ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურა თეთრი სამარე ანუ მოგზაურობა „ алжир-ში“

თეთრი სამარე ანუ მოგზაურობა „ алжир-ში“
 | რეიტინგი 3 

  დრო რომ გადის, საზოგადოებას ავიწყდება ან სპეციალურად ივიწყებს ახლო წარსულს.“ პატიობს ყველასა და ყველაფერს, თუმცა ისტორიას უკუღმა ვერ დაატრიალებ, ,, ყველაფერს მაინც თავისი სახელი უნდა მოეძებნოს თუ გვინდა, რომ ეს ყოველივე ძალადობა, დიქტაურა და ამის მაგვარნი, ისევ არ გაგვიმეორედეს.’’
 
ისინი საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ ან ფიზიკურად გააქრო, ან საზოგავოებრივი მეხისერების მიღმა დატოვა. ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა ტერორი გამოიარეს, ნელ-ნელა ქრებიან და მათთან ერთად იკარგება ხსოვნა ათასობით ტრაგიკულად დაღუპული ადამიანისა.
  1937 წლის 3 ივლისს გულაგის უფროსის .ბერმანის ინიციატივით გადაწყდა გაძლიერებული რეჟმის პირობებში დახვრეტილ ტროცკისტთა და მემარჯვენეთა ოჯახების იზოლირება.  ივლისსშივე შინსახკომის(შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის) სხდომაზე , რომელშიც სტალინიც მონაწილეობდა , დაიგეგმა მასშტაბური ოპერაცია  N00447, რომელმაც სათავე დაუდო 1937-1938 წლების ,,დიდ წმენდას’’.  ამადამიანთა რაოდენობა  6 დან 7000–მდე იყო. ძირითადად ქალები და მოხუცთა უმნიშვნელო რაოდენობა, ასევე სასკოლო ასაკის ბავშვები. ვინაიდან ბანაკი სწრაფად უნდა აშენებულიყო, გადაწყდა მისი ორგანიზება ნარიმსა და ყარაგანდაში არსებული შრომითი დასახლებების ბაზაზე. ასე დაიწყო დღეს უკვე კარგად ცნობილი ქალთა ბანაკის ისტორია სახელადალჟირი (акмолинский лагерь жен  изменников родины) .
 ე.წ სამეულმა 1937–1938 წლებში 573 ქართველი ქალი გაუყენა შორულ გზას საკონცენტრაციო ბანაკისკენ. 163–ს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული სათათბირო განიხილავდა საქმეებს ,,სამშობლოს მოღალატეთაცოლებსა და მოზარდებზე 15 წელ   ზემოთ.  ცოლები ექვემნდებარებოდნენ გადასახლებას შრომა-გასწორების ბანაკებში 5-8 წლამდე ვადით. არ აპატიმრებდნენ: ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, მძიმე ავადფმყოფებს, ქალთა კატეგორიას, რომლებასაც ჰყავდათ ავადმყოფი შვილები და სჭირდებოდათ შესაბამისი მოვლა. ასეთ ადამიანებს აწერინენდნენ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილს და მათს ოჯახებზე წესდებოდა სპეციალური მეთვალყურეობა.
 
ოპერაცია  გასამართლებულ პირთა ცოლების მიმართ უნდა დასრულებულიყო 1937 წლის  25 ოქტომბერს.  1938 წელს აკმოლინსკში  გაიხსნა ქათა ბანაკი, სადაც რეპრესირებულები სასჯელს იხდიდნენ, როგორც  ,,ხალხის მტერთა’’ ოჯახის წევრები. ნამდვილად შემზარავია ის ფაქტი, რომ  რომ ადგილის სახელწოდება- ,,აკმოლა’’ თეთრ სამარეს ნიშნავს.

   საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ მათს რეპრესიულ მანქანაში ისინი ხვდბოდნენ, ვისაც ნათესაური ან მეგობრული კავშირი ჰქონდა „ბრალდებულ“ ადამიანებთან. ,, ხელისუფლება ცდილობდა, გამოძიებისთვის ფორმალურად მიეცა კანონიერი სახე, სინამდვილეში კი, ეგრეთ წოდებული „გამოძიების“ დროს, საპყრობილის თანამშრომლები პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ (უფრო სწორად, იგონებდნენ).’’  წითელი ხელისუფლება დაპატიმრებულთა მიმართ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა, შემზარავია ის ფაქტი, რომ წამების დროს სქესს არ აქცევდნენ ყურადღებას.  საბჭოთა რეპრესიული მანქანა მუშაობდა შეუფერხებლად, ხარვეზების გარეშე, ებრძოდა ,,ღალატს’’  და მის მოსასპობად ყველაფერს აკეთებდა. ამის დასამტკიცებლად განვიხილოთ 2  საქმე, როდესაც გადასხლებაში მოხვდნენ თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეების ცოლები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ ერთგულება შეჰფიცეს ,,სამშობლოს მოღალატეებს’’.
 დავიწყოთ ევგენი მიქელაძის მეუღლის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის შვილის ქეთევან ორახელაშვილის საქმით. ქეთევანი ძალიან ლამაზი იყო, რაც არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას. ერთხელ ბერიას ქუჩაში დაუნახავს ქეთევანი და მანქანა გაუჩერებია (მასთან საუბარი სურდა), მაგრამ, უეცრად გამოჩენილ მარიამს შეუშლია ხელი – პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო. ქეთევანი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. საყოველთაო რეპრესიების ხანაში, ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით,  ქეთევანის მშობლები – მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს მოსკოვში, თბილისში გადმოგზავნეს და საშინელი წამებით ამოხადეს სული. თურმე, მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს.  1937 წლის 5 ნოემბერს კი, ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე – ქეთევანი დააპატიმრეს. ხმა გავრცელდა, რო მიქელაძეს წამების დროს თვალები დასთხარეს და, როცა უბადლო სმენის პატრონმა მაინც იცნო ბერიას ხმა, ყურებში თოფის საწმენდი რკინა – ზუმბა გაუყარეს. ფვიქრობ, ეს შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა , რომ  ადამიანთა დაპატიმრება ხდებოდა არა მხოლოდ შეთხზულ  არგუმენტებზე დაყრდნობით, არამედ პირადი ანგარიშწორების საფუძველზე. ამჯერად, ქეთევანისაგან უარყოფილი და მარიამისაგან შეურცხყოფილი ბერია წლების შემდეგ სასტიკად გაუსწორდა მთელ ოჯახს.
 მიქელაძის დახვრეტის მიუხედავად, ბერიამ ძირითად მიზანს ვერ მიაღწია – ქეთევანი ბერიას სათოფეზე არ იკარებდა.
 ამიტომაც, შინსახკომის(შნაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის) განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკში. მისი ცხოვრება გადასახლებაში, ცხადია, ისეთივე მძიმე და აუტანელი იყო, როგორიც სხვა გადასახლებული ქალების – ისინი საშინელ ყინვაში იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოს, რა დროსაც ფიზიკურადაც მახინჯდებოდნენ. სასჯელის მოხდის შემდეგ ქეთევან ორახელაშვილმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა.
  აღსანიშნავია თამარ-ბაგრატიონ-მიწიშვილის საქმეც. თამარი ცისფერყანწელ ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე იყო. ის პირდაპირ  ნავთლუღის სადგურიდან გაუყენეს შორეულ გზას. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, როგორც ,,ხალხის მტრის “ ოჯახის წვერს, მიესაჯა 8 წლით გადასახლება შრომა- გასწორების ბანაკში. ცნობილია შემთხვევა, როდესაც 40 გრადუს ყინვაში 80 კმ. გაუვლია ფეხით ერთ დღეში. მან სასმართლოზე საკუთარი თავი დამნაშევედ არ სცნო და არც საკუთარი ქმრის ,,დანაშაულებრივი’’ ქმედებები უღიარებია. თბილისში დაბრუნდა 1945წელს, გარდაიცვალა 1979 წელს 70 წლის ასაკში.
   ვფიქრობ, ამ მაგალითებმა ნათლად დაგვანახვა, თუ როგორი სასტიკი იყო წითელი რეჟიმი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს „დიდი ძმის“ ინსტიტუტს, რომელიც ჯორჯ ორუელის წიგნში, „1984-შია“ გადმოცემული. ადამიანთა ცხოვრება იშიფრებოდა, როგორც  ფილმის თითოეული კადრი. ყოველი სიტყვა, როგორც ამ წიგნში სიზმრის დროს წამოსროლილი ფრაზა,  თავში უნებლიეთ გაელვებული აზრი, კონტროლდებოდა და ისჯებოდა წითელი რეჟიმის ბელადთა მიერ. ისინი ძლიერ დიქტატორულ სახელმწიფოს აშენებდნენ, რომლის საძირკველსაც სისხლიანი მოვლენები, ტყუილი, ცილისწამება და „აღიარებული“ დანაშაულები წარმოადნედა. მათ სურდათ, ებატონათ  ადამიანებზე და მათგან შეექმნათ  მარიონეტები, რომლებსაც საკუთარი სცენარის მიხედვით ათამაშებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ცდილობდნენ „საბჭოთა ადამიანის“, პროპაგანდითა  და  კომუნისტური  სულისკვეთებით  გაჟღენთილი  არსების შექმნას, რომელიც არა სამყაროს კანონებს, არამედ მათს ბრძანებებს დაემორჩილებოდა.



ავტორი: ani bochorishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge