ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოება დოქტორ ჯოანა ბადვიგის ანტისიმსივნური დიეტა

დოქტორ ჯოანა ბადვიგის ანტისიმსივნური დიეტა
 | რეიტინგი 3 

    ჯოანა  ბადვიგი  იყო  ევროპის  ბიოქიმიკოსებს  შორის  ერთ-ერთი  წამყვანი  მეცნიერი  ავთვისებიანი  დაავადებების  კვლევის  სფეროში.  იგი  დაიბადა 1908  წელს  და  გარდაიცვალა  95  წლის  ასაკში.  ონკოლოგიური  დაავადებების  მკურნალობაში  მნიშვნელოვანი  მიღწევებისთვის  ჯოანა ბადვიგი  7-ჯერ  იქნა  წარდგენილი  ნობელის  პრემიის  მისაღებად.

   ნახევარი  საუკუნის  წინ,  1959  წლის  2  ნოემბერს,  თავის  ლექციაზე  ბადვიგმა  განაცხადა:  „ ფერმენტები,  რომლებიც  უზრუნველყოფენ  სასუნქთი  სისტემის  მიერ  ჟანგბადის  ათვისებას,  ცხიმოვანი  მჟავების  გარეშე  არ  ფუნქციონირებენ.    ცხიმოვანი  მჟავების  დეფიციტი  ძირს  უთხრის  ადამიანის  ორგანიზმის  სასიცოცხლო  ფუნქციებს;  ადამიანი  ჟანგბადით  მდიდარ  ჰაერშიც  კი  შეიძლება  განიცდიდეს  ჟანგბადის  უკმარისობას.“ ბადვიგმა  აღნიშნა,  რომ  გაუცხიმოვნებული  საკვების  და  გადამუშავებული  რაფინირებული  ზეთების  და  ცხიმების  გამოყენება  იწვევს  სერიოზულ  დაავადებებს;  და  რადგან   ახლა  ყოველნაირ  საკვებს  ხელოვნურად  ცხიმი  აქვს  გამოცლილი,  ამიტომ  ასეთი  საკვები  მავნებელია  როგორც  ბავშვებისთვის,  ასევე   მოზრდილებისთვის.  დოქტორმა  ბადვიგმა  რამდენიმე  წელი  მოანდომა  კიბოთი  დაავადებულების  სისხლის  სიღრმისეულ  შესწავლას.  გამოკვლევების  შედეგად  მან  აღმოაჩინა,  რომ  ავადმყოფების  სისხლში  ფოსფოლიპიდებისა  და  ლიპოპროტეინების  შემცველობა  ყოველთვის  დაბალია.  ასევე,  ჰემოგლობინის  შემცირებული  შემცველობის გარდა  მან  სისხლში  აღმოაჩინა  არაბუნებრივი  ყვითელ-მწვანე  ჩანართები.  კიდევ  ერთ  სიახლეს  წარმოადგენდა  ის,  რომ  ჯანმრთელ  ადამიანებში ომეგა-3  კლასის  ცხიმოვანი  მჟავები  გაცილებით  უფრო  მაღალია,  ვიდრე  ავადმყოფებში.  ბადვიგმა  გამოკვლევების  შედეგებზე  დაყრდნობით  დაიწყო  ექსპერიმენტული  გზით  სამკურნალო  დიეტის  შერჩევა.  საბოლოოდ  უპირატესობა  მიანიჭა  შემდეგი  სახის  დიეტას:  ხაჭოს  (cottage  cheese)  და  ორგანული  სელის  ზეთის  ნარევი.  სელის  ზეთი  შეიცავს  ომეგა-3  კლასის  ცხიმოვან  მჟავებს,  ადვილად  აითვისება  და  არ  იწვევს  ალერგიას.

სელის  ზეთის  შემადგენლობა:    ომეგა-3  ნახევრადუჯერი  ცხიმოვანი მჟავები - 60%,  ომეგა-6  შედის  20%  ოდენობით,  ომეგა-9 -ს  შეიცავს  10%-ს.  იგი  ასევე შეიცავს  დიდი  რაოდენობით  მინერალებს - კალიუმს,  მაგნიუმს,  თუთიას, სპილენძს,  ვიტამინებს -  A, E, B-1,  B-2, B-6, C, ორგანულ  მჟავებს  და ფერმენტებს;  შეიცავს  ბუნებრივ  ანტიოქსიდანტს - ტიოპროლინს (რომელიც ანეიტრალებს  და ორგანიზმიდან  გამოდევნის  ნიტრიტებს  და ნიტროზამინებს).

  ხაჭოში  საკმაოდ  მაღალია  სულფოპროტეინების  შემცველობის  დონე.  ბადვიგმა  შენიშნა,  რომ  ხაჭოსა  და  სელის  ზეთის  კომბინაცია  ამ უკანასკნელს ხდის  წყალში  ხსნადს,  ე. ი. ორგანიზმის  მიერ  ადვილად ათვისებადს. მხოლოდ  სელის  ზეთის   მიღება  უვნებელია,  მაგრამ  სარგებლობაც  არ  მოაქვს;  იგი  აუცილებლად  შერეული  უნდა  იყოს  ხაჭოსთან. 

 

 

 

  ჯოანა  ბადვიგმა  აღმოაჩინა,  რომ  ამ  დიეტით  3-თვიანი  მკურნალობის  ჩატარების  შემდეგ   კიბოთი  დაავადებულების  მდგომარეობა  გაუმჯობესდა;  სიმსივნეები  შემცირდა  და  ავადმყოფებს  დაუბრუნდათ  ენერგია,  ხოლო  სისხლში  აღარ  იყო  ყვითელ-მწვანე   ჩანართები. ლიპოპროტეინებისა  და  ფოსფოლიპიდების   შემცველობა  ნორმალურ  დონემდე  ავიდა.

 შესაძლებელი  გახდა  ისეთი  ავადმყოფების  განკურნებაც  კი,  რომელთა  მკურნალობაზე  ექიმებმა  უარი  თქვეს.

   მრავალი  ცდის  შემდეგ  ბადვიგმა  მოძებნა  ოპტიმალური  სამკურნალო  დიეტა:  2  სუფრის  კოვზი  ორგანული  (ცივად  გამოხდილი)  სელის  ზეთი შერეული  100 – 150  გრამ  ხაჭოსთან  (ერთგვაროვანი  მასის  მიღებამდე)  ერთხელ  დღეში.

   1990  წელს  ონკოლოგმა  Dr. Roehm-მა  განაცხადა,  რომ  ეს  დიეტა  არის  ერთერთი  ყველაზე  წარმატებული  ანტისიმსივნური  დიეტა  მსოფლიოში.  ბადვიგის  დიეტას  აქვს   მნიშვნელოვანი  თერაპიული  ღირებულება  შემდეგი დაავადებების  მკურნალობასა  და  პრევენციაში:  ონკოლოგიური  დაავადებები,  მიოკარდის  ინფარქტი,  ათეროსკლეროზი,  ღვიძლის  დისფუნქცია,  წყლულოვანი  დაავადებები,  ართრიტი,  კანის  ეკზემა,  ასაკობრივი  დეგრადაციული  დაავადებები  და  აუტოიმუნური  დაავადებები.   

    როგორც  იხსენებდა  კლიფ  ბეკუიტი  (Cliff  Beckwith) - ბადვიგის  ყოფილი  პაციენტი,  ბადვიგის  ზედამხედველობის  ქვეშ  10  წლის  მანძილზე მკურნალობის  შედეგად  დოკუმენტურად  დადასტურდა  პროსტატის  კიბოს  განკურნების  1000 შემთხვევა.

  ბადვიგი  თვლიდა,  რომ  ონკოლოგიური  რისკის  ქვეშ  მყოფ  პაციენტებზე  დამღუპველად  მოქმედებს    საკვებად   ისეთი  სახის  რაფინირებული  ზეთებისა  და  ცხიმების  გამოყენება,  როგორიც  არის  ე. წ.  ხელოვნური  ცხიმები  (მარგარინი,  მაიონეზი),  რომლებიც  მიღებულია  ჰიდროგენიზაციის  ან  ნაწილობრივ  ჰიდროგენიზაციის  შედეგად.  ასეთი  ცხიმები  არ  აითვისება გულის კუნთის  მიერ,  ორგანიზმის  მიერ,  და  შეუძლია  გამოიწვიოს  სხვადასხვა  სახის  დარღვევები,  მათ  შორის  უჯრედულ  დონეზე.  მას  ასევე  დაუშვებლად  მიაჩნდა  რაფინირებული  შაქრის  და  შაქრის  შემცველი  საკონდიტრო  ნაწარმის,  მაკარონის,  ცხიმიანი  ხორცის,  შემწვარი  და  დაკონსერვებული  პროდუქტების  მოხმარება.  ბადვიგი  მიიჩნევდა,  რომ სასარგებლოა  კვების  რაციონში  ნატურალური  შაქრის  შემცველი კომპლექსური  ნახშირწყლების - ხილის  (ვაშლი,  მსხალი,  ყურძენი,  ლეღვი) ჩართვა.

  პრაქტიკულად  ყველასთვის  ნორმლური  ჯანმრთელობის  შესანარჩუნებლად  რეკომენდებულია  ყოველდღიურად  100  გრამი  ხაჭოს  და  5  გრამი  სელის  ზეთის  მიღება.  ბადვიგის  დიეტის  თანახმად,  დილით  საუზმეზე შესაძლებელია  შემდეგი  პროდუქტების  ნარევის  მიღება: თაფლი,  სელის  ორგანული  ცივად  გამოხდილი  ზეთი  (ასეთი  ზეთი  უნდა  ინახებოდეს  მაცივარში),  მცირე  რაოდენობით  ახალი  რძე  და  მარცვლოვანი  ხაჭო,  დასაშვებია  თხილის  (არახისის  გარდა)   და  სეზონური  ხილის   დამატება. ყველა  ეს  პროდუქტი  უნდა  დამუშავდეს  ბლენდერში  ერთგვაროვანი  მასის  მიღებამდე.

  აუცილებელია  აღინიშნოს,  რომ  მძიმე  დაავადებების  შემთხვევაში  ჯოანა  ბადვიგი  იყენებდა  42  გრამ  სელის  ზეთს  (3  სუფრის  კოვზი)  100  გრამ  ხაჭოსთან  შერეულს.

  მასალა  მოამზადა  ლენზამ  

 საიტიდან  / MedAlternativa.info /  აღებული  მატერიალის  (სტატიის  ავტორია  ბორის  გრინბლატი)  მიხედვით.



ავტორი: ლენზა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge