ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკა#brexit

#brexit
 | რეიტინგი 3 

2016 წლის მთავარ საერთაშორისო „ნიუსად“  შეგვიძლია მივიჩნიოთ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51,9% -ის გადაწყვეტილება, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის გამოსვლას ევროკავშირიდან. 

ევროკავშირის წევრ ქვეყნად ითვლება ქვეყანა, რომელმაც გაიარა ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა, მათ შორის ხელი მოაწერა ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებას. დიდ ბრიტანეთს ჯერჯერობით ხელმოწერა უკან არ გაუწვევია. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯერჯერობით მხოლოდ ფორმალური პროცედურებისთვის მზადება დააანონსა.

ევროკავშირის დებულების 50-3 პუნქტის შესაბამისად, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან 2 წლის მანძილზე ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს შეთანხმება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. თუ შეთანხმება ორი წლის მანძილზე არ მოხერხდება , ქვეყანა ევროკავშირის წევრად აღარ ითვლება. 

რატომ გადაწყვიტა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება?

ბრიტანეთში ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს, კოლონიალური იმპერიის მართვის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით.

ევროკავშირი თავიდანვე დიდი დეფექტებით შეიქმნა. მაგალითად საფრანგეთი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც მიიღო საფრანგეთის  სოფლის მეურნეობის ინტეგრაციის პროცესის გარანტიები. დღემდე ევროკავშირი დიდ თანხას ხარჯავს სოფლის მეურნეობის დოტაციისთვის.

ინტეგრაციული პროცესების შესანარჩუნებლად, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც გააწევრიანა. უფრო იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალიზმიდან კაპიტალიზმსა და ევროპულ წესრიგში ბალტიისპირეთი გაცილებით გაძლიერდებოდა ეკონომიკური კუთხით. თუმცა მიიღო ის, რომ ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის უმნიშვნელო, მაგრამ საერთო ჯამში დიდი რაოდენობა "მიაწყდა" ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, დამატებითი შემოსავლის საძიებლად, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთს.

დიდ ბრიტანეთი არ არის ევროზონაში, არ შედის შენგენის ქვეყნებში, აქვს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მიგრაციის პოლიტიკა. ქვეყანა ყოველთვის ინარჩუნებდა ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს.

გერმარნია-დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი, ეს სამი ქვეყანა ინარჩუნებდა საჭირო ბალანსს ევროკავშირში. ახლა ბრიტანეთის გარეშე, ეს იქნება ფრანკო-გერმანული კავშირი, სადაც დომინანტი იქნება გერმანია. ეს არ არის ის წყობა, რომელიც ჭირდება ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის ეს არ ჭირდება გერმანიასაც.




ავტორი:
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge