ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეს საინტერესოარასაც მოელით, იმას მიიღებთ

რასაც მოელით, იმას მიიღებთ
 | რეიტინგი 3 

უფალმა შექმნა ადამიანი თავისნაირად, გვეუბნება ბიბლია. ეს მეტა გვიიოლებს იმის გაგებას, როგორი შეიძლება იყოს უფლი ჩვენს მიმართ. იმისათვის რომ გავიგოთ, როგორ ურთიერთობებში უნდა ვიყოთ უფალთან, საკარისია გავიაზროთ ჩვენი ურთიერთობა შვილთან. ანალოგია არის ადეკვატური, ვინაიდან წმინდა წერილები გვამცნობენ, რომ ჩვენ ყველანი ვართ უფლის შვილები. მაგალითად, მე მყავს 6 წლის შვილი ნინიკო. რა უნდა გააკეთოს მან, თუკი სურს რაიმე მიიღოს? ნინიკოს როდესაც სურს რამე, ის მოდის ჩემთან და იწყებს იმით, რომ მეუბნება, თუ როგორ ვუყვარვარ. როდესაც მე დავდნები მისი სიტყვებისგან, მე უკვე მზად ვარ ნებისმიერი მისი თხოვნა შევასრულო. უნდა ავღნიშნო, რომ მას ვერაფრის მოცემა არ შეუძლია ჩემთვის, ყველაფერი რაც მას აქვს ჩემი (და ჩემი მეუღლის) ნაყიდია. ერთად-ერთი, რაც მან უნდა მომცეს, არის მისი სიყვარული. სწორედ ასეთია ჩვენი ურთიერთობა უფალთან. თუკი რაიმე გავაქვს ცხოვრებაში, ყველაფერი უფალს ეკუთვნის. თქვენ გგონიათ, სამსახური, რომელიც იშოვეთ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა? ან დიდი მოგებები, რომლითაც ყიდულობთ ათასგვარ რამეებს თქვენია? ან თანამდებობა და ძალაუფლება, რომელსაც მოიხვეჭთ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და უფალს ამაში არაფერი წვლილი არ მიუძღვის? თუ თქვენ მართლა ასე გგონიათ, მაშინ გამეცით პასუხი ასეთ კითხვაზე: როდესაც გარდაიცვლებით, რას წაიღებთ თან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილისგან? ერთად-ერთი რაც შეიძლება დარჩეს ამ ქვეყანაზე, არის თქვენი გაკეთებული საქმეების წყალობით მოხვეჭილი სახელი. და თუ თქვენ ვერ წაიღებთ იმ სამყაროში, სადაც თქვენი სული გადაინაცვლებს გარდაცვალების შემდეგ, ვერაფერ მატერიალურს რასაც ამ ქვეყანაზე დააგროვებთ, შეიძლება ამას დაერქვას თქვენი? თქვენი სხეულიც კი, რომელიც თქვენ გგონიათ თქვენი, სრულებითაც არ არის ასეთი. ისიც კი დროებით სარგებლობაში გადმოგეცემათ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულით. ღმერთს ჩვენგან სჭირდება მხოლოდ სიყვარული.

ახლა ცოტა მატერიალურზეც ვისაუბროთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ ორი შვილი. უფროსს უყვარს 50 თეთრიანი „გურჯაანის ნაყინი“, ხოლო მეორეს, უმცროსს კი 2,0 ლარიანი „სნიკერსის ნაყინი“. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოდის თქვენი უმცროსი შვილი და გთხოვთ: „მამა მომეცი ფული ნაყინზე?“ თქვენ გაქვთ 2,0 ლარი და თქვენ არ ხართ წინააღმდეგი რომ მან მიირთვას ნაყინი, რას აკეთებთ? თუ თქვენ ნორმალური მშობელი ხართ, რასაკვირველია აძლევთ 2,0 ლარს. წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ მოდის უფროსი შვილი და გთხოვთ იგივეს: „მამა, მომეცი ნაყინისთვის ფული?“ თქვენ გაქვთ ფული და არ ხართ წინააღმდეგი მან შეჭამოს ნაყინი. რას აკეთებთ? თქვენ აძლევთ მას 50 თეთრს. თქვენ გაქვთ 2,0 ლარი, მაგრამ არ აძლევთ მას 2,0 ლარს, ვინაიდან იცით, რომ მას უყვარს 50 თეთრიანი „გურჯაანის“ ნაყინი. ზუსტად ასეა, როდესაც ჩვენ გვსურს რაიმეს ყიდვა. როდესაც თქვენ გსურთ 3000 ლარიანი მანქანის ყიდვა, უფალი გამოგიგზავნით ისეთ შესაძლებლობებს, რომ თქვენ იშოვოთ 3000 ლარი. მას აქვს ბევრად მეტი (ხომ არ დაგავიწყდათ, მისი შექმნილია სამყარო), მაგრამ თქვენ ხომ მეტი არ გითხოვიათ? მაშინ რატომ გიკვირთ, რომ თქვენ დადიხართ 15 წლის მანქანით და სხვა ახალთახალი, ავტოსალონში ნაყიდი მანქანით? რაც მოითხოვეთ, ის მიიღეთ.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge