ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიარისკების მართვის მეთოდები

რისკების მართვის მეთოდები
 | რეიტინგი 3 

ეკონომიკურ თეორიაში მიღებულია სხვადასხვა დონის რისკებთან ბრძოლის მეთოდების ერთობლიობის სამ ჯგუფად დაყოფა: პრევენციულად, რეპრესიულად, კომპენსაციურად.

პრევენციული მეთოდების ქვეშ იგულისხმება ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია გაუთვალისწინებელი დამანგრეველი მოვლენების თავიდან ასარიდებლად ზარალის ალბათობისა და ზომის შესამცირებლად (მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება და ა. შ.). პრევენციული ღონისძიებები ეფუძნება რისკის კონტროლს, როგორც დანაკარგების მინიმიზაციის მეთოდს.

რისკის კონტროლის პროცესის დროს გამოიყენება შემდეგი ხერხები:

1. რისკისაგან თავის არიდება - მცდელობის განხორციელება მოცემული სახეობის დანაკარგების შესაძლებლობის სრულად აცილებისათვის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რისკისაგან თავის არიდება უაღრესად გაძნელებულია.

ჩვენთვის უკვე ცნობილ მაგალითზე რბილი სათამაშოების მწარმოებელ კომპანიაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მწარმოებელს მხოლოდ მაშინ შეეძლო  იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ბავშვებში შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე, თუ უარს იტყოდა ასეთი სათამაშოების წარმოებაზე, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, კომპანია უსაქმოდ დარჩებოდა.

2. დანაკარგების თავიდან აცილება - შეიძლება იყოს კონკრეტული დანაკარგების შემცირების (მაგრამ არა სრულად) მცდელობა. მაგალითად, რბილი სათამაშოების მწარმოებელს შეუძლია  ბავშვებში რბილ სათამაშოებზე ალერგიული რეაქციების საფრთხის წარმოქმნის მინიმიზება წარმოების დაწყებამდე იმ მასალების ანალიზით, რომლებისგანაც ისინი მზადდება.

            ჩვეულებრივ, რისკის სხვა ზონებში იღებენ ისეთ ზომებსაც, როგორებიცაა ცეცხლმაქრობები ხანძრისაგან გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად, კარებზე საიდუმლო საკეტები ქურდობების თავიდან ასაცილებლად და საკონტროლო მოწყობილობა ავარიების ასაცილებლად.

3. დანაკარგების მინიმიზაცია - იმ წესების დაცვით, რომლებიც მთავრობის მიერ კანონმდებლობითაა დადგენილი. ასე შეიძლება საჯარიმო სანქციების თავიდან აცილება რაიმე ინციდენტის შემთხვევაში.

4. რისკი კონტროლის სხვაზე გადაცემა - ეს არის რისკის თავიდან აცილების საშუალება სხვა პირისათვის ან პირთა ჯგუფისათვის ა) რეალური საკუთრების ან საქმიანობის ან ბ) რისკზე პასუხისმგებლობის გადაცემით.

   მაგალითად, ფირმას შეუძლია გაყიდოს შენობა რისკის თავიდან ასარიდებლად, რომელიც დაკავშირებულია საკუთრების ამ სახეობასთან. ასეთი ზომები გვაგონებენ რისკების თავიდან აცილებას. მაგრამ ასევე შესაძლებელია რისკის თავიდან აცილება პასუხისმგებლობის, ანუ თვითონ რისკის გადაცემით.

მაგალითად, მეიჯარეს შეუძლია სახლის მფლობელის დარწმუნება, აიღოს საკუთარ თავზე მისი საკუთრებისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი.

საკუთრების გადაცემის იდეა ჩადებულია აგრეთვე რისკის დაფინანსების ტექნიკაში, რაზეც ქვემოთ იქნება ლაპარაკი.

            რისკის მართვის რეპრესიული მეთოდები, ძირითადად მიმართულია უკვე მიმდინარე სტიქიური უბედურების ჩახშობაზე (მაგალითად, ბრძოლა ხანძართან, წყალდიდობასთან) ან რაიმე სხვა დაზიანებებთან.

            რადგან ყოველთვის უფრო მომგებიანია ზიანის არდაშვება, ვიდრე მისი ანაზღაურება, საზოგადოება, უპირველესად, დაინტერესებულია თავიდან აცილების ქმედებებით. თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური მიზეზებით. საზოგადოებას არ შეუძლია ქარიშხლების, მიწისძვრების, გვალვისა და სხვა უბედურებების თავიდან აცილება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების მეთოდები, მაგრამ ისინი აღემატება საზოგადოების რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება რისკთან კომპენსატორული გზით ბრძოლის მოთხოვნილება.

კომპენსაციური  ხასიათის ღინისძიებებს განეკუთვნება თვითდაზღვევა, ბანკის კრედიტები და თვითონ დაზღვევა. თითოეულს ამ სამი მეთოდებიდან აქვს თავისი ღირსებები და ნაკლი. ამიტომ, სამეურნეო სუბიექტი იყენებს მათ ერთობლივად ან გარკვეული კომბინაციით.

თვითდაზღვევა - ეს არის მექანიზმი, რომლითაც კომპანია აზღვევს საკუთარ თავს,  ზარალის დასაფარად სახსრების დამოუკიდებლად დაგროვებით. თვითდაზღვევა კრიტიკულ მომენტში არა ფულის, არამედ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მაგალითად, გარკვეული ჯიშისა და კონდიციის თესლეულის) დაგროვების საშუალებას იძლევა; მაგრამ მას გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიური საზღვრები, მისი საშუალებით შეუძლებელია დიდი დანაკარგების კომპენსაცია, რადგანაც სახსრები, რომელთა ამოღებაც შეუძლია საწარმოს ბრუნვიდან, არ არის შეუზღუდავი.

რისკის დაფინანსება შეიძლება ხორციელდებოდეს საბანკო კრედიტის ხარჯზეც. საბანკო კრედიტი დანაკარგების ანაზღაურების მძლავრი წყაროა, მაგრამ ის გულისხმობს სახსრების უკან დაბრუნებას. მისგან განსხვავებით, დამზღვევის ფინანსური გარანტია ვრცელდება ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო სახსრები, რომლებიც მიღებულია სადაზღვევო ფორმის სახით, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ამასთან დაკავშირებით, დაზღვევა წარმოადგენს ზარალის კომპენსაციის ძირითად მეთოდს. დაზღვევა ანაზღაურებს ზარალს (ან მის ნაწილს) ფულადი სახით, მაგრამ არ ანაზღაურებს დაკარგულ სასაქონლო-მეტერიალურ ფასეულობებს. პირადი დაზღვევის დროს ლაპარაკიც არაა დაკარგულის ამაზღაურებაზე ან აღდგენაზე - აქ გაიცემა მხოლოდ მატერიალური დახმარება. მიუხედავად ამისა, დაზღვევა საშუალებას იძლევა შემცირდეს საზოგადოებრივი წარმოების ცალკეული საქონლის მწარმოებლის დამოკიდებულება გაუთვალისწინებელ არასასურველ მოვლენებზე და წარმოადგენს ისტორიის მსვლელობის განმავლობაში საზოგადოების მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მექანიზმს საზოგადოებრივი წარმოების დარღვევებთან. დასავლურ ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დაზღვევა განისაზღვრება როგორც საზოგადოებრივი წარმოების რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს მეურნეობის სისტემის დინამიურ სტაბილურობას წარმოქმნილი გადახრების გასწორების გზით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge