მერაბ კოსტავას ახალგაზრდობა - ავტორი:პავლიკა ჯაგუნავა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებამერაბ კოსტავას ახალგაზრდობა

vivus.ge

მერაბ კოსტავას ახალგაზრდობა
 | რეიტინგი 3 

 

მერაბ კოსტავა - საქართველოს ეროვნული გმირი დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან სამეგრელოდან ბატონს გამოექცნენ და იმერეთში დასახლდნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.

რაც შეეხება მერაბის წინაპრებს დედის მხრიდან, ოლღას მამა ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა.

მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისმა ოჯახის წევრებმა: ბებიამისმა კატო ნუცუბიძემ, ცნობილი ადმიანი იყო მერაბის ბაბუის ძმა იაკობ კოსტავა, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, მერაბზე დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე როგორც მერაბის მამის ძმამ გრიგოლმა. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს 10 წლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს.

რაც შეეხებათ მერაბის მშობლებს ვანო კოსტავაც გადასახლებაში იყო და 1964 წელს სამშობლოში დაბრულებული ინსულტით გარდაიცვალა. ოლღა დემურია კი „ჰიდრო პროექტში" დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე, იგი 2003 წელს გარდაიცვალა.

მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა მას და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან მერაბი თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სწორედ აქ შეხვდა ის ზვიად გამსახურდიას. სწორედ აქედან იწყება მათი ერთობლივი მოძრაობა საქართველოს თავისუფლებისთვის. ჯერ კიდევ 1953 წელს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მერაბმა და მისმა თანამოაზრეებმა დაიწყეს ფიქრი არალეგალური ორგანიზაციის შექმნაზე, საბოლოოდ მათ 1956 წელს შექმნეს არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი". გორგასლიანში 9 ახალგაზრდა იყო გაერთიანებული ესენი იყვნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, თამაზ გონჯუა, ვოვა სიხარულიძე, ჯონდო მეტრეველი, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და გურამ დოჩანაშვილი. 1956 წელს გორგასლიანელებმა მცირე რაოდენობით პროკლამაციები დაბეჭდეს დაახლოებით შემდეგი შინარსით: „ქართველოებო, სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავს გარდა, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!" ან კიდევ შემდეგი სიტყვებით "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!". შემდეგში ეს პროკლამაციები თბილისის ქუჩებში მოხვდა, ეს იყო ერთგვარი გამოძახილი 1956 წლის 9 მარტს დატრიალებულ ტრაგედიის შესახებ. პროკლამაციების გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ 14 დეკემბერს (იმავე დღეს) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ უშიშროების კომიტეტში (სუკ-ში) გორგასლიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 14-15 დეკემბერს მერაბი და მისი მეგობრები დაიჭირეს გარდა გურამ დოჩანაშვილისა, რომელიც მოგვიანებით შეიპყრეს - ის საავადმყოფოში მკურნალობდა - პროკლამაციების გაკვრისას მას სუკის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ზურგში დაჭრეს). გურამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერგაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს"მდგომარეობის გაუარესების" გამო.

New layer...


სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის სამი აპრილიდან ხუთ აპრილამდე გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ:თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები დამსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით. გორგასლიანების დაჭერის ფაქტს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი „კომუნისტი". „ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოწრა უნდა" ნათქვამია სტატიაში.

მერაბი მეორედ 1958 წელს დააპატიმრეს ხულიგნობის ბრალდებით, ჯონდო მეტრეველთან, ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ დადიანთან და გურამ დოჩანაშვილთან ერთად ისინი ორი თვის შემდეგ გაანთავისუფლეს.

რაც შეეხება მერაბის განათლებას, მას მუსიკალური ნიჭი ჰქონდა მე-9 კლასიდან ის სწავლას აგრძელებს ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურსასწავლებელში. მიუხედავად ამისა ის მუსიკოსობას არ აპირებდა და ათწლედის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოხვედრა სცადა თუმცა ქულები არ ეყო. 1959 წელს მერაბი დაქორწინდა. მან ოზურგეთის რაიონში გაიცნო რუსუდან ბერიძე, 21 მარტს გალაქტიონის დაკრძალვაზე ისინი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და დაოჯახება გადაწყვიტეს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსუდანიც რეპრესირებული ოჯახიდან იყო მამამისი ივანე ბერიძე 1942 წელს დახვრიტეს. 1961 წლის 9 მარტს მერაბს ვაჟი - ირაკლი შეეძინა. უნდა აღინიშნოს რომ მერაბმა და რუსუდანმა 2 ჯერ მოაწერეს ხელი და ამდენჯერვე განქორწინდნენ.

1961 წელს მერაბი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა, 1965 წელს კი დაამთავრა იქ სწავლა და მუსიკათმცოდნის, მუსიკალურ-ისტორიული საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შემდეგ ის რუსთავში მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის ისტორიის პედაგოგად იწყებს მუშაობას. 1967 წლიდან მერაბი ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში"-ს რედაქტორია. 1968 წლიდან მესამე დაპატიმრებამდე პედაგოგად მუშაობდა თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელში.

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge