ასოცირებული საქართველო - ავტორი:თეონა თავდიშვილი
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაასოცირებული საქართველო

vivus.ge

ასოცირებული საქართველო
 | რეიტინგი 3 

 

2014 წლის 24 ივლისს საქართველომ ევროგაერთიანებასთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებას  მოაწერა ხელი.

„ევროკავშირი,  წევრი ქვეყნები, ევრატომი და საქართველო ითვალისწინებენ რა მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, ვალდებულებას იღებენ რა, შემდგომში გააძლიერონ მხარეთა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა, მხარეებს შორის მყარდება ასოცირება."

ზემოთხსენებული ტექსტი, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებული, შეცვლილი თუ შემოკლებული გაუაზრებლად აიტაცა სრულიად საქართველომ.

შესაძლებელი გახდება „ევროპაში წასვლა" ვიზის გარეშე, აეროპორტში წითელ ხალიჩასაც დაგვახვედრებენ და არაფრის კეთებაში ფულსაც გადაგვიხდიან, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები ვართ.

 

არც რომელიმე მედიასაშუალებას თუ სახელმწიფო მოხელეს შეუწუხებია თავი, რომ აღნიშნულის შესახებ დეტალები გაეცნო საზოგადოებისათვის. ამ შემთხვევაშიც „გამარტივებული სავიზო რეჟიმითა და შემცირებული გადასახადით" შემოიფარგლებოდა ყველა.

 

 

 

 

რეალურად, შეიქმნა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი", საქართველოს ეკისრება ვალდებულებები, რომლის შესრულების გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ, მითუმეტეს რომ „ტაძრამდე მიმავალი გზა საკმაოდ გრძელია".

ასოცირების დღის წესრიგს გააჩნია პრიორიტეტები, რომელთა არასრული სია ასე გამოიყურება:

  • პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა- არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა, ,კონსტიტუციის მოქნილობასა და სტაბილურობას შორის ბალანსის გაუმჯობესება, კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფა;
  • მართლმსაჯულება -სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკა;
  • ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური -კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; ყოვლისმომცველი ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება; უნარშეზღუდულ პირთა უფლებების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა; მედია პლურალიზმის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გაძლიერების

გაგრძელება;

 

  •        სასტიკი მოპყრობა და წამება - სასჯელაღსრულების სისტემის,  პოლიციის, სამხედრო და სხვა დახურული დაწესებულებების ეფექტიანი შიდა და გარე მონიტორინგის  გაძლიერება

 

  • პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები
  • თანასწორი მოპყრობა- გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა
  • ბავშვთა უფლებები- ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება; ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დაცვა
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა ; მიგრაცია და თავშესაფარი
  • საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა; სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლება; კონკურენცია; გამჭვირვალობა
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი და გარე აუდიტი
  • ტრანსპორტი; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება; სამოქალაქო დაცვა
  • ტურიზმი; განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა
  • მომხმარებელთა პოლიტიკა; სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება

 

  • რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა

 

 



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge