ქალი პაპის მანტიაში - ავტორი:temiko40 cagareishvili
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურაქალი პაპის მანტიაში

vivus.ge

ქალი პაპის მანტიაში
 | რეიტინგი 3 

ბოლომდე გარკვეული არ არის, მართლა იყო თუ არა ქალი რომის ეკლესიის მეთაური.ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა ისტორიაში და რომის ეკლესიას მართლაც ედგა სათავეში ქალი, რომელმაც რომაელი სამღვდელოების უმაღლეს იერარქიაში შეღწევა შეძლო.

მიჩნეულია, რომ იოანა რომის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო (რა თქმა უნდა, ამას პირობითად ვამბობთ, რადგან კათოლიკური, ისევე, როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად, ქალს არ შეუძლია მღვდელი გახდეს, მით უმეტეს მაღალი იერარქის ხარისხს ვერ მიიღებს) 855–858 წლებში.ზოგიერთი წყაროს ცნობით, მე–11 საუკუნეში, უფრო ზუსტად 1099 წელს.

წყაროთა თანახმად, იოანა მაინცში ან ინგელჰაიმში დაიბადა ინგლისელი მისიონერის ოჯახში. იმ დროს ფრანკთა დაშლილი იმპერიის აღმოსავლეთის მიწებზე აქტიურად მიმდინარეობდა იქ მოსახლე სხვადასხვა გერმანული და სლავური მოდგმის ხალხის გაქრისტიანება. გოგონას ადრეული ასაკიდანვე გამოუვლენია განათლებისადმი სიყვარული. თორმეტი წლისა რომ შესრულდა, მამაკაცის სამოსში გადაცმული სახლიდან გაქცეულა ათენში, რასაკვირველია, სწავლის გასაგრძელებლად. ათენის შემდეგ რომში გადასულა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დაეუფლა. თავისი განათლებით ინგლისელი ქალი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, თუკი წყაროთა მონაცემებს ვერწმუნებით, მან უმაღლესი იერარქის წოდება მიიღო, შემდეგ კი პაპიც გახდა. მე–13 საუკუნის მემატიანე მარტინ პოლონიუსი გადმოგვცემს, რომ ის ეკლესიას 2 წლის, შვიდი თვისა და ოთხი დღის განმავლობაში მართავდა. მარტინ ოპაველის თანახმად, ის საყვარლისგან დაფეხმძიმებულა და კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ტაძარს შორის მდებარე ვიწრო ქუჩაზე მსვლელობისას მშობიარობას გადაჰყოლია. ასევე მე–13 საუკუნის მემატიანე ჟან დე მაია წერს, რომ იოანა ცხოვრობდა მე–11 საუკუნეში და იგი პაპი 1099 წელს ყოფილა, ხოლო პაპების სიაში იმიტომ არ მოუხსენებიათ, რომ ქალი იყო, რომელიც ჟან და მაიას თქმით, „ხასიათისა და ტალანტის წყალობით ჯერ კურიის მდივანი, შემდეგ კარდინალი, ბოლოს კი პაპი გახდა“. როდესაც იოანამ იმშობიარა და აშკარა შეიქმნა, რომ ქალი იყო, რომაული კანონების თანახმად, იგი ცხენის კუდზე გამოაბეს, ათრიეს და ქვებით ჩაქოლეს.

გადმოცემის თანახმად, რომში პაპის კურთხევისას იყენებდნენ სკამს, რომლის შუა ნაწილი ამოჭრილი იყო, .. Sella Stercoraria, რომლის  მეშვეობითაც თითქოს პაპის სქესს ამოწმებდნენ, მაგრამ არც ეს გადმოცემაა ისტორიულად დადასტურებული. ქალი პაპის რეალურობის დასამტკიცებლად, ხშირად მოჰყავთ შემდეგი რამ: 1634 წლამდე სიენას ტაძარში, სხვა პაპებისა თუ წმინდანების ქანდაკებებთან ერთად, იოანა მე–7–ის ქანდაკებაც იდგა, ხოლო მხატვრულ შემოქმედებაში ხშირად ჩნდებოდა გამოსახულება ბავშვთან ერთად, რომელსაც ზოგიერთები იოანად მიიჩნევდნენ.

თემური ცაგარეიშვილი

 



ავტორი: temiko40 cagareishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge