარჩევ პირთა რაოდენობის მიხედვითსაარჩევნო ოლქი შეიძლება იყოს ერთ მანდატიანი (ერთი პირი აირჩევა) ან მრავალმანდატიანი (სადაც რამოდენიმე პირს ირჩევენ). საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივ მოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 
ტერიტორიულების მიხედვით შეიძლება იყოს საერთო ეროვნული საარჩევნო ოლქი, როდესაც მთელი ქვეყანა ერთ ოლქად განიხილება, მაგალითად: ისრაელი, ბელგია. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასთვლელად სააჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ ოც და არაუმეტეს ათას ხუთასი ამომრჩევლისათვის. ამ უბნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ქმნის. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მიდიან რათა გამოხატონ თავისი ნება და ხმა მისცენ რჩეულებს. საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რიცხვი განსხვავებულია. საინტერესოა, ასევე საარჩევნო რეგისტრაცია და საარჩევნო სიების შედგენა. ამომრჩეველი ამ სტადიის მიხედვით შეიძლება იყოს მხოლოდ საარჩევნო სიაშიშეტანილი პირი. რეგისტრაციის საფუძველზე დგება ამომრჩეველთა სიები. სიების გვერდით ხდება ასევე კანდიდატების წარდგენაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად რეგულირდება. კანდიდატთა დასახელება და რეგისტრაციის უამრავ წესთა შორის დღეს ყველაზე გავრცელებულია: წარდგენა კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე, მას ამისათვის გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის ხმა სჭირდება 10 000, 20 000. პრეზიდენტობის კანდიდატობის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს პოლიტიკური პარტიის, ბლოკის განცხადების საფუძველზე.ზოგ ქვეყანაში კანდიდატებს ასახელებენ,ამომრჩევლები,რომელთაც გარკვეული თანამდებობა უკავიათ.მაგალითად 500 მოქალაქეს საფრანგეთში რომლებიც არიან პარლამენტის წევრები, შეუძლიათ დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატი.

სისტემები-მათი დადებითი და უაროფითი თვისებები


საარჩევნო პროცესის დასკვნითი სტადიაა კენჭისყრის შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის გამოვლინება,რომლის შემდეგაც დგება შესაბამისი ოქმი,თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია თავად საარჩევნო სისტემების მიმოხილვა და  ჩვენთვის სასარგებლო სისტემის დადგენა. არჩევნების სისტემებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პრაკტიკაში გავრცელებულია მაჟორიტარული და პროპორციული სახის საარჩევნო სისიტემები. საარჩევნო სისტემის თავისებურებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პრინციპები უდევს საფუძვლად არჩევნების შედეგების შეჯამებას-უმრავლესობის თუ თანაფარდობის, სწორედ ამ ნიშნით განასხვავებენ ერთი მხრივ მაჟორიტარიზმის პრინციპს, რომელიც ფრანგული მაჟორიტედან წარმოდგება უმრავლესობას ნიშნავს და არჩევნებში გამარჯვებულადაც იმ კანდიდატს ან კანდიდატთა ჯგუფს მიიჩნევენ, რომელიც სხვებზე მეტ ხმებს მოიპოვებს, მეორე მხრივ არსებობს პროპორციონალიზმის პრინციპი, რომელიც ლათინური სიტყვისგან წარმოდგება და ნიშნავს ნაწილების მიხედვით განაწილებას, ანუ არჩევნების შედეგად მანდატები საარჩევნო ბლოკებსა და პარტიებს შორის ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად. ამ ორივე სისტემას გარკვეული ხარვეზები გააჩნია,  რის საპასუხოდაც გაჩნდა ერთგვარად შერეული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ვერც ამ უკნასკნელზე ვიტყვით, რომ ის დიდი დადებითი მხარეებით გამოირჩევა. თუმცა, ის მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის შუალედური რგოლია, რომელსაც, ჩემი აზრით, აქვს არსებობის უფლება. ყველზე ცუდი უკიდურესობა ის არის საარჩევნო სისტემებთან მიმართებით, რომ სახელისუფლებო ძალები მათ მოდიფიცირებას ახდენენ საკუთარი ნებასურვილიდან გამომდინარე, რომ როგორმე შეინარჩუნონ ან გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. სწორედ ამიტომაცაა ალბათ, რომ საარჩევნო სისტემათა სახეების რამდენიმე ათეული ვარიაცია არსებობს იმის მიხედვით, თუ ვის როგორ სურს თამაშის წესების შექმნა. იტალიელი მეცნიერის ს. კორადოს მონაცემებით 1908 წელს პროპორციული სისტემების უკვე 100 მეტი ვარიანტი არსებობდა.
პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში მე-18 საუკუნეში იქნა გამოყენებული,ეს ფაქტიც კარგად გვანახებს თუ რამხელა საარჩევნო გამოცდილება აქვთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებს. სამივე საარჩევნო სისრტემას ყავს თავის მიმდევრები, როგორც მაჟორიტარულს ისე პროპორციულს და მათ ვარიაციას შერეულ ტიპს. პირველ მათგანს ემხრობა აშშ, ბრიტანეთი, კანადა. მეორე ტიპს ბრაზილია, ესტონეთი, რუსეთი, ლიტვა. იაპონია, ჩეხეთი კი შრეულ ტიპს.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. მისი მახასიათებელი ის არის, რომ არჩევით თანამდებობაზე კანდიდატი პირადად წარდგება და გამარჯვებისათვის სხვა კანდიდატებზე მეტი ხმები უნდა მოიპოვოს. ის ძირითდად ერთ, ორ და მრავალმანდატიან  ოლქებში გამოიყენება. ხმების უმრავლესობის მიხედვით მაჟორიტარულის რამდენიმე ნაირსახეობაა: ფარდობითი, აბსოლიტური და კვალიფიციური უმრავლესობა. ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა გამოიყენება ერთმანდატიან და მრავალმანდატიან ოლქებში, მას ხშირად ინგლისურ მოდელსაც უწოდებენ. ამ სისტემის მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, რომელიც ყველა ცალკე მოწინააღმდეგეზე მეტ ხმას აიღებს, მნიშვნელბა არ აქვს იმას სუბიექტმა ორმოცდაათ პროცენტიანი-იანი ბაარიერი გადალახა თუ არა 23 პროცენტითაც გამარჯვებული ხარ, სავალდებულო მინიმუმი ამდროს დადგენილი არაა. კანდიდატს გამარჯვებისთვის უბრალოდ სხვებზე მეტი ხმების დაგროვება ესაჭიროება. საარჩევნო სისტემებში ფრდობითი უმრავლესობის საარჩევნო სისტემა ყველაზე მარტივია. მისი სიმარტივე გასაგებია ამომრჩევლისათვის, თანაც ნაკლები ხარჯი აქვს ვინაიდან არჩევნები ერთ ტურში ტარდება და სხვა ტურები აქ აღარ გვხვდება, რაც ჩემი აზრით, ამ სისტემის დადებით ფაქტორია. ხმების დათვლაც ძალზე გამარტივებულია ეს სისტემა მძლავრ პარტიებს უქმნის მყარი უმრავლესობის მიღების და მთვრობის ეფექტურად ფორმირების შესაძლებლობას. ძალები, მხოლოდ ორ პარტიას შორის თამაშდება, რაც ამ სისტემის უარყოფითი ფაქტორია. იკარგება ბევრი ამომრჩევლის ხმაც, პატარა პარტიების მხარდაჭერა არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მათ არჩევნებში დადებითი შედეგი ეჩვენებინათ. ამგვარი სისტემა ხშირად დესტაბილიზაციას იწვევს, ვინაიდან შეჩვეული ხელისუფლების შეცვლა შესაძლოა პოლიტიკური კურსის რადიკალური შეცვლა გამოიწვიოს. ამ თვისებათა გამო ეს სისტემა ჩვენი ქვეყნისათვის არა ოპტიმალურია.
  აბსოლიტური უმრავლესობის სისტემის განხილვაც, ასევე საინტერესოა, რომელიც ჩვენთან გამოიყენება პრეზიდენტის არჩევნების დროს. ამ დროს ამომრჩეველთა უმრავლესობის კვოტაც დადგენილია. განსაზღვრულია ხმების მინიმალური ზღვარიც. ამ სახის მაჟორიტარულ ტიპს ხშირად მეორე ტური ახასიათებს. ეს სისტემა გამოიყენება ლიტვაში, უნგრეთში, რუსეთში. მეორე ტურის დროს აქ ხმების უმრავლესობაღაა საჭირო, ეს საკმაოდ საინტერესო ფორმაა. მაჟორიტარიზმის მესამე ნაირსახეობაა კვალიფიციური უმრავლესობის საარჩევნო სისტემა, რომლის დროსაც კანდიდატმა, ან კანდიდატთა სიამ არჩევნებში გასამარჯვებლად აბსოლიტურ უმრავლესობაზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს. ზღვრული მინიმუმი კი კანონშია განსაზღვრული ეს შეიძლება იყოს ორი მესამედი, სამი მეოთხედი და სხვ. ამგვარი ფორმა დიდ მხარდაჭერას მოითხოვს ამომრჩევლის მხრიდან, რომ კანდიდატმა გაიმარჯვოს, ამიტომაც იშვიათად გამოიყენება, თუმცა ხალხის ნებას უფრო გამოხატავს, მაგრამ ასეთი თავისებური სირთულის გამო ის მაინც მიუღებელია.მაგალითად, ჩილეს პარლამენტის წევრობის მაძიებელმა კანდიდატმა არჩევნებში ხმების 2/3 უნდა მოაგროვოს. ამგვარი ტიპის ქვეყნებში მეორე ტური თითქმის აპრიორია, რაც დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მასც საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავს.ამ დროს არჩევნები ტარდება დიდ ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში. ისინი ყოველთვის პარტიული სიიების მიხედვით ტარდება მანდატები პარტიებს შორის ნაწილდება მიღბული ხმების პროპორციულად.კენჭისყრის დასრულებისა და ხმების დათვლის შემდეგ განისაზღვრება საარჩევნო კვოტა, რომელიც საკმარისია ერთი მანდატის მოპოვებისათვის. საარჩევნო კვოტა ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით გამოითვლება საარჩევნო ოლქში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ოლქში გასანაწილებელი მანდატების საერთო რაოდენობაზე გაყოფით. პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების დასადგენად მის მიერ მიღებული ხმები გაიყოფა საარჩევნო კვოტაზე და ის მიიღებს იმდენ მანდატს, რამდენჯერაც ჩაეტია საარჩევნო კვოტა პარტიის მიერ მიღებულ ხმათა საერთო რაოდენობაში. დარჩენილი მანდატების გადანაწილებაც მოხდება უმეტესის ნარჩენის მეთოდის გამოყენებით. ამ სისტემის დროს უმრავლესობის პრინციპს ცვლის პროპორციულობის პრინციპი. ეს სისტემა არ გამოიყენება ერთ მანდატიან ოლქებში. პატარა სახელმწიფოებში შეიძლება მთელი ქვეყანა ერთ საარჩევნო ოლქად განვიხილოთ. პროპორციული არჩევნები წმინდა პარტიულ სახეს ატარებს. ამ დროს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან პარტიებისა და პარტიათა ბლოკების წარმომადგენლები. ასეთ სისტემებში პარტიებს ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პროპორციული სისტემა კარგია, მაგრამ მთლიანად ამ სისტემაზე გადასვლა ,ჩემი აზრით, დღესდღეობით ცოტა ნაადრევია. საქართველო ჯერ მზად არ არის საარჩევნო სისტემად მხოლოდ პროპორციული ფორმა აირჩიოს, ვინაიდან ჯერ პარტიები არ არიან ისე ძლიერი, რომ დამოუკიდებლად საკუთარი სიტყვა თქვან არჩევნებში, თანაც ერთგვარად სიების პრობლემაც არის, ვინაიდან ისე მთავრდება ხოლმე საარჩევნო კამპანია, რომ ჩვენ ფაქტობრივად ინფორმაციაც არ გვაქვს სიაში შეყვანილ პიროვნებებზე. შეიძლება სიის ზედა რიგებში იყვნენ პიროვნებები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესი ნაწილისთვის არც კი იყვნენ მისაღები, მაგრამ რადგან პარტია მოგვწონს ჩვენდაუნებურად მისი სიის წევრებსაც მხარს ვუჭერთ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არჩეული სუბიექტის გაწვევა უკან აღარ შეიძლება, იმის მიუხედავად თუ როგორ შეიცვალა მან პოლიტიკური მისწრაფებები.
პროპორციული მთლად ოპტიმალური ვარიანტი არ არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო სისტემისთვის. ის ხელს უწყობს პარტიული ბატონ-ყმობის განვითარებას, ზედა ფენები წყვეტენ თუ ვინ და როგორ იყრის კენჭს ამათუ იმ რეგიონში. ამ დროს პარტიის ინტერესებს მხოლოდ ცნობადი პოლიტიკური სახეები ატარებენ. დანარჩენები მათ მიღმა იმალებიან და შესაბამისად ხალხის ინტერესებსაც ნაკლებად იცავენ. ჩემი აზრით,  ოპტიმალური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მაჟორიტარული სიების დატოვებაც, მხოლოდ პროპორციულის დატოვება გამოსავალი არ არის, ეს უკანასკნელიც შესაძლებელია გახდეს გარკვეული სპეკულაციების საგანი. თავად ამ სისტემის რამდენიმე ასეული ვარიაციაც კი არსებობს. პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება, ალბათ თავად ოლქების რეორგანიზაცია, ზოგი დიდი ოლქი უნდა დავყოთ და ბევრი მანდატი მივანიჭოთ, ზოგი კი პირიქით უნდა გავზარდოთ თუ იქ ამომრჩევლის რაოდენობა მკვეთრად მცირეა. არ შეიძლება ხუთი ათასი კაცის ხმა ერთ მანდატს უდრიდეს, მაგ ყაზბეგში და ასიათასი ამომრჩევლის ხმა თბილისის რაიონებში, ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია და გამოსავლის პოვნა არ არის იმაში, რომ გავაუქმოთ მაჟორიტარიზმი და გადავიდეთ პროპორციონალიზმზე. ბევრს მიაჩნია, რომ ყველა ხარვეზი მაჟორიტარიზმის არსებობას უკავშირდება, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია მისი გაუქმება ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ  აპრიორი არ იწვევს საარჩევნო გარემოს დახვეწას. ამომრჩევლის მენტალიტეტი დღესაც  იგივე იქნება და ხვალაც. ეს ხანგრძლივი პროცესია და ასე ერთბაშად მკვათრი ცვლილებების განხორციელება არ არის გამოსავალი. საარჩევნო გარემოს დახვეწა მაჟორიტარიზმის გაუქმებით ვერ დაიწყება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტიული სიძლიერის კუთხითაც ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა (დაბალრეიტინგული პარტიები საკმაოდ მრავლადაა), რაც კიდევ ერთი უკიდურესობაა. საარჩევნო გარემოს დახვეწა ოლქების რეორგანიზაციით უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვაღიაროთ ჰენრი დევით თოროს მოსაზრება „ყველაზე კარგი ის ხელისუფლება, რომელიც არ მართავს". 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა        

თარიღი:25/12/2015

 


პაატა ცნობილაძე, საარჩევნო სამართალი, თბილისი 2012წ,  გვ. 5.

ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა 2008 წ, გვ 365.

კობახიძე დემეტრაშვილი კონსტიტუციური სამართალი, თბილისი 2014 წელი გვ. 119.

პაატა ცნობილაძე, საარჩევნო სამართალი, თბილისი, 2014წ.

ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, 2008 წ, გვ.326

კობახიძე, დემეტრაშვილი კონსტიტუციური სამართალი, გვ. 120.

ენდრიუ ჰეივუდი, 2008 წ გვ. 324.

კობახიძე, დემეტრაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2014 წ. გვ.123.

 პაატა ცნობილაძე „საქართველოს კონსტიტუციური სამართალი", თბილისი 2012წ;

კობახიძე, დემეტრაშვილი „კონსტიტუციური სამართალი" , თბილისი, 2014 წ;

პაატა ცნობილაძე „საარჩევნო სამართალი", თბილისი, 2012წ;

 საქართველოს საარჩევნო კოდექსი;

ენდრიუ ჰეივუდი, „პოლიტიკა" თბილისი, 2008წ.

კობახიძე,დემეტრაშვილი,კონსტიტიციური სამართალი,2014წ,გვ.129

პაატა ცნობილაძე, საარჩევნო სამართალი, 2012 წ. გვერდი 57.

პაატა ცნობილაძე, საარჩევნო სამართალი, თბილისი, 2012წ, გვ. 64

კობახიძე, დემეტრაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, 2014წ. გვ.134.

იხ. იქვე

ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, 2008წ. 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge