ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიაფინანსური რისკის დაზღევვა

ფინანსური რისკის დაზღევვა
 | რეიტინგი 3 


ფინანსური რისკი შეიცავს
: რისკს, რომელიც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის (მომსახურების) რეალიზაციასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის (მომსახურების) მიღებასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მსყიდველობით უნარიანობასთან; ფორს-მაჟორული მდგომარეობების რისკს.

ფინანსური რისკი - ეს არის რისკი, რომელიც წამოიქმნება  ფინანსური მეწარმოების ან ფინანსური გარიგებების წარმოებისას, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მეწარმეობისას საქონლის როლში გამოდის ვალუტა, ფასიანი ქაღალდები ან ფულადი სახსრები.  ფინანსურ რისკს განეკუთვნება: სავალუტო რისკი (ფინანსური დანაკარგების ალბათობა ვალუტების კურსის ცვლილებების შედეგად, რომელიც შეიძლება მოხდეს კონტრაქტის დადებასა და მისით ფაქტიური ანგარიშსწორებას შორის პერიოდში. ვალუტის კურსი, რომელიც დგინდება ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ძალზედ ცვალებადია); საკრედიტო რისკი (დაკავშირებულია სამეწარმეო ფირმის მიერ ინვესტორის წინაშე თავისი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, ფირმის საქმიანობისათვის საგარეო სესხის გამოყენების შედეგად. შესაბამისად, საკრედიტო რისკი წარმოიქმნება საწარმოს კრედიტორთან საქმიანი ურთიერთობის პროცესში - ბანკთან ან სხვა საფინანსო დაწესებულებებთან; კონტრაგენტებთან - მომწოდებლებთან ან შუამავლებთან, ასევე აქციონერებთან; საინვესტიციო რისკი (დაკავშირებულია სამეწარმეო ფირმის მიერ ფულადი სახსრების სხვადასხვა პროექტებში ჩადების სპეციფიკასთან).

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge