ინფლაცია და დეფლაცია საქართველოში - ავტორი:ანი ბიბილური
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიინფლაცია და დეფლაცია საქართველოში

vivus.ge

ინფლაცია და დეფლაცია საქართველოში
 | რეიტინგი 3 

თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში მაკროეკონომიკურ პრობლემათა შორის განიხილავენ შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას, ინფლაციას, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის წარმოებას, ეკონომიკურ ზრდას, ფასების საერთო დინამიკას, ფულადსაკრედიტო სისტემას, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას და ა.შ ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ხანგრძლივი პერიოდია არსებობს. ითვლება, რომ მისი აღმოცენება  ნაწილობრივკავშირშია ფულის წარმოშობასთან, რომლის ფუნქციონირებაში განუწყვეტლივ მონაწილეობს.

 

ტერმინი "ინფლაცია" პირველად გამოყენებულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში 1861-1865 წლებში და ნიშნავდა ფულადი მიმოქცევის პროცესის გაბერვას. XIX საუკუნეში ეს ტერმინი გამოიყენებოდა ასევე ინგლისსა და საფრანგეთში. თუმცა ეკონომიკურ ლიტერატურაში ინფლაციის გაგებამ დიდი გავრცელება XX საუკუნეში პირველი  მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო.

 

ინფლაცია - ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. პირდაპირ თარგმანში ტერმინი " ინფლაცია " ნიშნავს " გაბერვას " ე.ი მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით. ინფლაცია - არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, რომელიც იბადება საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში  წარმოების დისპროპორციით. ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა.

 

ფასების ზრდის ტემპების მიხედვით განასხვავებენ:

 

მცოვავიინფლაცია,დაახლოებით10 %ანცოტამეტიწელიწადში, რომელიცდამახასიათებელიაგანვითარებულისაბაზროეკონომიკისმქონექვეყნებისუმეტესობისათვისდაარწარმოადგენსრაიმეუჩვეულოს.

გალოპირებულიინფლაცია-ფასებისზრდის20-200 %-ით.

 

 

ჰიპერინფლაცია,რომლის დროსაც ფასები ასტრონომიულად იზრდება, კატასტროფულად განსხვავდება ფასები და ხელფასები.წარმატებული ბიზნესის ქონა ჰიპერინფლაციის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საუბარი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ გადარჩენის სტრატეგიას.

 

 

 მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველო წარმატებით ახერხებდა ინფლაციური ზეწოლის შეკავებას ერთნიშნა მაჩვენებლის დონეზე, ბოლო წლები საკმაოდ პრობლემური გამოდგა ამ თვალსაზრისით მაგრამ ამავდროულად ბოლო პერიოდში დეფლაციაც დაემუქრა.

საქართველოში ინფლაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა. 2010 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა. მაგრამ იმაზე არ საუბრობდნენ, რომ ეს გაძვირება მარტო საქართველოზე რატომ აისახება ასე საგრძნობლად და სერიოზულად. აქ საუბარი უნდა შეეხოს სამომხმარებლო კალათას,რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სსფ) გამოანგარიშების საფუძველია, რომლითაც შინამეურნეობათა მიერ მოხმარებული საქონლისა და მომსახურების ფასებში ცვლილებები იზომება. ეს კალათა მოიცავს იმ საქონელსა და მომსახურებას, რომლებსაც ხშირად მოიხმარს ქვეყნის საშუალო მომხმარებელი. თუმცა, თითოეულ საქონელსა და მომსახურებას თავ-თავისი წონა ენიჭება მოსახლეობის სამომხმარებლო ჩვევების მიხედვით. საქართველოს სამომხმარებლო კალათა იდენტურია ხუთი ქალაქის შემთხვევაში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი), თუმცა ყოველი საქონლისა და მომსახურების წონა ქალაქების მიხედვით იცვლება. მაგალითად, 2010 წელს უკრაინაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელმაც 9,1% შეადგინა. ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენ მეზობელ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი, ორნიშნა ინფლაციით ხასითდებიან, მაგრამ რატომღაც ბოლო ათწლეულში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა - რუსეთი - 8,8% , სომხეთი - 8,1% , აზერბაიჯანი - 5,7% , ევროზონა - 2,2% , გერმანია - 1,1% , ამერიკა - 1,6%, იაპონია - 0,2% . თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ, ხოლო ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტებს არ მოიხმარენ.

გაუგებარია, თუ მსოფლიოში ხორბლის გაძვირებამ საქართველოში 11,2 %-იანი ინფლაცია გამოიწვია, იმავე ხორბლის გაძვირებამ სომხეთში რატომ არწარმოშვა ორნიშნა ინფლაცია, რომელიც იმპორტზე ჩვენზე მეტადაა დამოკიდებული.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში 9,5%-იანი ინფლაცია იყო. ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში არც შაქარი, არც ხორბალი და არც საწვავი ჯერ გაძვირებული არ იყო ანუ საქართველოში უკვე იყო მაღალი ინფლაცია, სანამ მსოფლიოში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზრდებოდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 25%-ით გაძვირდა, ალკოჰოლი და თამბაქო - 10%-ით, ხოლო სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და ტრანსპორტი 7%-ით. ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სურსათზე ფასების მატებისა, გარე ფაქტორების გარდა, არის ისიც, რომ 2010 წელს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სექტორში ეფექტური პოლიტიკის გატარება ვერ შეძლო.

2010 წლის მანძილზე ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის გეგმას თითქმის 100 მილიონი ლარით გადააჭარბა დაგეგმილი 370მილიონი ლარის ნაცვლად გამოშვებულია 463 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით ანუეროვნულმა ბანკმა ახალი ფულის მასას კომერციულ ბანკებს იაფად აძლევდა, რომლითაც შემდეგ ეს ბანკები სახელმწიფოსაგან სახაზინო ვალდებულებებსყიდულობდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სარფიანადაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ფულის ემისია, რომელიც ირიბადბიუჯეტში დეფიციტის დასაფინანსებლად გადაირიცხა. იმ ფულის მიმოქცევაში გასვლა, რომელიც ბაზრიდან არაა ამოღებული, კარგად ვიცით ინფლაციასგამოიწვევს. აღსანიშნავია რომ ბოლო სამი წელია საქართველოს სწორედ დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში უწევს ცხოვრება. 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტითითქმის 10% იყო, 2010 წელს თითქმის 7%, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 4,3 %-ით იყო განსაზღვრული. დეფიციტის აღმოსაფხვრელად მთავრობა ამ პერიოდშისამ ძირითად საშუალებას იყენებდა - დამატებითი ფულის მასის გაშვებას, საგარეო ვალის აღებასა და გადასახადების გაზრდას. დამატებითი ფულის მასამ ორნიშნაინფლაცია მოგვიტანა, საგარეო ვალმა 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მზარდი გადასახადები ადგილობრივ ბიზნესს უდიდეს პრობლემებს უქმნის. ჯამში,სამივე ფაქტორი ერთად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს კატასტროფულად ამცირებს. საქართველოს ეროვნული ბანკი არ უარყოფს, რომსაბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ფულის დამატებითი მასის გამოშვება მოუხდა, თუმცა ინფლაციის ზრდის მთავარ მიზეზად მაინც გარე ფაქტორებსმიიჩნევს.

 

2011 წელს ინფლაციამ ბოლო შვიდი წლის მანძილზე, სარეკორდო მაჩვენებელს 12,3%-ს მიაღწია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ქამრების შემოჭერის"  ანუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განაკვეთები შეცვალა, რასაც კომერციული ბანკების საქმინობის გააქტიურება მოჰყვა.

თუმცა აღსანიშნავია რომ თითქმის ერთი წელია რაც საქართველოს ეკონომიკაში დეფლაცია შეინიშნება. 2013 წლის სექტემბრის მდგომარეობით, თვიური ინფლაცია საქართველოში -0.1%-ს შეადგენდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების თანახმად, ფასების დონეებზე ყველაზე დიდი გავლენა ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის და მშობიარობის მომსახურების სუბსიდირებამ იქონია.

დეფლაცია - პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი.. დეფლაცია ნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის წლიური პროცენტი ეცემა ნულს ქვემოთ.  ინფლაციის საპირისპიროს ეს პროცესი ახდენს ფულის რეალური ღირებულების ზრდას ეროვნული ან რეგიონალური მასშტაბით, რისი ეფექტიც არის ის რომ იგივე თანხით შესაძლებელია უფრო მეტი პროდუქციის ყიდვა. დეფლაცია, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ საზიანოა, რადგან კლებადი ფასები, ფაქტობრივად, ვალის რეალურ ტვირთს ზრდის და წარმოების სტიმულს ამცირებს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე. გარდა ამისა, დეფლაციასთან უშუალოდ არის დაკავშირებული ფინანსურ ბაზრებზე სერიოზული სისტემური შოკების რისკი.

საქართველოში დეფლაციური პროცესების გამომწვევ მთავარი მიზეზად მოთხოვნის შემცირება სახელდება. მეორე მხრივ, მოთხოვნის კლება, ჩვეულებრივ, ნელი ეკონომიკური ზრდის და მზარდი უმუშევრობის შედეგია. საქართველოს შემთხვევაში, მოთხოვნაში ეს ვარდნა იმ პოლიტიკურ გაურკვევლობას მოჰყვა, რომელიც ქვეყანაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული.ეს გაურკვევლობა 2013 წელსაც გაგრძელდა საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში დეფლაცია შეიძლება მთავრობის ზომის და საინვესტიციო ხარჯების შემცირებით გაღრმავდა, რაც, პრინციპში, 2013 წელს მოხდა, როდესაც მთავრობამ მკვეთრად შეამცირა ინფრასტრუქტურული ხარჯები. ხანგრძლივმა დეფლაციამ შეიძლება ისეთი უარყოფითი შედეგები გამოიღოს, როგორებიცაა საწარმოთა მოგების ვარდნა, დასაქმების და მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, რაც, თავის მხრივ, ზრდის სესხების რეალურ ღირებულებას კომპანიებისა და ინდივიდებისათვის. როგორც ინფლაცია, ასევე დეფლაცია, ხელს უშლის ეკონომიკის შეუფერხებელ მართვას, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ზომიერი დეფლაცია უფრო საზიანოა ეკონომიკისთვის, ვიდრე ზომიერი ინფლაცია. ამის უკიდურეს მაგალითად შეიძლება იაპონიაში ათწლიანი დეფლაცია მოვიტანოთ, სადაც ინფლაციის სტიმულირებისთვის საპროცენტო განაკვეთები მუდმივად მცირდებოდა. ამან ქვეყანა 1999 წელს ნულოვან საპროცენტო განაკვეთამდე მიიყვანა, რაც საბოლოოდ 2006 წლის ივლისში დასრულდა. თუმცა უნდა აღინიშნოს საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ინფლაციის დონის რეგულირება.

 

 

 



ავტორი: ანი ბიბილური
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge