ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიადაზღვევის დარგები, ქვედარგები, სახეობები და ფორმები. კლასიფიკაცია საფრთხეების სახეობების მიხედვით

დაზღვევის დარგები, ქვედარგები, სახეობები და ფორმები. კლასიფიკაცია საფრთხეების სახეობების მიხედვით
 | რეიტინგი 3 

დაზღვევის დარგებად დაყოფას საფუძვლად უდევს პრინციპული განსხვავებები სადაზღვევო ობიექტებს შორის. ამ კრიტერიუმის შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობების სრული ერთიანობა შეიძლება დაიყოს ოთხ დარგად: ქონებრივ დაზღვევად, მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევად, პასუხისმგებლობის დაზღვევად და სამეწარმეო რისკების დაზღვევად. ქონებრივ დაზღვევაში ობიექტად გამოდიან მატერიალური ფასეულობანი; მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევაში - მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა. თუ გარკვეული მოვლენების შედეგებთან დაკავშირებით ცხოვრების დონე ეცემა, მაშინ მაშველად დაზღვევა გამოდის.

პასუხისმგებლობის დაზღვევისას ობიექტად გამოდის მზღვეველთა პასუხისმგებლობა შეასრულოს პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულების პირობები, კრედიტორების დავალიანების დაფარვა და აანაზღაუროს მატერიალური ან სხვა ზარალი, თუ ის   სხვა პირებზე იქნა მიყენებული. მაგალითად, როდესაც ავტოავარიის დროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიაყენა ზიანი სხვა პირის საკუთრებასა და ჯანმრთელობას, მაშინ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის ძალით, ის ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს შესაბამისი ზარალი.  პასუხისმგებლობის დაზღვევისას ზიანის შესაბამის ანაზღაურებას მის მაგივრად სადაზღვევო ორგანიზაცია ახდენს. იგივეა პასუხისმგებლობის დაზღვევისას დავალიანების დაფარვისას.

სამეწარმეო რისკების ობიექტებს წარმოადგენენ დაზღვეულის შემოსავლების სხვადასხვა პოტენციურად შესაძლო დანაკარგები, მაგალითად, დანადგარების მოცდენით გამოწვეული ზარალი, შეუმდგარი ან წარუმატებელი გარიგებების გამო ხელიდან გაშვებული მოგება, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის რისკი.

ამასთან ერთად, დაზღვევის აღნიშნულ დარგებად დაყოფა  არ იძლევა იმ საწარმოების, მოქალაქეების კონკრეტული სადაზღვევო ინტერესების გამოვლენის საშუალებას, რომლებიც იძლევიან დაზღვევის განხორციელების შესაძლებლობას. ამ ინტერესების კონკრეტიზაციისათვის აუცილებელია დარგებიდან ქვედარგებისა და დაზღვევის სახეობების გამოყოფა.

ქონებრივი დაზღვევა იყოფა რამდენიმე ქვედარგად, საკუთრებისა ფორმისა და დაზღვეულთა კატეგორიების შესაბამისად: სახელმწიფო საწარმოთა, კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, მოიჯარეების, კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქონების დაზღვევად.

მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვებას ორი ქვედარგი გააჩნია: მუშების, მოსამსახურეებისა და კოლმეურნეების სოციალური დაზღვევა, და მოქალაქეების პირადი დაზღვევა. თავის მხრივ, სოციალურ და პირად დაზღვევას შეიძლება გააჩნდეს უფრო კონკრეტული ქვედარგები. მაგალითად, სოციალური დაზღვევის მიხედვით, შემწეობების დაზღვევა, შეღავათების დაზღვევა, სადაზღვევო პენსიები. პირადი დაზღვევის მხრივ: სიცოცხლის დაზღვევა და დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან.

პასუხისმგებლობის დაზღვევის მიხედვით ქვედარგებია: დავალიანების დაზღვევა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევის დაზღვევა, რომელსაც სხვანაირად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას უწოდებენ.

სამეწარმეო რისკების დაზღვევაში ორი ქვედარგია: შემოსავლების პირდაპირი და ირიბი დანაკარგების რისკის დაზღვევა. პირდაპირ დანაკარგებს განეკუთვნება, მაგალითად, დანაკარგები დანადგარების მოცდენის გამო, ირიბ დანაკარგებს - ვაჭრობაში წყვეტების დაზღვევა, ხელიდან გაშვებული მოგების დაზღვევა.

დაზღვეულის მზღვეველთან გარკვეულ სადაზღვევო ურთიერთობებში შესასვლელად მზღვეველთა სადაზღვევო ინტერესებმა უნდა ჰპოვონ თავისი ასახვა ამა თუ იმ ობიექტების ისეთი შესაძლო საფრთხეების დაზღვევის მოთხოვნილებაში, რომლებიც ამ ობიექტებს ემუქრება.

დაზღვევის სახეობების განსაზღვრისას ხდება დაზღვეულის, სადაზღვევო პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სატარიფო განაკვეთების კონკრეტიზაცია.

დაზღვევის სახეობა ეწოდება კონკრეტული ერთგვაროვანი ობიექტების დაზღვევას სადაზღვევო პასუხისმგებლობის განსაზღვრულ მოცულობაში, შესაბამისი სატარიფო განაკვეთებით.

ქონებრივი დაზღვევის სახეობებს წარმოადგენს, მაგალითად, ნაგებობების, ცხოველების, შინაური ქონების, სატრანსპორტო საშუალებების და ა. შ. დაზღვევა. სოციალური დაზღვევის სახეობებია: ასაკობრივი, ინვალიდობის, მარჩენალის დაკარგვის გამო,  პენსიების დაზღვევა და ა. შ. პირად დაზღვევად ითვლება დაზღვევის ისეთი სახეობები, როგორიცაა სიცოცხლის შერეული დაზღვევა, ბავშვების დაზღვევა, დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან და სხვ. პასუხისმგებლობის დაზღვევა - კრედიტის დაუფარაობის ან სხვა დავალიანების დაზღვევა. სამეწარმეო რისკების დაზღვევი სახეობები მიბმულია კონკრეტული რისკის არსებობასთან  წარმოების ან მომსახურებების გაწევის პროცესში, რაც ჩანს მოცემული დაზღვევის ზემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან.

დაზღვევა შეიძლება ჩატარდეს სავალდებულო და ნებაყოფლობითი ფორმით. საზოგადოება სახელმწიფოს სახით ადგენს სავალდებულო დაზღვევას, ანუ დაზღვეულების შესაბამისი წრის მიერ  სავალდებულო ფიქსირებული სადაზღვევო გადასახადის ვალდებულებას, როდესაც მატერიალური ზარალის ანაზღაურება ან სხვა ფულადი დახმარების აღმოჩენა ეხება არა მხოლოდ კონკრეტული დაზარალებული პირის ინტერესებს, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებსაც. ამიტომ, სოციალური დაზღვევა, ნაგებობების დაზღვევა და მოქალაქეების ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დაზღვევა, სამხედრო მოსამსახურეების, მგზავრებისა და ზოგიერთი სხვა სახეობების დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში სავალდებულოა.

სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის ოპტიმალური შეხამება დაზღვევის ისეთი სისტემის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წარმოების სადაზღვევო დაცვის უნივერსალურ მოცულობას.

საფრთხეების მიხედვით ქონებრივი დაზღვევის კლასიფიკაცია გულისმხმობს ოთხი რგოლის გამოყოფას, რომლებიც არ არიან ერთმანეთთან იერარქიულ კავშირში: ცეცხლისაგან ან სხვა სტიქიური უბედურებებისაგან ისეთი ობიექტების დაზღვევას, როგორიცაა ნაგენობები, მოწყობილობა, პროდუქცია, ნედლეული, სახლის ქონება და მათი მსგავსი. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევას გვალვისაგან ან სხვა სტიქიური უბედურებებისაგან. ცხოველების დაზღვევას დაცემისაგან ან მათი იძულებითი დაკვლისაგან. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას ავარიებისაგან, გატაცებისაგან და სხვა საფრთხეებისაგან. აღნიშნული რგოლები, რომლებსაც მოცემული კლასიფიკაციის ფარგლებში დაზღვევის სახეობებსაც უწოდებენ, ასახავენ განსხვავებებს სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობაში შესაბამისი ობიექტების დაზღვევისას. კლასიფიკაცია საფრთხეების მიხედვით გამოიყენება ზარალის განსაზღვრის და სადაზღვევო ანაზღაურების მეთოდების შემუშავებისას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge