ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიასამეწარმეო რისკების დაზღვევა

სამეწარმეო რისკების დაზღვევა
 | რეიტინგი 3 

კატეგორია „რისკი" შეიძლება განისაზღვროს როგორც რესურსების შესაძლო, სავარაუდო დაკარგვის ან შემოსავლების სრულად ვერმიღების საფრთხე იმ ვარიანტთან შედარებით, რომელიც გათვლილია რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე სამეწარმეო საქმიანობის მოცემულ დარგში. ანუ რისკი - ეს არის საშიშროება იმისა, რომ მეწარმე ნახავს ზარალს დამატებითი ხარჯების სახით ან მიიღებს იმაზე ნაკლებ შემოსავალს, რამდენის იმედიც მას ჰქონდა. თუმცა, რისკის შედეგები უფრო ხშირად ვლინდება ფინანსური დანაკარგების სახით ან მოსალოდნელი მოგების მიღების შეუძლებლობაში, მაგრამ რისკი მაინც არ არის მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებების არასასურველი შედეგები. სამეწარმეო პროექტების გარკვეული ვარიანტებისას არსებობს არა მხოლოდ დასახული შედეგის მიუღწევლობის საფრთხე, არამედ მოსალოდნელი მოგების გადაჭარბების ალბათობაც. სწორედ ამაში მდგომარეობს სამეწარმეო რისკი, რომელიც ხასიათდება დაგეგმილი შედეგებიდან როგორც არასასურველი, ისე განსაკუთრებით ხელსაყრელი გადახრების მიღების შესაძლებლობების ერთობლიობით.

სამეწარმეოს ქვეშ იგულისხმება რისკი, რომელიც წარმოიქმნება ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობის დროს, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის, საქონლისა და მომსახურებების წარმოებასთან, მათ რეალიზაციასთან; სასაქონლო-ფინანსურ ოპერაციებთან; კომერციასთან, და ასევე სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განხორციელებასთან.

სარისკო სიტუაციების ძირითადი დამახასიათებელი მომენტებია:

მოვლენების შემთხვევითი ხასიათი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი შესაძლო შედეგი იქნება პრაქტიკაში რეალიზებული;

ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება;

ცნობილია ან შეიძლება განისაზღვროს შედეგების ალბათობები ან მოსალოდნელი შედეგები;

დანაკარგების წარმოშობის ალბათობა;

დამატებითი მოგების მიღების ალბათობა.

რისკზე წასვლისას გადაწყვეტილების მისაღებად მეწარმე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაძლო შეცდომა ვერ შეძლებს ვერც მისი საქმის და ვერც იმიჯის კომპრომენტირებას. შეცდომის ალბათობა უნდა მიღებულ იქნას როგორც დამოუკიდებლობის განუყოფელი ატრიბუტი, და არა როგორც პროფესიული უუნარობის შედეგი. მხედველობაში გვაქვს შეცდომა, რომელიც ასეთად აღმოჩნდება როგორც გაუმართლებელი, თუმცა იმავდროულად გათვლილი რისკის შედეგი. ყველა მეწარმემ უნდა შეაფასოს ამა თუ იმ რისკის სიდიდე თავის სამეურნეო საქმიანობაში. სამეწარმეო რისკის რაოდენობითი ზომა განისაზღვრება დანაკარგების აბსოლუტური და შეფარდებითი დონით, რომელიც წარმოიშობა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს.

აბსოლუტურ გამოხატულებაში რისკი შეიძლება დადგინდეს შესაძლო დანაკარგების ოდენობით მატერიალურ-სასაქონლო ან ღირებულებითი განსაზღვრებით. შეფარდებით გამოხატულებაში ის განისაზღვრება, როგორც შესაძლო დანაკარგების სიდიდე  ბაზასთან მიმართებაში, რომელადაც მიღებულია საწარმოს მდგომარეობა, რესურსაბის ხარჯვა ან მეწარმეობისგან მოსალოდნელი შემოსავალი.

სამეწარმეო რისკების კლასიფიკაციის სირთულე მათ მრავალფეროვნებაშია. სამეწარმეო ფირმები რისკს ყოველთვის აწყდებიან როგორც მიმდინარე, ისე გრძელვადიანი ამოცანებისას. არსებობს რისკების გარკვეული სახეობები, რომელთა გავლენასაც  განიცდის გამონაკლისების გარეშე ყველა სამეწარმეო ორგანიზაცია, მაგრამ ზოგადებთან ერთად არსებობენ  სპეციფიური სახეობების რისკები, რომლებიც დამახასიათებელია საქმიანობის გარკვეული დარგებისათვის.

ყველა სამეწარმეო რისკი დაზღვევის შესაძლებლობის მიხედვით შეიძლება  ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: დაზღვევადი და არადაზღვევადი. მეწარმეს შეუძლია ნაწილობრივ დააკისროს რისკი  ეკონომიკის სხვა სუბიექტებს, ნაწილობრივ კი თავიდან აირიდოს  საფრთხე, განახორციელებს რა გარკვეულ დანახარჯებს სადაზღვევო შენატანების სახით. ამრიგად, მეწარმეს შეუძლია დააზღვიოს რისკის ზოგიერთი სახეობა, ისეთები, როგორებიცაა საკუთრების დაღუპვის რისკი, ხანძრის გაჩენის რისკი, ავარიები და სხვ.

სადაზღვევო რისკი - ეს არის ისეთი სავარაუდო მოვლენა ან მოვლენათა ერთობლიობა მათი დადგომის შემთხვევისათვის, რომლებისგანაც ხდება დაზღვევა.

 

რისკებს, რომელთა დაზღვევაც მიზანშეწონილია, განეკუთვნება: სავარაუდო დანაკარგები ხანძრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგად; სავარაუდო დანაკარგები საავტომობილო ავარიების შედეგად; სავარაუდო დანაკარგები ტრანსპროტირების დროს პროდუქციის გაფუჭებისა ან განადგურების შედეგად; სავარაუდო დანაკარგები ფირმის თანამშრომელთა შეცდომების შედეგად; სავარაუდო დანაკარგები ფირმის თანამშრომელთა მიერ კონკურენტებისათვის კომერციული ინფორმაციის გადაცემის შედეგად; სავარაუდო დანაკარგები ქვემოიჯარეების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო; სავარაუდო დანაკარგები ფირმის საქმიანი აქტიობის შეჩერების შედეგად; სავარაუდო დანაკარგები ფირმის თანამშრომლის ავადმყოფობის, გარდაცვალების ან უბედური შემთხვევის გამო.

თუმცა არსებობს რისკების ჯგუფი, რომელთა დაზღვევაზეც უარს ამბობენ სადაზღვევო კომპანიები, თუმცა, იმავდროულად, თავის თავზე აღებული დაუზღვეველი რისკი წარმოადგენს მეწარმის მოგების პოტენციურ წყაროს. თუმცა, თუ დაზღვეული რისკის შედეგად გამოწვეული დანაკარგები იფარება სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაუზღვეველი რისკით გამოწვეული დანაკარგები ანაზღაურდება სამეწარმეო ფირმის საკუთარი სახსრებიდან. რისკის დაფარვის ძირითად შინაგან წყაროებს წარმოადგენენ: ფირმის საკუთარი კაპიტალი და ასევე სპეციალურად შექმნილი სარეზერვო ფონდები. გარდა შიდასი, არსებობს კიდევ სავარაუდო დანაკარგების დაფარვის გარე წყაროები, მაგალითად: შვილობილ ბანკებზე პასუხს სათაო ბანკები აგებენ.

საწარმოო რისკების ყველაზე გავრცელებული სახეობებია:

პოლიტიკური რისკები - ეს არის დანაკარგების წარმოშობის ან  მოგების რაოდენობის შემცირების საშუალება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგს. ამრიგად, პოლიტიკური რისკი დაკავშირებულია მთავრობის კურსის შესაძლო ცვლილებებთან, მისი საქმიანობის პრიორიტეტების მიმართულებების შეცვლებთან. აღნიშნული სახეობის რისკის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბებელი კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში, მეწარმეობის ტრადიციებისა და კულტურის არარსებობისას.

            პოლიტიკური რისკი სამეწარმეო საქმიანობას  აუცილებლად ახლავს თან და მისგან  თავის არიდება შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მისი ზუსტად შეფასება და გათვალისწინება.

პოლიტიკური რისკები შეიძლება დაიყოს ოთხ ქვეჯგუფად: ნაციონალიზაციისა და ექსპროპრიაციის რისკი ადექვატური კომპენსაციის გარეშე; ტრანსფერტის რისკი, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი ვალუტის კონვერტირების შესაძლო შეზღუდვებთან; კონტრაქტის გაწყვეტის რისკი იმ ქვეყნის მთავრობის ქმედებების გამო, სადაც მდებარეობს კომპანია; სამხედრო მოქმედებებისა და სამოქალაქო უწესრიგობების რისკი.

სამეწარმეო რისკი დაკავშირებულია პროდუქციის, საქონლისა და მომსახურებების წარმოებასთან და ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან, რომლის პროცესში მეწარმეები აწყდებიან ნედლეულის არაადექვატური გამოყენების პრობლემებს, თვითღირებულების ზრდას სამუშაო დროის დანაკარგების ზრდასთან ერთად, წარმოების ახალი მეთოდების გამოყენებას.

სამეწარმეო რისკის ძირითად მიზეზებს განეკუთვნება: წარმოების დასახული მოცულობებისა და პროდუქციის რეალიზაციის შემცირება შრომის წარმადობის დაქვეითების, დანადგარების მოცდენის, სამუშაო დროის დანაკარგების, საწყისი მასალების საჭირო რაოდენობის არქონის, წარმოებული პროდუქციის წუნის პროცენტის მომატების შედეგად; ფასების დაცემა დაგეგმილთან შედარებით პროდუქციის ან მომსახურების დაბალი რეალიზაციის, მისი არასაკამრისი ხარისხის, საბაზრო ინფრასტრუქტურის არასასურველი ცვლილების, მოთხოვნის შემცირების გამო; მატერიალური ხარჯების გაზრდა მასალების, ნედლეულის, საწვავის, ენერგის გადახარჯვის შედეგად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების, სავაჭრო დანაკარგების, ზედდებული და სხვა გვერდითი ხარჯების გაზრდის ხარჯზე; შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა დასახული რაოდენობის გადამეტების გამო, ან ცალკეული თანამრომლების დაგეგმილზე უფრო მაღალი ხელფასების დონის გამო; საქმიანობის პროცესში საგადასახადო გადახდებისა და სხვა გადარიცხვების გაზრდა გადასახადების განაკვეთების  ცვლილების შედეგად სამეწარმეო ფირმისათვის არახელსაყრელ მხარეს; მოწოდების დაბალი დისციპლინა, საწვავისა და ენერგიის შეფერხებები; სამამულო საწარმოების დანადგარების ფიზიკური და მორალური ცვეთა.

კომერციული რისკი -  ეს არის რისკი, რომელიც წარმოიქმნება მეწარმის მიერ წარმოებული ან შეძენილი საქონლისა და მომსახურებების რეალიზაციის პროცესში. კომერციული რისკის ძირითადი მიზეზებია:

რეალიზაციის მოცულობების შემცირება სამეწარმეო ფირმის მიერ რეალიზებად საქონელზე, მოთხოვნის ან მოთხოვნილების დაცემის შედეგად, კონკურენტის საქონლის მიერ მისი გამოდევნა, გაყიდვებზე შეზღუდვების შემოღება; საქონელზე შესასყიდი ფასის მომატება სამეწარმეო პროექტის განხორციელების პროცესში; შესყიდვების მოცულობების გაუთვალისწინებელი შემცირება დასახულთან შედარებით, რაც ამცირებს მთელი ოპერაციის მასშტაბს და ზრდის დანახარჯებს რეალიზებადი საქონლის მოცულობის ერთეულზე (პირობითად მუდმივი დანახარჯების ხარჯზე); საქონლის დანაკარგები; მიმოქცევის პერიოდში საქონლის ხარისხის დაქვეითება (ტრანსპორტირება, შენახვა), რაც იწვევს მასზე ფასის შემცირებას.

 დასახულთან შედარებით მიმოქცევის დანაკარგების კომერციული რისკი შეიცავს რისკს, რომელიც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის (მომსახურების) რეალიზაციასთან, საქონლის გადაზიდვასთან (სატრანსპორტო), მყიდველის მიერ საქონლის (მომსახურების) მიღებასთან, დაკავშირებულს მყიდველის მსყიდველობით უნარიანობასთან და ასევე ფორს-მაჟორული მდგომარეობების რისკს.

ფინანსური რისკი შეიცავს: რისკს, რომელიც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის (მომსახურების) რეალიზაციასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის (მომსახურების) მიღებასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მსყიდველობით უნარიანობასთან; ფორს-მაჟორული მდგომარეობების რისკს.

ფინანსური რისკი - ეს არის რისკი, რომელიც წამოიქმნება  ფინანსური მეწარმოების ან ფინანსური გარიგებების წარმოებისას, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მეწარმეობისას საქონლის როლში გამოდის ვალუტა, ფასიანი ქაღალდები ან ფულადი სახსრები.  ფინანსურ რისკს განეკუთვნება: სავალუტო რისკი (ფინანსური დანაკარგების ალბათობა ვალუტების კურსის ცვლილებების შედეგად, რომელიც შეიძლება მოხდეს კონტრაქტის დადებასა და მისით ფაქტიური ანგარიშსწორებას შორის პერიოდში. ვალუტის კურსი, რომელიც დგინდება ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ძალზედ ცვალებადია); საკრედიტო რისკი (დაკავშირებულია სამეწარმეო ფირმის მიერ ინვესტორის წინაშე თავისი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, ფირმის საქმიანობისათვის საგარეო სესხის გამოყენების შედეგად. შესაბამისად, საკრედიტო რისკი წარმოიქმნება საწარმოს კრედიტორთან საქმიანი ურთიერთობის პროცესში - ბანკთან ან სხვა საფინანსო დაწესებულებებთან; კონტრაგენტებთან - მომწოდებლებთან ან შუამავლებთან, ასევე აქციონერებთან; საინვესტიციო რისკი (დაკავშირებულია სამეწარმეო ფირმის მიერ ფულადი სახსრების სხვადასხვა პროექტებში ჩადების სპეციფიკასთან).

ტექნიკური რისკი. ეფექტიან სამეწარმეო საქმიანობას, როგორც წესი, თან ახლავს ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ათვისება, რეზერვების ძიება, წარმოების ინტენსიობის გაზრდა. თუმცა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა იწვევს ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეს, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ბუნებას, ადამიანებს, წარმოებას. მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ტექნიკურ რისკზე.

          ტექნიკური რისკი განისაზღვრება წარმოების ორგანიზაციის დონით, პრევენციული ღონისძიებების ჩატარებით (დანადგარების რეგულარული პროფილაქტიკით, უსაფრთხოების წესებით), სამეწარმეო ფირმის საკუთარი ძალებით დანადგარების რემონტის ჩატარების შესაძლებლობით.

ტექნიკურ რისკებს განეკუთვნება: დანაკარგების ალბათობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად; დანაკარგების ალბათობა დაგეგმილი ტექნიკური პარამეტრების მიუღწევლობით საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური სამუშაოების შედეგად; დანაკარგების ალბათობა წარმოების დაბალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამო, რაც არ იძლევა ახალი მიღწევევბის ათვისების შესაძლებლობას; დანაკარგების ალბათობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, გვერდითი პროდუქტების ან დროში გაწელილი პრობლემების წარმოქმნის შედეგად; დანაკარგების ალბათობა დანადგარების გაცდენებისა ან გაფუჭების შედეგად და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური რისკი განეკუთვნება შიდა რისკების ჯგუფს, რადგანაც მეწარმეს შეუძლია უშუალო ზეგავლენის მოხდენა მოცემულ რისკებზე და მათი წარმოქმნა, როგორც წესი, დამოკიდებულია თვითონ მეწარმის საქმიანობაზე.

დარგობრივი რისკი - ეს არის დანაკარგების ალბათობა დარგის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებების შედეგად და დამოკიდებულია ამ ცვლილებების ხარისხზე როგორც დარგის შიგნით, ისე სხვა დარგებთან შედარებით. დარგობრივი რისკის ანალიზისას აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: მოცემული დარგის და ასევე მომიჯნავე დარგების ფირმების საქმიანობა დროის გარკვეულ (არჩეულ) პერიოდში, რადგანაც მოცემული დარგის ფირმების საქმიანობა უფრო მდგრადია ქვეყნის მთლიან ეკონომიკასთან შედარებით; როგორია სხვადასხვა სამეწარმეო ფირმების საქმიანობის შედეგები ერთსა და იმავე დარგს შიგნით, არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავებები შედეგებში.

საინოვაციო რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობაში, რომელიც იმყოფება იმ კაპიტალების ზრდის ეტაპზე, რომლებიც გამოიყენება როგორც არსებული საქონლისა და მომსახურებების წარმოებაში, ისე ახლების, მყიდველისათვის უცნობის შესაქმნელად. საინოვაციო რისკი - ეს არის დანაკარგების ალბათობა, რომლებიც წარმოიქმნება სამეწარმეო ფირმის მიერ ახალი საქონლისა და მომსახურებების წარმოებაში სახსრების ჩადებისას, რომლებიც, შესაძლოა, ვერ ჰპოვებენ ბაზარზე მოსალოდნელ მოთხოვნას.

საინოვაციო რისკი წარმოიშობა შემდეგ სიტუაციებში: საქონლის ან მომსახურების წარმოების უფრო იაფი მეფი მეთოდის დანერგვისას უკვე არსებულთან შედარებით. მსგავსი ინვესტიციები სამეწარმეო ფირმებს მანამდემ ოუტანენ დროებით ზემოგებას, სანამ ის წარმოადგენს მოცემული ტექნოლოგიის ერთადერთი მფლობელს. მოცემულ სიტუაციაში ფირმა აწყდება რისკის მხოლოდ ერთ სახეობას - წარმოებულ საქონელზე მოთხოვნილების არასწორ შეფასებას; ახალი საქონლის ან მომსახურების ძველ დანადგარზე შექმნისას. ასეთ შემთხვევაში ახალ საქონელზე ან მომსახურებაზე მოთხოვნილების არასწორ შეფასებას ემატება ძველი დანადგარის გამოყენებისას საქონლის ან მომსახურების შეუსაბამობის რისკი; ახალი საქონლის ან მომსახურების წარმოებისას ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისას. მოცემულ სიტუაციაში საინოვაციო რისკი შეიცავს ახალი საქონლის ან მომსახურების მყიდველის არარსებობას; ახალი დანადგარისა და ტექნოლოგიების ახალი საქონლისა და მომსახურების წარმოების მოთხოვნებთან  შეუსაბამობის რისკს; შექმნილი დანადგარების გაყიდვის შეუძლებლობის რისკს, რადგანაც წარუმატებლობის შემთხვევაში ის არ შეესაბამება სხვა საქონლის წარმოებას.

სამეწარმეო საქმიანობის დაზღვევის სახეები. სამეწარმეო რისკების დაზღვევის სახეები, როგორც დაზღვევის სხვა ქვედარგები, იყოფა სადაზღვევო ობიექტებისა და სადაზღვევო რისკების მიხედვით. ამის გარდა, მათი დაყოფაც შეიძლება სასაქონლო წარმოების პროცესში სახსრების წრებრუნვის სამი ცნობილი სტადიის შესაბამისად. სახსრების წრებრუნვის პირველი (ფულადი) სტადია დაკავშირებულია კაპიტალის ინვესტირებასთან. ჩადებული კაპიტალის სადაზღვევო უზრუნველყოფა ხორციელდება ინვესტიციების, კრედიტების, სადეპოზიტო ანაბრების დაზღვევის საშუალებით. მეწარმის სადაზღვევო დაცვა სახსრების წრებრუნვის მეორე (საწარმოო) სტადიაზე ხორციელდება დაზღვევის ჩატარებით სამეწარმეო საქმიანობის გაჩერებების შემთხვევებში ხანძრებთან, ავარიებთან და სხვა არახელსაყრელ  მოვლენებთან დაკავშირებით, და უზრუნველყოფს ირიბი დანაკარგებისაგან დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის გამოშვების შეწყვეტასთან, წარმოების აღდგენისათვის დამატებით ხარჯებთან და სხვ. სახსრების წრებრუნვის მესამე (სასაქონლო) სტადიაზე, როდესაც ხდება მზა პროდუქციის რეალიზაცია და მისი ანაზღაურება, ხორციელდება პოლიტიკური და კომერციული მიზეზებით გადაუხდელობის რისკის დაზღვევა.

სამეწარმეო რისკების დაზღვევის ობიექტები შეიძლება იყოს დაზღვეულების ქონებრივი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან. რფ-ის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ასეთი სადაზღვევო ხელშეკრულებები შეიძლება დაიდოს მხოლოს დაზღვეულთა სასარგებლოდ.  სამეწარმეო რისკების სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს  დაზღვეულის სამეწარმეო საქმიანობის დანაკარგებს, რომლებიც შეიძლება განიცადოს მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. ამასთან ერთად, დაზღვევის პირობები ხშირად ითვალისწინებენ დადგენილ ფრანშიზებს. სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში შეიძლება შევიდეს სხვადასხვა მოვლენები - სტიქიურიდან დაწყებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფაქტორებით დამთავრებული.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge