ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაადმინისტრაციული ხელშეკრულების თვისებურებანი და მისი მიმართება საქმიანობის სხვა ფორმებთან

ადმინისტრაციული ხელშეკრულების თვისებურებანი და მისი მიმართება საქმიანობის სხვა ფორმებთან
 | რეიტინგი 3 

სარჩევი:
ადმინისტრაციული ხელშეკრულების თვისებურებანი და მისი მიმართება საქმიანობის სხვა ფორმებთან
შესავალი
უცხო ქვეყნების მიდგომა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან
ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქართულ სამართალში
მონაწილე სუბიექტების უფლებამოსილება
კერძო და საჯარო ხელშეკრულებათა გამიჯვნა
ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტთან
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

 
 



 
ადმინისტრაციული ხელშეკრულების თვისებურებანი და მისი მიმართება საქმიანობის სხვა ფორმებთან


ადმინისტარაციული ხელშეკრულება საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, მას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც გამოარჩევს მას საქმიანობის სხვა ფორმებისაგან, ის, ჩემი აზრით, უფრო მობილურს და მარტივს ხდის ადმინისტრაციულ სამართალს და საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ორგანოს ესა თუ ის ურთიერთობა შედარებით მარტივად და ნაკლები სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით დაარეგულიროს.
ადმინისტრაციული ხელშეკრულება როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა ფართოდ გამოიყენება მრავალი ქვეყნის ადმინისტრაციულ სამართალში, ზოგი მას ჩვეულებრივ სამოქალაქო ხელშეკრულებად მიიჩნევს  და მისი რეგულირების საშუალებას სამოქალაქო კოდექსს აძლევს. ამ რიგის ქვეყნები თვლიან, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო გვევლინება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, ანუ სუბორდინაციული დამოკიდებულება ამ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინაიდან ვიცით, რომ ნებისმიერი თანამედროვე ქვეყნის სამოქალაქო სამართალი პირთა თანასწორუფლებიანობასა და ნების ავტონომიის პრინციპზეა  აგებული, ანუ ამ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესებს შორის დაპირისპირება ხშირად შესაძლებელია ამ უკანასკნელის უპირატესობითაც კი დამთავრდეს, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტული ურთიერთობის მიზანი შეიძლება სულაც არ იყოს საჯარო ინტერესი.
არის ქვეყნები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განსაკუთრებულ ურთიერთობად თვლიან და მისი დადების წესებს ზოგად ამინისტრაციულ კოდექსში განსაზღვრავენ, ანუ ამ შემთხვევაში  უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების მიჯნები. ჩვენს ქვეყანაში ეს ცოტა სხვაგვარად არის და მისი გამიჯვნა უფრო მეტად ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე ხდება, არ არის არსებითი ხელშეკრულები მხარეების სამართლებრივი სტატუსი. ის ფაქტი რომ ურთიერთობის ერთი ან ორივე მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის მივიჩნიოთ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. არის შემთხვევები როდესაც ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორისაც შესაძლებელია დაიდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
საინტერესოა, თავად ადმინისტრაციული ხელშკრულების ცნება, რომელიც არ არსებობდა საქართველოში მანამ არ მივიღეთ ადმინისტრაციული კოდექსი,(1995 25 ივლისი)მაგრამ 2005 წლის ცვლილებებამდე ჩვენს კოდექსში მას ადმინისტრაციული გარიგება ეწოდებოდა და საქმიანობის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ფორმად ითვლებოდა,მხოლოდ ცვლილებების შემდეგ დამკვიდრდა ჩვენთან ტერმინი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერებს შორის მაინც არსებობს იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებად და რა მასშტაბით უნდა გავრცელდეს მასზე კერძო სამართლებრივი ნორმები. ცივილისტები გარიგებას უფრო ფართო მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ და მას განიხილავენ, როგორც კერძო სუბიექტური და საჯარო ობიექტური გამოვლენის შედეგს.
დღესდღეობით ადმინისტრაციული ხელშეკრულება ნებისმიერი ადმ. საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თითქმის არ არსებობს არცერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი საქმიანობის ფორმიდან გამორიცხავს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ისტორიულადაც დასტურდება, რომ გარიგება, მოგვიანებით ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მხოლოდ კერძო სამართლებრივ მოვლენას, ის გამოიყენებოდა, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართალში. მაგ: ვახტანგ მე-6-ის მიერ შედგენილი ხელმწიფის კარის გარიგება განსაზღვრავდა სახელმწიფო მოხელეების უფლებამოვალეობებს და არა კერძო ურთიერთობებს. არსებობს ხელშეკრულებათა სხვადასხვა სახე, იმის მიხედვით თუ რომელი ურთიერთობა წესრიგდება მათი მიხედვით.


ქვეყნების მიდგომა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან


ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ განსხვავებული მიდგომა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ამერიკული სამართლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება მიჩნეულია კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებად და კერძო სამართლის ნორმებით არის რეგულირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ადმინისტრაციული ორგანო მაინც ვერ სარგებლობს იმავე სტატუსით, როგორც კერძო პირი. ის ყოველთვის მოქცეულია საჯარო სამართლის ფარგლებში და შეზღუდულია მხოლოდ იმ უფლება მოსილებით, რაც კანონოთ აქვს მას მინიჭებული. ადმინისტრაციული ორგანო ყოველთვის ვალდებულია არ დაარღვიოს და პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რასაც ვერ ვიტყვით ჩვეულებრივ კერძო სამართლის სუბიექტზე. აშშ-ს ფედერალური კანონი ადმინისტრაციული პროცედურის აქტი  სრულად ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელზეც სავალდებულოა ადმინისტრაციული წარმოების გამართვა, მაგრამ დადებულ კონტრაქტს ადმინისტრაციულს მაინც არ უწოდებს.
  საინტერესო თეორია შექმნა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმაზე ფრანგულმა სკოლამაც, რომელსაც ზოგადად ადმინისტრაციული სამართლის სამშობლოსაც უწოდებენ. მათი აზრით, ადმ. ორგანოს საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეუძლია დადოს ან კერძოსამართლებრივი ან საჯაროსამართლებრივი ხელშეკრულებები. ხელშეკრულების მხარეთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის სამოქალაქო სამართალში არსებული იურიდიული პასუხისმგებლობის რეჟიმი სახელმწიფო მმართველობის სპეციფიურ ფორმას იღებს, რამდენადაც დაიდება განსხვავებულ გარემოებებში ვიდრე ეს კერძო სამართლებრივ სფეროშია. ხელშეკრულების დადების შემდეგ ადმინისტრაციას შეუძლია განახორციელოს ცალმხრივი ხელისუფლებრივი უფლებამოსილება მეორე მხარის მიმართ, მას უფლება აქვს მაგ: შეწყვიტოს გარიგება მაშინაც კი, თუ კონტრაჰენტს არავითარი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა ამავდროულად ადმინისტრაციული ორგანო თავის მხრივ ვალდებულია გადაუხადოს მეორე მხარეს კომპენსაცია ნეგატიური ფინანსური შედეგისათვის. ადმინისტრაცია ყოველთვის არ არის ვალდებული გაავრცელოს საჯარო სამრთლის რეჟიმი საკმაოდ მარტივ გარიგებებზე. დავის წარმოშობის დროს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება განიხილება  სამოქალაქო საპროცესო წესით, ხოლო ადმინისტრაციული- ადმინისტრაციული საპროცესო წესით. საფრანგეთში ასევე მოქმედებს კანონმდებლის ნება, ანუ განსაზღვრულ შემთხვევებში ის თვითონ ადგენს გარიგების ბუნებას. საფრენგეთში არსებობს სახვადასხვა სახის ადმინისტრაციული გარიგების ფორმა. მათი ბუნების დასადგენად კი გარკვეული სახის კრიტერიუმებია დაადგენილი, მაგ: საჯარო სამსახურის მიზანი, კერძო სამართლის ჩარჩოებიდან გამოსული პირობები და მრავალი სხვ. ამ კრიტერიუმებიდან თუნდაც ერთერთის არსებობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გარიგება მივიჩნიოთ ადმინისტრაციულად. პირველი კრიტერიუმის თნახმად, თუ გარიგების ერთერთი მხარე მიზნად ისახავს თვითონ განახორციელოს საჯარო საქმიანობა მაშინ მის მიერ დადებული გარიგება ადმინისტრაციული ხასიათისაა. ეს ეხება ისეთ ხელშეკრულებებს, როდესაც კერძო პირი არა მარტო მონაწილეობს, არამედ თვითონ უზრუნველყოფს საჯარო ამოცანების შესრულებას, მაგ: საჯარო სამსახურის განხორციელებისას., ასევე კერძო მეწარმეებთან დებული გარიგებები, რომლებიც სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებას კისრულობენ. ფრანგების აზრით, ამ დროს გვყავს, როგორც კრედიტორი ისე მოვალე.
გერმანული სამართალი ცოტა სხვა გზას ირჩევს, ეს ტერმინშიც ჩანს, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას ის საჯაროსამართლებრივ ხელშეკრულებას უწოდებს. თუმცა თავად ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას თავის ერთერთ ნაირსახეობად თვლის. მისი აზრით ეს უკანასკნელი არის ორ პარტნიორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. გერმანიაში ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხელშეკრულება საბოლოოდ დამკვიდრდა 70-იანი წლებიდან, როდესაც მიიღეს გერმანიის ფედერაციულიკანონი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. კლასიკური ადმინისტრაციული სამართალი უარყოფდა საჯარო სამართლებრივ ხელშეკრულებას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის. იდეა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება ზოგადად, როგორც მმართველობის ფორმა დაიწყო მას შემდეგ, როცა გერმანელმა მეცნიერმა ოტო მაიერმა საჯარო სამართლებრივი გარიგების შესახებ სწავლება პირველად გადმოსცა, თავის წიგნში „ფრანგული ადმინისტრაციული სამართლის თეორია". ოტო მაიერი ავითარებდა იდეას, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება ეს იყო, სახელმწიფო ხელშეკრულება, ანუ მისთვის ამოსავალი წერტილი სახელმწიფო იყო. ის თვლიდა, რომ რადგან ხელისუფლება სახელმწიფოს ხელშია შეუძლებელია იგი გარიგებაში თანაბარუფლებიან მხარედ გამოდიოდეს. მაიერის თეორიაში სახელმწიფო გამოდიოდა აბსოლიტური გაბატონებული ხელისუფლების ფორმით. მისი აზრით ხელშეკრულების არსებობა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის საჯარო სამართალში შეუძლებელია, რადგან მათ შორის ყოველთვის არსებობდა სუბორდინაციული ხასიათი. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, იმ სუბიექტებს შორის, რომლებსაც თნაბარი სამართლებრივი სტატუსი აქვთ. პაულ ლაბანდი მის მოსაზრებას არ ითვალისწინებდა და სახელმწიფოს ნებად თვლიდა იმას, თუ როგორი სახის ხელშეკრულებას დადებდა. ხელშეკრულების ფორმის არჩევის დროს სახელმწიფო საჯარო სარგებლიანობის პრინციპიდან გამოდის, იმის მიხედვით, თუ  რომელ ფორმას აირჩევს.
ჰანს კელზენი კი კერძო და საჯარო სამართლებრივი სისტემების გამოყენების სფეროს განხილვის დროს ფორმალურად განასხვავებდა სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივ წესრიგს და სახელმწიფოს, როგორც უფლებებისა და მოვალეობების მქონეს. პირველ შემთხვევაში მისი დანიშნულებაა სამართლებრივად მოაწესრიგოს ურთიერთობები, ხოლო სახელმწიფო, როგორც  უფლებამოვალეობების მქონე სხვა სუბიექტებთან მიმართებაში თანაბარ ურთიერთობაშია და ამდენად იგი მოქმედებს სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად. ხელშეკრულება კელზენის შეხედულებით არ არის არც კერძო და არც საჯარო სამართლებრივი ცნება. იგი ზოგადი სამართალმცოდნეობის თემაა. ხელშეკრულება სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტებს შორის დამოკიდებულია არა მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზე, არამედ იმვდროულად სხვა სუბიექქტის ნების გამოვლენაზეც. ასეთი ხელშეკრულება ორივე სფეროს ნაწილია და ის ერთგვარად ზომიერად ნეიტრალურია.
 ადმინისტრაციული ხელშეკრკულების სამართლებრივ ბუნებაზე დავა გერმანიაში 1976 წლის შემდეგ დამთავრდა, როდესაც იქ მიიღეს კანონი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
  რუსულ კანონმდებლობაში აღნიშნულ საქმიანობის ფორმაზე ერთიანი პოზიცია არ არის. ზოგის აზრით ის ცალკე ხელშეკრულებაა, ზოგი კი ამ დებულებას მიუღებლად თვლის. ამგვარად ასეთია უცხო ქვეყნების პრაქტიკა და მიდგომა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან, როგორც ადმინისტრაციული საქმიანობიოს ერთერთ მნიშვნელოვან ფორმასთან.

ხელშეკრულება ქართულ სამართალში

საინტერესოა, როგორ ხდება მისი რეგულირება საქართველოში, რა ადგილი უჭირავს მას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში  და როგორ განისაზღვრება იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ვინაიდან ვიცით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება. საქართველოში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საკანონმდებლო საფუძველს ადმინისტრაციული კოდექსი წარმოადგენს. ის განმარტავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნებას ანუ ერთგვარად გვაძლევს ცნების ლეგალურ დეფინიციას (ს.ზ.ა. კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი), ასევე აყალიბებს მის მარეგულირებელ ნორმებს კოდექსის მეხუთე თავში. მისი ბათილობის წინაპირობები კი მოცემულია არა ს.ზ.ა. კოდექსის. არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამს მუხლებში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. საინტერესოა, რომ ჩვენი კანონმდებლობა საქმიანობის ამ ფორმას სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას უწოდებს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან განსხვავებით.

ხელშეკრულება ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლებებლია დადოს როგორც საჯარო უფლებამოსილების, ისე სამოქალაქო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინტერესების მიზნით შეძენილი რაიმე ნივთი, ითვლება სამოქალაქო ხელშეკრულებად და არა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, ვინაიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ამ დროს არ ხდება. შესაბამისად ამ შემთხვევაში არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასითის ხელშეკრულება და არა ადმინისტრაციული ხასიათის, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთერთი მთავარი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის დეფინიციასაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა. ხელშეკრულება ზოგადად, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი არის ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მისი მხარეების ურთიერთთანმხვედრი საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ხელშეკრულების დასადებად გადამწყვეტია, ასევე მხარეთა კონსესუსი: იგი შეიძლება გამოიხატოს, ოფერტსა და აქცეპტში, ასევე მხარეთა სხვაგავარ მოქმედებაში. ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით ხელშეკრულების დადების წესები თანამედროვე სამოქალაქო სამართლის კუთვნილებაა და ის რომაული ius civiles-გან არ იღებს სათავეს. ხელშეკრულების დასადებად, ასევე აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე იყვნენ შეთნხმებული საამისოდ გათვალისწინებუბლი ფორმით. სამოქალაქო კანონმდებლობის ეს მოთხოვნა (სსკ-ს 327 მუხლი) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზეც ვრცელდება. ხელშეკრულების ორივე მხარეს ამ შემთხვევაში, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენიჭბა როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. საინტერესოა იმის წარმოდგენა თუ, როგორ შეიძლება იყოს ვალდებულების სუბიექტი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თვის საქმიანნობიდან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში ახორცილებს საჯარო საქმიანობას და ერთგვარად საელმწიფოს წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც თვლიდა გერმანელი ოტო მაიერი, რომ რადგან ხელისუფლება სახელმწიფოს ხელში იყო, შეუძლებელია სახელმწიფო თნაბარუფლებიან მხარედ გამოდიოდესო.

ადმინისტარციული ხელშეკრულების და მისი მონაწილე მხარეების თავისებურებებს საკმაოდ საინტერესოდ გვიჩვენებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე ბს-945531-სკ-05). ეს ურთიერთობა შეეხება შპს-ებს, ერთმხრივ ენერგო გენერაციას, მეორემხრივ ენერგოდისპეტჩერიზაციას და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ენერგეტიკის სამინისტრო. ამ სუბიექტებს შორის დადებულია ნამდვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგნისა და მიზნის გათვალისწინებით და არა კერძოსამართლებრივი, რადგან ამ შემთხვევაში საჯარო მიზანი იყო კონკრეტული ჰესიდან უფრო მეტი ელექტროენერგიის მიღება, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა იგი ექსპორტზე გაეტანა და ადმინისტრაციულმა ორგანომ, სწორედ არნიშნული მიზნის გამო დადო მათთან ამგვარი ხელშეკრულება. საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ევროპის განვითარების ბანკისგან მიღებული კრედიტი 37 მილიონი დოლარის სახით, რომელიც ეტაპობრივად ჩაირიცხებოდა კომპანიის ანგარიშზე. საინტერესოა ამ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს სამართალ სუბიექტობა, ის ამ შემთხვევაში იყენებს კერძოსამართლებრივ ნორმებს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებთან ერთად საკუთრი უფლების დასაცავად. ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას მიადგა ვალდებულების შეუსრულებლობით. იყენებს სსკ-ს 394-ე მუხლს, როგორც ერთი ჩვეულებრივი კერძო სამართლის სუბიექტი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღურება). ხელშეკრულების მონაწილე ითხოვს, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას სსკ-ს 408-ე მუხლის შესაბამისად. იმ პირმა „რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. ადმინისტრაციული ორგანო, ასევე აპელირებს 361-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას, მოპასუხე ასევე მიუთითებდა 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვითც ვალდებულების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ნამდვილი სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლო აღნიშნულ საქმეში საუბრობდა ასევე სესხის ხელშეკრულებაზე (623-ე მუხლი, ამ მუხლის მიხედვით სესხი არის ფულის დროებით გადაცემა სხვისთვის). „სესხის ხელშეკრულებით გამსხვისებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს და სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი თვის მხრივ კისრულობს ვალდებულობას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი“ ეს ნორმა, რომელიც აუცილებელი იყო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს, ციტირებული ნორმა გამოიყენა მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ. ამ და სხვა ამგვარ მუხლებზე დაყრდნობით კასაციამ ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას დააკისრა გარკვეული სახის ვალდებულებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ობიექტური გარემოებიებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ავტონომიური თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად და მოქმედებს, მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სავალდებულო სუბიექტად ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ სახელმწიფო ორგანო ან დაწესებულბა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ნებისმიერი სხვა პირი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ამგვარად ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განხორციელება შეიძლება მიენიჭოს კერძო და ფიზიკურ პირებსაც, ეს ხდება მაშინ, როდესაც რაიმე საქმიანობის განხორციელება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და მისი შესრულება კერძო პირის მიერ შესაძლებელია უფრო მაღალი ხარისხით და მოითხოვს ნაკლებ ხარჯებს. სარგებლიანობის კუთხიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დელეგირების ამგვარი ფორმა გამართლებულია, ვინაიდან საჯარო ორგანოები საქმიანობის ყველა სფეროს ვერ მოაწესრიგებენ და უმჯობესია გარკვეული ურთიერთობის მოწესრიგება კომპეტენტურ პირებს მიანდოს.

ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში შესაძლოა მონაწილეობდნენ მესამე პირებიც, ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრაციული გარიგების დადებით არ შეზღუდოს მესამე პირების უფლებები, ან პირიქით მათ აკისრებს რაიმე ვალდებულებას.


სუბიექტების უფლებამოსილება

ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია მონაწილე სუბიექტის უფლებამოსილებაც, ზაკ-ის მიხედვით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათშორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება, საინტერესოა აქვს თუ არა უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს სამოქალაქო გარიგების დადებისას განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც არ არის კანონით აკრძალული. აღნიშნულთნ დაკავშირებით ზაკ პასუხობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ დანაწესით ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების ფარგლები კანონმდებლობით შეზღუდულია კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებისაგან განსხვავებით.

აქტუალური საკითხია ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნა სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან. არის კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება ადმინისტრაციული! ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, ალბათ ხელშეკრულების საგნისა და მიზნის გარკვევის დროს უნდა მოხდეს. ხელშეკრულების ადმინისტრაციული, თუ სამოქალაქო სამართლებრივი ბუნება უნდა განისაზღვროს ობიექტურად. არ არის არსებითი ხელშეკრულების მხარეების სუბიექტური შეხედულების განსაზღვრა. ადმინისტრაციულ ორგანოს, ხშირად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეარჩიოს ყველაზე მისაღბი საქმიანობის ფორმა, მისი ნება განსაზღვრავს საქმიანობის ფორმის (ხელშეკრულების) სამართლებრივ ბუნებას. ხელშეკრულების მიზანი უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე, არსებითია იმის დადგენა, თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სამართლებრივი ბუნება, რას ისახავს მიზნად აღნიშნული ხელშეკრულება.

ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე: როდესაც ის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება; როდესაც ის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას შეიცავს; როდესაც ის მოქალაქის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ან ვალდებულებებს ადგენს.


საჯარო ხელშეკრულებათა გამიჯვნა

ისევე, როგორც კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნისას გარიგებათა განსხვავების დროსაც ყურადღება ექცევა ხელშეკრულებით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობებისას „ვისი ინტერესი დგას წინაპლანზე, ერთეულების კერძო ინტერესები, თუ ე.წ. საჯარო ინტერესები“.

ინტერესთა თეორიის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ კერძო პირებსაც შეუძლიათ კერძო სამართლის გამოყენებით საჯარო ინტერესების დაცვა. კერძო პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან დებს გარიგებას სწორედ იმის გამო, რომ ეს მის ინტერესებს შეესაბამება (ანუ ამ ურთიერთობაში შესვლას მას არავინ არ აძალებს). სუბიექტების თეორიის მიხედვით კი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვინ და რა ფორმით მონაწილეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებაში. თუ ერთი სუბიექტი საჯარო ორგანოა სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, მაგრამ თუ ის მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, გვაქვს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კერძო და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა გამიჯვნის თვალსაზრისით გარკვეული შეხედულებები ჩამოაყალიბა სუბორდინაციის თეორიამ. ამ თორიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული გარიგება დაიდება ურთიერთდაქვემდებარებულ სუბიექტებს შორის, კერძოსამართლებრივი კი თანასწორუფლებიან სუბიექტებს შორის.  ამ თეორიის ნაკლი ის არის, რომ მთელი ურთიერთობა არსებითად სახელმწიფოსა და პირს შორის ურთიერთობამდე დაყავს, თუმცა ეს თეორია ნაკლებად გამოიყენება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, როგორც წესი ორგანიზაციული ხასიათისაა, რადგან თვით ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაა ორგანიზაციული ხასიათის. მათი მიზანია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. ამგვარად ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებისგან გამიჯვნის მთავარ კრიტერიუმად შესაძლებელია მივიჩნიოთ მიზანი და საგანი. საგანი ეს არის ნების გამოვლენის შედეგად წარმოშობილი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმებით მოწესრიგებული საჯარო ურთიერთობა.


 ხელშეკრულების მიმართება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტთან


საინტერესოა, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ერთმანეთთან მიმართება ამ ორივე საქმიანობის ფორმას აქვს, როგორც მსგავსებები ასევე განსხვავებები. არ არის ერთგვაროვანი შეხედულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და ადმინისტრაციული აქტის ურთიერთმიმართების   შესახებ.  ზოგის აზრით ადმინისტრაციული ხელშეკრულება უფრო მოქნილი საქმიანობის ფორმაა და საკითხის უფრო მარტივად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ზოგი ფიქრობს, რომ ურთიერთობის მოწესრიგება ადმინისტრაციულ აქტსაც ადვილად შეუძლია და ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამოყენება მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებშია შესაძლებებელი.

ადმინისტრაციული ხელშეკრულება ისევე, როგორც ინდივიდუალური აქტი აწესებს, ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. მათი საერთო მახასიათებელია ისიც, რომ ორივე ადმინისტრაციული წარმოების პროდუქტს წარმოადგენს. მათ განმასხვავებელ ნიშნად კი შეიძლება მრავალი ფაქტორი ჩავთვალოდ, მაგალითად: თავად სახელწოდება, ერთს ადმინისტრაციული ხელშეკრულება ჰქვია, მეორეს კი-ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტი. ინდ აქტი ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოხატვის შედეგია, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება ორმხრივ, ურთიერთშეთნხმებული ნების გამოვლების აქტია. ინდ აქტში, ვინაიდან ის ცალმხრივი ნების გამოხატვის შედეგია, ცალმხრივად ხდება დასაბუთება, აქტში ცვლილებების შეტანა, ან მისი გაუქმება. საჯარო სამართლებრივი ხელშეკრულება კი ორმხრივი ნების გამოვლების აქტია, რომელშიც ცვლილებები და დამატებები ორმხრივი თანხმობით შედის.

გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში, გამიჯნულია ასევე ფარგლები ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასა და ინდ აქტს შორის: რომელიც დაინტერესებული პირის მოთხოვნაზე თანხმობას ითვალისწინებს; რომელსაც დამატებითი მოთხოვნები ახლავს თან; რომელიც გარანტიას, პირობას აძლევს დაინტერესებულ მხარეს.

შეიძლება ხელშეკრულებაში პირის ნება გვქონდეს, მაგრამ ეს სულაც არ წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ადრესატის მხრიდან ნების გამოხატვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების წინაპირობაა, ინდ აქტის შემთხვევაში კი, მისი კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ადრესატის ნების გარეშე არ გვაქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხოლო ინდ აქტი რომლის გამოცემაც საჭიროებს დაინტერესებული პირის თანხმობას, შეიძლება გამოიცეს მისი ნების გაუთვალისწინებლად. ამგვარი აღმჭურველი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი არის უკანონო და შესაძლებელია მისი გასაჩივრება და გაუქმება. ცალკეულ შემთხვევებში ძნელია იმის ცალსახად გარკვევა სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება თუ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს დაინტერესებული პირის თნხმობას, ამ შემთხვევაში არსებითია ურთიერთობის მონაწილეთა ნება და მისი გამოხატვის ფორმა. პრაქტიკაში შესაძლებებლია იყოს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს და მოქალაქის ნება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ მხარეს სურს დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხოლო მეორეს ესმის, როგორც აღმჭურველი აქტის გამოცემა.

სასამართლო პარაქტიკის ანალიზისას ერთ ერთ პრობლემურ საკითხად გამოიხატა სამართლოების მიერ ადმინისტრაციული გარიგების ცნებაში ისეთი მმართველობითი ღონისძიების თავმოყრა, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ამ მხრივ საინტერესოა უზენააესი სასამართლოს ერთ ერთი გადაწყვეტილება საქმე (ბს-174-135 კ05), რომლითაც ის არ ეთანხმება აპელაციის დასკვნას სააღსრულებო ბიუროს აუქციონის შედეგების ოქმისა და გარიგების ადმინისტრაციულ გარიგების მიჩნევის თობაზე.

საქმიანობის სხვა ფორმების მსგავსად ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც შესაძლებელია გახდეს ბათილი.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ხელშეკრულება არის ბათილი, თუ ერთ ერთი მხარე ქმედუუნარო პირია, (ეს ტერმინი დღეის მდგომარეობით შეიცვალა და ასეთ პირს ეწოდება „მხარდამჭერის მიმღები“), ან ის დადებულია ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს; ის დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოყვეს (სსკ 56-ე მუხლი); ხელშეკრულება ასევე ბათილია, თუ ნება გამოვლენილია არასერიოზულად, ხუმრობით, იმ ვარაუდით, რომ მის არასერიოზულობას გამოიცნობდნენ (სსკ 57 მუხლი); ასევე ბათილია თუ ის დადებულია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად ხელშეკრულების ბათლობის ფორმები ძირითადად ასეთი სახისაა.

ამგვარი არის ის ძირითადი ნიშანთვისებები, რაც ახასიათებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ ერთ მნიშვნელოვან ფორმას, რომლის გარეშეც, დღეს ალბათ წარმოუდგენელია ნებისმიერი საჯარო ორგანოს ნორმალური საქმიანობა, თუმცა იყო დრო, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმად მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი იყო აღიარებული, თუმცა ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა და დღეს-დღეობით ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების მნიშვნელოვანი ბერკეტია. სხვადასხვა საჯარო ურთიერთობის მოწესრიგება უფრო მობილური და ეფექტური გახდა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების თავისებურება ჩანს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან წარმოშობილი დავების განხილვის შემთხვევაშიც. მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოშია შესაძლებელი და არა ადმინისტრაციულ ორგანოში, ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს და ეს ქმნის წინააღმდეგობას, ეს ფაქტორი მის მნიშვნელობას კიდევ უფრო აბევრებს და უფრო მეტად გამოარჩევს საქმიანობის სხვა ფორმებიდან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიდან და სამოქალაქო ხელშეკრულებიდან.

 

თარიღი:25/12/2015

 


zogadi administraciuli samarTlis saxelmZRvanelo, paata turava, naTia wkeplaZe Tbilisi 2010; gv 155.

საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი პირველი, თბილისი 2003 წლი, გვ. 165.

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003w gv. 7

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003w გვ.8

 

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003w, გვ 9.

 იხ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი 1976 წელი verwaltungsverfahrensgesetz. (VwVfG)

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბილისი 2005 წელი;

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003wელი;

ლ.ჭანტურია შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილაში, თბილისი 2010 წელი;

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი 1976 წელი verwaltungsverfahrensgesetz. (VwVfG);

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი 2001 წელი;

zogadi administraciuli samarTlis saxelmZRvanelo, paata turava, naTia wkeplaZe Tbilisi 2013;



საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი, მე-3, თბილისი 2001 წელი.

საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2005 წელი.

zogadi administraciuli samarTlis saxelmZRvanelo, paata turava, naTia wkeplaZe Tbilisi 2013; gv 154.

იხ. იქვე;

ლ.ჭანტურია შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილაში, თბილისი 2010, გვ 42.

ლ.ჭანტურია შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილაში, თბილისი 2010, გვ 45.

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003w, გვ 22.

maia kopaleiSvili “administraciuli garigeba” Tbilisi 2003w, გვ  42

zogadi administraciuli samarTlis saxelmZRvanelo, paata turava, naTia wkeplaZe Tbilisi 2013; gv 158.

 zogadi administraciuli samarTlis saxelmZRvanelo, paata turava, naTia wkeplaZe Tbilisi 2013; gv 160.

 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge