თომას ბეკეტი - ქვეყნის თუ მეფის მტერი!? - ავტორი:პავლიკა ჯაგუნავა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურათომას ბეკეტი - ქვეყნის თუ მეფის მტერი!?

vivus.ge

თომას ბეკეტი - ქვეყნის თუ მეფის მტერი!?
 | რეიტინგი 3 

თომას ბეკეტი, რომელიც ცნობილია აგრეთვე შემდეგი სახელებით: წმინდა თომას კენტერბერიელი, თომას ლონდონელი, დაიბადა 1118 ან 1120 წელს. 1162-70 წლებში იყო კანტარბერიის არქიეპისკოპოსი, ის აღიარებულია როგორც წმინდანი და მოწამე როგორც კათოლიკური აგრეთვე ანგლიკანური ეკლესიის მიერ. მისი მოწამეობა გამოიწვია კონფლიქტმა ჰენრი II-სთან, მოკლულ იქნა 1170 წლის 29 დეკემბერს კანტარბერიის ეკლესიაში, მისი სიკვდილიდან მალევე პაპმა ალექსანდრე II-მ მოახდინა მისი კანონიზაცია.

თომას ბეკეტის შესახებ ინფორმაციას ძოირითადად გვაწვდიან მისი თანამედროვე ავტორები. ბეკეტის ბიოგრაფიების ავტორები არიან: ჯონ სოლსბერი, ედუარდ გრიმი, უილიამ კენტერბერიელი, ჰერბერტ ბოსემელი, თომას ბეკეტის შესახებ ცნობებს გვაწვდიან აგრეთვე უცნობი ავტორები და ქრონისტები.

ბეკეტი დაიბადა 1118-20 წლის 21 დეკემბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, ქალაქ ჩიფსაიდში, მოციქულის საპატივცემულოდ მას თომასი დაარქვეს. მამამისი იყო ჟილბერტ ბეკეტი, დედა კი მატილდა. ორივე მისი მშობელი საფრანგეთის მიწიდან, ნორმანდიიდან იყო. თომასის დაბადებიდან მალევე მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა, სადაც ჟილბერტმა ვაჭრობას მიჰყო ხელი, ის აგრეთვე იყო ქალაქის შერიფი მცირე ხნით.

ჟილბერტის მეგობარი იყო რიშარ დე დაიგლი, რომლისგანაც პატარა თომასი ბევრს სწავლობდა, თუმცა შემდეგ უკვე თომასი და რიშარი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გამომდინარე იქედან, რომ რიშარი იყო კლარენდონის დადგენილების ხელისმომწერი.

10 წლის ასაკში თომასი ლონდონში შეუდგა სწავლა განათლებას თავდაპირველად სწავლობდა მერტონ პრიორში, შემდეგ უკვე ლონდონის გრამატიკის სკოლაში, ის სწავლობდა ტრივიუმს და კვადრიუმს. ლონდონში სწავლის შემდეგ თომასი სწავლას პარიზში აგრძელებს,  სადაც 20 წელიწადს ატარებს. ამასობაში თომასის მამა ჯილბერტი ფინანსურ კრახს განიცდის და თომასი იძულებულია ლონდონში ჩავიდეს და საკუთარი თავი და ოჯახი არჩინოს. ჟილბეტის მეგობარი იყო კანტარბერიის არქიეპისკოპოსი თეობალდი (ტიბო), რომელმაც თომასს საქმე მიუჩინა, თომასი ხშირად სტუმრობდა რომს და ბოლონიას მისიების ფარგლებში, რომელსაც მას თეობალდი ავალებდა, 1154 წელს თეობალდმა თომასი კანტარბერიის არქიდიაკონის ხარისხში აიყვანა, საბოლოოდ კი 1155 წელს თეობალდმა მას რეკომენდაცია გაუწია რათა ინგლისის მეფის ჰენრი II-ის კარზე ლორდ კანცლერის თანამდებობა დაეკავა. ლორდ კანცლერის თანამდებობა საერო ძალაუფლების მხრივ რანგით მეორე იყო მეფის შემდეგ. ამის შემდეგ უკვე თომასი და ჰენრი ძალიან დამეგობრდნენ, ისინი ერთად ახორციელებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს. ჰენრიმ და თომასმა აამოქმედეს კანონი, რომის მიხედვითაც  ყველა მიწის მესაკუთრე ინგლისში (მათ შორის ეკლესიის მიწისაც), იყო მეფე, აგრეთვე ეკლესიის მსახურები უნდა დამორჩილებოდნენ მეფეს.  საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჰენრიმ თავისი შვილი  და მემკვიდრე ჰენრი თომასს მიანდო აღსაზრდელად (შემდეგში ჰენრი (უმცროსი) მამამისს აუჯანყდება შეიძლება თომასის ძეგავლენითაც).

1162 წლეს გარდაიცვალა კენტერბერიის არქიეპისკოპოსი თეობალდი, რომლის თანამდებობაც უმაღლესი იყო ინგლისში სასულიერო წოდებებს შორის. ჰენრის მიეცა კარგი საშუალება, რათა მის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მიეღო არქიეპისკოპოსის თანამდებობდა, რომელიც შემდეგში დაეხმარებოდა მეფეს, რათა ეკლესია მეფის ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა, ამრიგად 1162 წლის 2 მაისს სასულიერო პირების მიერ ხელდასხმულ იქნა თომასი, როგორც კანტარბერიის არქიეპისკოპოსი, 3 ივლისს კი ის ვინჩსტერის და სხვა ინგლისელი ეპისკოპოსების მიერ იქნა კურთხეული.

არქიეპისკოპოსად არჩვის შემდეგ თომასმა ჰენრის იმედები ვერ გაამართლა, ჰენრიმ ვერ მოიპოვა ის მხარდაჭერა თომასისგან რასაც ელოდა, თომასი რადიკალურად შეიცვალა, მან დაიწყო ასკეტური ცხოვრება მხოლოდ წყალსა და პურს ჭამდა, საქმე თვითგვემამდეც მიდიოდა, მოკლედ თომასმა ეკლესიის მხარე დაიჭირა და დაიწყო ბრძოლა, რათა ეკლესიის დამოუკიდებოლბა შეენარჩუნებინა მეფისგან.

დაპირისპირება თომასსა და მეფეს შორის უფრო და უფრო მწვავდებოდა, პიკი აღმოჩნდა 1164 წელი, როდესაც მეფემ კლარენდონის სასახლეში მოიწვია კრება, რომელშიც სასულიერო პირები მონაწილეობდნენ (თომას ბეკეტის გამოკლებით),  და მიიღო "კლარენდონის დადგენილება". ეს იყო დოკუმენტი, რომელიც 16 თავისგან შედგებოდა და რომლის მიხედვითაც სამეფო ხელისუფლებამ და შესაბამისად ჰენრიმ დაიმორჩილა საეკლესიო წოდებები და შეასუსტა რომის პაპის გავლენა ინგლისის ეკლესიაზე, დადგენილების მიხედვით სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ ინგლისიდან გასვლა მეფის ნებართვის გარეშე, მათ არ შეეძლოთ მეფის კაცის ანათემაზე გადაცემა, აგრეთვე ეკლესიას მეფემ სამეფო გადასახადი შეაწერა. თუმცა ეს დადგენილება ძალაში ვერ შევიდოდა, მანამ, სანამ მას ხელს არ მოაწერდა კანტარბერიის არქიეპისკოპოსი, თომასმა ხელის მოწერაზე მტკიცე უარი განაცხადა, საპასუხოდ მეფემ სასამართლო მოიწვია და თომასი ქვეყნის  მოღალატედ გამოაცხადა. თომასი იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო და იქ მყოფი პაპისთვის ალექსანდრე III-სთვის დახმარება ეთხოვა ჰენრის წინააღმდეგ. რომის პაპი ამ დროს ებრძოდა ფრიდრიხ ბარბაროსას და ინგლისის მეფესთან ურთიერთობის გამწვავება არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ ის თომასის იდეებს იზიარებდა.

2 წელი თომასმა საფრანგეთში, ცისტერციანელების სააბატოში, ჰონტიგნში გაატარა და აქედან ცდილობდა ჰენრისთვის უარი ეთქმევინებინა კლარენდონის დადგენილებაზე, ის ინგლისს ინტერდიქტით ემუქრებოდა. ამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა 1170 წელს ალექსანდრე III-მ თომასს ლეგატები გააყოლა და ინგლისში გამოისტუმრა, მათ კი დაავალა მეფესთან შეერიგებინათ თომასი, თავის მხრივ ჰენრიც გარკვეულ კომპრომისებს დაპირდა თომასს, რომელსაც მხარის უჭერდა ლუი VII-ც.

თოამსი დაბრუნდა ინგლისში და განაახლა ბრძოლა. პირველ რიგში მან ეკლესიიდან განკვეთა ბრიჯის ეპისკოპოსი როჯერი, აგრეთვე სოლსბერის ეპისკოპოსი, რომლებმაც მეფედ აკურთხეს ახალგაზრდა ჰენრი - ჰენრი II-ის ვაჟი, რითაც მათ მეფის კორონაციის უფლება დაისაკუთრეს, რომელიც კანტარბერიის არქიეპისკოპოსს ეკუთვნოდა. თომასი ეკლესიიდან აძევებდა მეფის ხალხს, რითაც ჰენრი აღშფოთება ვერ მალავდა, ერთხელაც თომასის კიდევ ერთი ქმედების შემდეგ ჰენრიმ აღშფოთებულმა დაიყვირა : "შეუძლია ვინმეს თავიდან მომაშოროს ეს აბეზარი მღვდელი?", ეს სიტყვები გაიგეს და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს იქვე მყოფმა 4-მა რაინდმა: რეჯინალდ ფითცურსმა, ჰიუგ დე მორვილმა, უილიამ დე ტრესიმ და რიჩარდ დე ბრიტომ, რომლებმაც გადაწყვიტეს მეფისთვის სამსახური გაეწიათ და თომას ბეკეტი მოეკლათ.

1170 წლის 29 დეკემბერს მეფის 4 რაინდი მიადგა კანტარბერიის კათედრალს. თომასმა იცოდა მის მოკვლას რომ აპირებდნენ, თუმცა გაქცევა არ სცადა, ის მოკლული იქნა საკურთხეველთან.

თოამსის მკვლელობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინგლისის მეფის ქმედება წინ აღუდგა ლორდების უმრავლეოსბა, აღშფოთებას ვერ მალავდა რომოს პაპი ალექსანდრე, საბოლოოდ ჰენრის 1171 წელს თომასის საფლავთან მუხლმოყრილს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.

თომას ბეკეტი დაკრძალულ იქნა კანტარბერში, წმინდა დუნსტანის ეკლესიაში, ეს ადგილი წლების შემდეგ მთავარ საპილიგრიმო ადგილად იქცა ინგლისში.

1173 წელს ზარალის ანაზღაურების მიზნით თომასის და მერი ბარკინგის აბატისად აკურთხეს.

რაც შეეხება თომასის მკვლელ 4 რაინდს ჰენრიმ მათი მიწების კონფისკაცია მოახდინა, პაპმა ალექსანდრემ კი ისინი ეკლესიიდან განკვეთა.

თომასისი სიკვდილიდან მალევე პაპის ინიციატივით შეიქმნა "წმინდა თომასის რაინდების" ორდენი, რომელიც ინგლისში კათოლიკური ეკლესიის შეიგნიტ მოქმედებდა

1173 წელსვე პაპ ალექსანდრეს მიერ თომასი წმინდანად იქნა შერაცხული და ეწოდა წმინდა თომას კენტერბერიელი.

 




ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge