ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიასავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის პრინციპები

სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის პრინციპები
 | რეიტინგი 3 

დაზღვევის სავალდებულო ფორმას შემდეგი პრინციპები განასხვავებენ:

სავალდებულო დაზღვევა დგინდება კანონით, რომლის თანახმადაც დამზღვეველი ვალდებულია დააზღვიოს შესაბამისი ობიექტები, ხოლო დაზღვეულებმა შეიტანონ კუთვნილი სადაზღვევო გადასახადები. ჩვეულებრივ, კანონი ითვალისწინებს:

- სავალდებული დაზღვევას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალს;

- სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობას;

- სადაზღვევო უზრუნველყოფის დონეს ან მოცულობას;

- სატარიფო განაკვეთების  დადგენის წესებს ან ამ განაკვეთების საშუალო სიდიდეებს ადგილებზე მათი დეფენსაციის უფლების მინიჭებით;

-  სადაზღვევო გადახდების შეტანის პერიოდულობას;

-  დამზღვეველებისა და დაზღვეულების ძირითად უფლებებს.

კანონი, როგორც წესი, სავალდებულო დაზღვევის ჩატარებას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, კერძოდ კი სრულად მოიცვას სავალდებულო დაზღვევით კანონში მითითებული ობიექტები. ამისათვის, სადაზღვევო ორგანოები ყოველწლიურად ატარებენ ქვეყანაში დაზღვეული ობიექტების რეგისტრაციას, საგადასახადო გადასახადების დარიცხვას და დადგენილ ვადებში მათ ამოღებას.

            ასევე ავალდებულებს სავალდებულო დაზღვევის ავტომატურ გავრცელებას კანონში მითითებულ ობიექტებზე. დაზღვეულმა კი არ უნდა განაცხადოს სადაზღვევო ორგანოში მეურნეობაში დაზღვევას დაქვემდებარებული ობიექტის გაჩენა, არამედ აღნიშნული ქონება ავტომატურად ჩაირთვება დაზღვევის სფეროში. მორიგი რეგისტრაციის დროს ის მხედველობაში იქნება მიღებული, ხოლო დაზღვეულს წარედგინება გადასახდელი სადაზღვევო შესატანები. ასე, მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი ნაგებობები ითვლება დაზღვეულად მათი მუდმივ ადგილზე დადგმისა და სახურავით გადახურვის მომენტიდან.

            სავალდებულო დაზღვევის მოქმედება დამოუკიდებელია სადაზღვევო გადასახების შეტანისაგან. იმ შემთხვევებში, როდესაც დაზღვეულმა არ გადაიხადა სადაზღვევო შესატანები, ისინი  სასამართლო წესით ამოიღება. დაზღვეული ქონების დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ ანაზღაურებულა საგადასახადო შენატანებით, სადაზღვევო ანაზღაურება ექვემდებარება გადახდას, სადაზღვევო გადახდების დავალიანების გამოქვითვით. ვადაგადაცილებულ სადაზღვევო გადასახადებზე ირიცხება საურავები.

სავალდებულო დაზღვევის უვადობა - ის მოქმედებს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ დაზღვეული სარგებლობს დაზღვეული ქონებით. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ უპატრონო და ვადაგასული ქონება. ქონების სხვა დაზღვეულთან გადასვლისას დაზღვევა არ წყდება. ის ძალას კარგავს მხოლოდ დაზღვეული ქონების დაღუპვისას.

სავალდებული დაზღვევისას სადაზღვევო უზრუნველყოფის ნორმირება -  სადაზღვევო შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების  წესის ანაზღაურების მიზნით დგინდება ერთ ობიექტზე სადაზღვევო ანაზღაურების ნორმები პროცენტებში ან ფულადი სახით.

სავალდებული პირადი დაზღვევისას სრულად მოქმედებენ სრულად მოცვის, ავტომატურობის, სადაზღვევო ანაზღაურების ნორმირების პრინციპები. თუმცა, მას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული შეთანხმებული ვადა და მთლიანად არის დამოკიდებული სადაზღვევო შესატანის გადახდაზე (მაგალითად, მგზავრების სავალდებულო დაზღვევისას).

დაზღვევის ნებაყოფლობითი ფორმა დამყარებულია შემდეგ პრინციპებზე:

ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქმედებს კანონის ძალითაც და ნებაყოფლობით საწყისებზეც. კანონი განსაზღვრავს ნებაყოფლობით დაზღვევას დაქვემდებარებულ ობიექტებს და დაზღვევის ყველაზე კარგ პირობებს. კონკრეტული პირობები რეგულირდება დამზღვეველის მიერ შემუშავებული წესებით.

დაზღვევაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა მთლიანობაში დამახასიათებელია დასაზღვევლებისათვის. დამზღვეველს არა აქვს უფლება უარი თქვას ობიექტის დაზღვევაზე, თუ დაზღვეულის ნება არ ეწინააღმდეგება  დაზღვევის პირობებს. მოცემული პრინციპი იძლევა დასაზღვევლის მიერ პირველ მოთხოვნისთანავე  სადაზღვევო ხელშეკრულების (თუნდაც ზეპირის) დადების გარანტიას.

ნებაყოფლობითი დაზღვევით შერჩევითი მოცვა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა დასაზღვეველი არ გამოქვამს მასში მონაწილეობის სურვილს. გარდა ამისა, დაზღვევის პირობების მიხედვით, მოქმედებენ ხელშეკრულებების დადების შეზღუდვები.

ნებაყოფლობითი დაზღვევა ყოველთვის შეზღუდულია დაზღვევის ვადით. ამასთან, ვადის დაწყება და დამთავრება ხელშეკრულებაში განსაკუთრებულადაა განსაზღვრული, თუ სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის პერიოდში მოხდა.  ნებაყოფლობითი დაზღვევის უწყვეტობის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ ხელშეკრულებების ახალი ვადით განმეორებითი დადების გზით.

ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ სადაზღვევო შენატანების ერთჯერადიად ან პერიოდულად გადახდის დროს. ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესვლა განპირობებულია სადაზღვევო შენატანის ერთჯერადი და პირველი გადახდით. გრძელვადიანი დაზღვევის მორიგი შესატანის გადაუხდელობა იწვევს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას. ნებაყოფლობითი დაზღვევის  სადაზღვევო უზრუნველყოფა დამოკიდებულია დამზღვეველის სურვილზე. ქონებრივი დაზღვევის დროს დამზღვეველს შეუძლია განსაზღვროს სადაზღვევო თანხის რადენობა ქონების სადაზღვევო შეფასების ფარგლებში. პირადი დაზღვევისას ხელშეკრულების სადაზღვევო თანხა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

დაზღვევის ყველა სახეობების დღეისათვის არსებული პირობები შემუშავებულია მისი ჩატარების მრავალწლიანი პრაქტიკით,  საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი მუდმივად განიცდიდნენ სრულყოფას დაზღვეულის ინტერესების სულ უფრო სრულად დაკმაყოფილების მიზნით. სადაზღვევო ბაზრის განვითარება და დამზღვეველებს შორისკონკურენცია ქმნიან ხელსაყრელ პირობებს დაზღვევის როგორც არსებითი, ისე არარსებითი პირობების განვითარებისათვის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge