ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეს საინტერესოასად მთავრდება „მე“?

სად მთავრდება „მე“?
 | რეიტინგი 3 

მოდი დავფიქრდეთ სად მთავრდება ჩვენთვის ცნება „მე“? როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი „მე“ მთავრდება ჩვენი სხეულის კანით. თუკი მე და თქვენ ხელიხელჩაჭიდებული ვართ, ვთვლით, რომ „მე“ მთავრდება ჩემი თითების ბოლოს და „შენ“ იწყება შენი თითებიდან.

მაგრამ მოდით ახლა ავიღოთ დედა და მისი ჩვილი ბავშვი. აქ უკვე სხვა აზრი დევს დედასთვის. მისი „მე“ მოიცავს უკვე შვილსაც და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება დაემუქროს შვილს დედისთვის აღიქმება საკუთარ საფრთხედ.

ახლა წარმოვიდგინოთ რომ თქვენ შეიძინეთ ახალი ავტომობილი. თქვენი „მე“ ფართოვდება და მასში ახლად ნაყიდი ავტომობილიც ხვდება. თუკი გუშინ არაფერი გქონდათ საწინააღდეგო ვინმე თუ მანქანაში პიცას ილუკმებოდა, დღეს ასეთი ქცევა უკვე აღმაშფოთებელია თქვენთვის. თქვენ მას ისევე მოუფრთხილდებით, როგორც საკუთარ სხეულს.

„მე“ შეიძლება შეიკუმშოს კიდევაც. წარმოიდგინეთ, თქვენ ღმერთმა გაშოროთ, ადამიანს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და ექიმი ეუბნება, თუკი არ ამოიჭრა სხეულის ეს ნაწილი, შეიძლება ამან ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ის, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, უნდა შეეგუოს ამ გარემოებას და საკუთარი „მე“-ს მიღმა მოაქციოს თავისი სხეულის დასნეულებული ნაწილი.

„მე“ ანუ „ჩემი ინტერესები“ ასევე შეიძლება გაფართოვდეს ან შეიკუმშოს კომპანიის ფარგლებშიც. თუკი კომპანიის თანამშრომელი „მე“-ში გულისხმობს საკუთარ კომპანიასაც, ის გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს საერთო საქმეს და უფრო მშრომელი და შემოქმედებითი იქნება სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. ეს, თავის მხრივ კარიერული წინსვლის საუკეთესო წინაპირობაა. შეიძლება თანამშრომლის „მე“ ვრცელდებოდეს მხოლოდ მისი დეპარტამენტზე ან მხოლოდ მისი სამუშაო მაგიდის ფარგლებში. მაშინ ასეთი ადამიანი ნაკლებად პროდუქტიული იქნება.

საწარმოს დირექტორისთვის „მე“ შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ მის საწარმოს. მაგრამ შეიძლება მისი „მე“ გაფართოვდეს სადისტრიბუციო ქსელზეც. ამ შემთხვევაში საწარმო ბევრად ეფექტური და მომგებიანი იქნება.

ქვეყნის პრეზიდენტის „მე“ მთელს ქვეყანას მოიცავს.

არიან ადამიანები, რომელთა „მე“ შემოიფარგლება მისი ოჯახის წევრებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ასეთმა ადამიანმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა აიგოს სხვების ხარჯზე (მოიპაროს, ქრთამები აიღოს, მუხანათური ხერხებით გაიკეთოს კარიერა, ითაღლითოს და ა.შ.)

გადაწყვეტილება, თუ სად მთავრდება თქვენი „მე“, თავად უნდა მიიღოთ. მაგრამ ეს პოზიცია არ არის ფიქსირებული და დროდადრო ხან ფართოვდება, ხან იკუმშება. მაგრამ ყოველ ასეთ გადაწყვეტილებას სერიოზულ შედეგებამდე მივყავართ. და რაც უფრო ფართოა „მე“, მით მეტია პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მოსალოდნელი სიკეთეები. მათ შორის მატერიალურიც.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge