ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიასუფთა და სპეკულაციური რისკი

სუფთა და სპეკულაციური რისკი
 | რეიტინგი 3 

რისკი - ეს არის დანაკარგების საფრთხე. მათი ანაზღაურება ფიქსირდება ფულადი კომენბსაციით, რომელსაც სასამართლო ავალებს გადაეხადოს პროცესის მომგებ მოსარჩელეს. მაგრამ ყველა ზარალი არ ანაზღაურდება. დაზღვევას საქმე აქვს ძირითადად სუფთა რისკთან, რომელიც არის რისკი, რომელიც ვარაუდობს მხოლოდ დანაკარგების ალბათობას. ასე, მაგალითად, თოვლის ზვავი წარმოადგენს რისკის ისეთ სახეობას, რომლის წინასწარ განჭვრეტას  ან თავიდან აცილებას ვერ შეძლებს ვერანაირი ფიზიკური ან იურიდიული პირი. სხვა სიტყვებით, მიწისძვრის ან ხანძრისმაგვარი ნებისმიერი კატასტროფა ძვირად უჯდება იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი თავს დაატყდა, მაგრამ მათი არარსებობა არ იწვევს შემოსავლების ზრდას.

სუფთა რისკი შეიცავს მხოლოდ ზარალის საფრთხეს, მოგების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. მეორეს მხრივ, სპეკულაციური რისკი აჩენს მოგების მიღების პერსპექტივას, რაც, პირველ რიგში, უბიძგებს ადამიანებს ბიზნესისაკენ. ნებისმიერი ბიზნესი გულისხმობს, რომ ფულის კეთებისას შეიძლება მისი დაკარგვაც. სპეკულაციური - ეს არის რისკი, რომელიც ვარაუდობს როგორც მოგებებს, ისე დანაკარგებს.

სუფთა და სპეკულატიურ რისკებს შორის განსხვავების გასაგებად, განვიხილოთ კომპანია „შუა-გრინ-ინტერნეშნლ"-ის მაგალითი, რომელიც აწარმოებს გორგოლაჭებიან ციგურებსა და დაფებს. როდესაც 70-იანი წლების ბოლოს მოზარდები მოულეოდნელად მოიცვა გორგოლაჭებიანი ციგურებით გატაცებამ, კომპანიის პრეზიდენტის 24 წლის ვაჟმა გადაწყვიტა თვითონ გაეკეთებინა ციგურების წყვილი, რომლებიც მან მიამაგრა „ადიდას"-ის ფირმის სპორტულ ფეხსაცმელს. შედეგად მიიღო ფეხსაცმლის სრულიად ახალი სახობა - „ჯოგერები", რომლებმაც შეცვალეს ტრადიციული აწეულცხვირიანი ფეხსაცმელები. არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ საზოგადოება უპირატესობას მისცემდა ახალ ციგურებს, მაგრამ კომპანია მზად იყო გაერისკა. მასიურ წარმოებაში ახალი ფეხსაცმლის ჩაშვება შეიცავდა სპეკულაციური რისკის დიდ წილს, რომელმაც საბოლოო ჯამში გაამართლა, როდესაც 8 თვეში კომპანია გახდა ციგურების წამყვანი მწარმოებელი. იმავდროულად, კომპანია „შუა-გრინი" განიცდიდა სხვადასხვა სახეობის სუფთა რისკის საფრთხეს. ხანძრებს, წყალდიდობებს ან მიწისძვრებს შეეძლოთ ფაბრიკის განადგურება; საწყობიდან შეიძლებოდა მოეპარათ ყველა მარაგი; ავარიაში მოხვედრილიყვნენ საქონლის გადამტანი სატვირთოები; შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო წუნიანი ციგურებით. ეს რომ მომხდარიყო, კომპანია ვერაფერს ვერ მოიგებდა. უკეთეს შემთხვევაში , ის შეეცდებოდა ზარალის თავიდან აცილებას. საბაზრო მეურნეობისათვის დამახასიათებელი გაურკვევლობა შესაძლებელს ხდის სპეკულაციური რისკის არსებობას და განვითარებას. სპეკულაცია განსკუთრებით ბირჟებზეა განვითარებული. განასხვავებენ ბირჟებზე სპეკულაციური საქმიანობის 3 ხერხს: 1. საქონლის ყიდვა, მისი შენახვა გარკვეული ვადით და შემდეგ მისი გაყიდვა. საქონლის ყიდვისას სპეკულანტი იმედოვნებს ფასების მატებას. თუ ფასები კი არ გაიზრდება, არამედ დაიწევს, სპეკულნატი ნახავს ზარალს; 2. ვადიანი (ფიუჩერული) კონტრაქტების დადება, როდესაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორი იღებს თავის თავზე ვალდებულებას იყიდოს ან გაყიდოს საბირჟო საქონლის გარკვეული რაოდენობა დღეს განსაზღვრულ ფასად. მაგრამ. თუ ფასები დაიწევს, ის იზარალებს. 3. ოფციური კონტარქტის დადება. ოფციონი - ეს არის კონტრქტი, რომლის შესაბამისად ინვესტორი ყიდულობს უფლებას მომავალში იყიდოს ან გაყიდოს საქონელი იმ ფასად, რომელიც დღესაა დადგენილი. ამ ხერხის სპიციფიკა იმაშია, რომ ინვესტორს შეუძლია თავის უფლების რეალიზება ან არრეალიზება თავის სურვილის მიხედვით, რომელსაც განსაზღრავს ვითარება. თუ მოლოდინების მიუხედავად, გასაყიდი ფასი დაიწევს, ინვესტორი თავის უფლებას არ გაუკეთებს რეალიზებას. ამ შემთხვევაში, მართალია, ის დაკარგავს იმ ნაწილს, რომელიც ჰონორარის სახით გადაუხადა მაკლერს მასთან კონტრაქტის გაფორმებისას.  ოფციონური კონტრაქტი სპეკულაციის უფრო უსაფრთხო (ნაკლებად რისკიანი) ხერხია ვადიან კონტრქტთან შედარებით, რადგანაც ზარალი შეიძლება იყოს მხოლოდ მაკლერის ჰონორარის ტოლი.

ვადიანი კონტრაქტებიცა და ოფციონი გამოიყენება ჰეჯირების განხორციელებისას - საწარმოო და სავაჭრო ფირმების წარმოებისა და ვაჭრობის ბირჟის საშუალებით დაზღვევისას. ჰეჯირება გამოიყენება ფასების არახელსაყრელი ცვლილებებისას რისკის შესამცირებლად, მაგრამ არ იძლევა ფასების ხელსაყრელი ცვლილებების გამოყენების საშუალებას. ჰეჯირების ოპერაციების დროს რისკი არ ქრება, მაგრამ იცვლის თავის მატარებელს: მწარმოებელი მას გადაამისამართებს ბირჟის სპეკულანტზე, რადგანაც მას რისკის მიმართ ანტიპათია აქვს. სპეკულანტი იღებს რისკს თავის თავზე, რადგანაც თავისი არსით ის რისკის მოყვარულია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge