ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურა საბჭოთა ხელისუფლების წითელი ვერდიქტი

საბჭოთა ხელისუფლების წითელი ვერდიქტი
 | რეიტინგი 3 


 „თვითმფრინავის ბიჭები"-ვფიქრობ, ამ სიტყვების ხსენებისთანავე თითქმის ყველა ქართველს სისხლიანი 18 ნოემბერი ახსენდება. ესენი ხომ სწორედ ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც თვითმფრინავის გატაცებით შეეცადნენ, საბჭოთა კავშირის წითელი რეჟიმისათვის ეთქვათ „არა" და ამით  პროტესტი გამოეხატათ.
 1983 წლის 18 ნოემბერი 80-იანი წლების საქართველოსა და უზარმაზარი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და, ამავდორულად, ბურუსით მოცული ტერორისტული აქტია.   ამ შემთხვევამ ნათლად დაასაბუთა წითელი რეჟიმის ულმობელი ხასიათი და ის, რომ ხელისუფლებისათვის  მრავალი ადამიანის სიკვდილი სტატისტიკა იყო და სხვა არაფერი.
დღესაც კი 1983 წლის 18 ნოემბერის მოვლენის ინიცაიტორები საზოგადოების ნაწილისათვის გმირები არიან, რომლებიც სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ, მეორეთათვის კი დამნაშვეები, რომელთა გამოც ნათესავები დაკარგეს.
 „თვითმფრინავის ბიჭების" მიზანი საბჭოთა კავშირის დემონსტრაციულად დატოვება იყო (აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იდეიის ორგანიზატორები შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ და საზღვარგარეთ წასვლა არ გაუჭირდებოდათ) ამ გეგმის განსახორხიელებლად  მათ თვითმფრინავის გატაცება და თურქეთის აეროპორტში დასმა გადაწყვიტეს, ნაცვლად ბათუმისა. თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ადამიანი მონაწილეობდა: გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე,  სოსო წერეთელი , კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე . მართალია გატაცებაში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა , მაგრამ  მათი იდეოლოგი იყო მამა თევდორე. ისინი ფიქრობდნენ, რომ მთავრობა საშუალებას მისცემდათ, თვითმფრინავი თუქეთის აეროპორტში დაესვათ . მგზავრებს კი, რომლებსაც მანამდე გააბრუებდნენ, მთავრობა უკან დააბრუნებდა. თუქეთიდან ისინი ამერიკაში უპრობლემოდ გადასვლას ვარაუდობდნენ.
საჭირო იყო მხოლოდ იმის მოფიქრება, როგორ შეეტანათ თვითმფრინავში იარაღი.    
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,  მათ  დაიხმარეს ვინმე ანა ვარსიმაშვილი, რომელიც აეროპორტის ვიპ-გასასვლელში მუშაობდა. თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ მთავრობა , რომელიც ხალხის სუნთქვასაც კი აკონტროლებდა, არ ფლობდა ინფორმაციას ბორდზე იარაღის არსებობის შესახებ.  შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაფერი წინასწარ იცოდა და მაინც არ მოერიდა სისხლისღვრასა და სიტუაციის უკიდურესად  გართულებას.
გაქცეულთა გეგმები რადიკალურად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა.   თვითმფრინავი დაშვებისთანავე საბჭოთა პოლიციამ გარედან დაცხრილა, რასაც მხსვერპლი მოჰყვა. გია ტაბიძე ადგილზევე გარდაიცვალა, ყელში დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა სოსო წერეთელიც. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი  თავი მოიკლა. ბორდზე დაიღუპნენ პილოტი, მისი თანაშემწე და ერთ-ერთი ბორდგამცილებელი. მსხვერპლი იყო მგზავრების მხრიდანაც.

  დამნაშავეებს სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა–სიკვდილით დასჯა შეუფარდათ. აღსანიშნავია, რომ სასამრთლო პროცესი თეატრალურ სანახაობას უფრო ჰგავდა , ვიდრე მწარე რეალობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მოსიყიდა ხალხი და „მათი პირით ისაუბრა“. სასამართლო პროცესზე, როგორც ადრე(ილიას მკვლელობისას) კვლავ იყვნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები . განსხვავება წარსულისა და მაშინდელი აწმყოს სასამართლო პროცესების ამსახველ ვიდეომასალას შორის მხოლოდ ფერადი კადრებია.
 ცაკლე თემაა თინა ფეტვიაშვილის
საქმე. დამნაშავეთაგან მხოლოდ მას გამოუტანეს განსხვავებული განაჩენი, მაგრამ, როგორც ცნობილია, ციხეში ყოფნის დროს ფეხმძიმე გოგოს ხელოვნურად შეუწყვიტეს ორსულობა. საბოლოოდ მას 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
 სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანდა, ახალგაზრდების მშობლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა შვილებისთვის აერიდებინათ სასჯელის უმაღლესი ზომა, თუმცა მათ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს.

 
აღსანიშნავია, რომ „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმე აღარ გადახედილა.



ავტორი: ani bochorishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge