ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიასიმდიდრის ხუთი კანონი

სიმდიდრის ხუთი კანონი
 | რეიტინგი 3 

 

money, Wealth

1.  ოქრო მიისწრაფის იმისკენ, ვინც ინახავს თავისი შემოსავლის მეათედს საკუთარი თავისა და ოჯახის მომავლის უზრუნველსაყოფად. 2. ოქრო მთელი ძალით მუშაობს ბრძენ პატრონზე, რომელიც მას გონივრულად აბანდებს საქმეში. 3. ოქრო საჭიროებს დაცვას, ამიტომაც ამჯობინებს სიფრთხილეს და ბრძენი ადამიანების რჩევებს. 4. ოქროს არ უყვარს, როდესაც აიძულებენ იმუშაოს იმ სფეროში, რომელშიც ადამიანს არაფერი გაეგება.  5. ოქრო ხელიდან  უსხლტება მას, ვინც აბანდებს მას ავანტურულ და მოუფიქრებელ პროექტებში, სიმდიდრეზე რომანტიკული მოლანდებების გასაცოცხლებლად.

 

ადამიანი მდიდრდება მხოლოდ მაშინ , როდესაც იცის სიმდიდრის ხუთი კანონი და იცავს მათ.

სიმდიდრე, რომელიც სწრაფად მოდის, ასევე სწრაფადაც იკარგება. სიმდიდრე, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტი სიამოვნება და კმაყოფილება თავისი მფლობელისათვის, მოდის თანდათან და მის საფუძველში დიდი ცოდნა და მძიმე შრომა დევს.

გამომუშავება - არ არის რთული რამ მოაზროვნე ადამიანისათვის, მაგრამ მისი შენარჩუნება და გაზრდა ყველას არ შეუძლია.

სიმდიდრის პირველი კანონი. ოქრო მიისწრაფის იმისკენ, ვინც ინახავს თავისი შემოსავლის მეათედს საკუთარი თავისა და ოჯახის მომავლის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი, ვინც დაიწყებს გამომუშავებულის მეათედის გადადებას და დაგროვილის გონივრულად დაბანდებას, თანდათან გადააქცევს თავის დანაზოგს დიდ ქონებად, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლებს სამომავლოდ და იქნება ოჯახის შეძლებულად ცხოვრების გარანტია, როდესაც პატრონი ზეცას გაემგზავრება. ეს კანონი ამტკიცებს, რომ ოქრო მიიწევს სწორედ ასეთი ადამიანისკენ. რაც უფრო მეტ ოქროს ვაგროვებ, ის მით უფრო ხალისით მუშაობს ჩემზე და მრავლდება. ოქრო, რომელსაც მე გადავდებ და ვინახავ, გამოიმუშავებს სულ უფრო მეტსა და მეტს, და სწორედ ამაშია პირველი კანონის არსი.

სიმდიდრის მეორე კანონი.  ოქრო მთელი ძალით მუშაობს ბრძენ პატრონზე, რომელიც მას გონივრულად აბანდებს საქმეში.

მართლაც, ოქრო ღირებულია მუშაკია. პირველივე შესაძლებლობისას ის ცდილობს გაიზარდოს მოცულობებში. ყველას, ვინც ისწავლა ოქროს გადადება, ეძლევა მისი საქმეში სარგებლით ჩადების შანსი. წლებთან ერთად შემოსავლები  განუსაზომლად იზრება.

სიმდიდრის მესამე კანონი.  ოქრო მთელი ძალით მუშაობს ბრძენ პატრონზე, რომელიც მას გონივრულად აბანდებს საქმეში. ოქრო მიიწევს ფრთხილი პატრონისაკენ, და ასევე ხელიდან უსხლტება უზრუნველს. ადამიანი, რომელიც ეძებს ბრძნულ რჩევებს კაპიტალის დაბანდების საქმეში, ძალზე სწრაფად შეძლებს არა მხოლოდ გაზარდოს საკუთარი ქონება გიგანტურ ზომებამდე, არამედ შეინარჩუნოს მისი მთლიანობაც.

სიმდიდრის მეოთხე კანონი. ოქროს არ უყვარს, როდესაც აიძულებენ იმუშაოს იმ სფეროში, რომელშიც ადამიანს არაფერი გაეგება. ადამიანისათვის, რომელსაც აქვს ოქრო, მაგრამ არა აქვს მისი განკარგვის ცოდნა, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ სფეროებშია  ყველაზე მომგებიანი მისი დაბანდება. ამიტომ ის იწყებს ფუსფუსს და შეიძლება შეცდეს არჩევანში, ეს კი გამოიწვევს კაპიტალის დაკარგვას. გამოუცდელი მეანაბრე, რომელიც მხოლოდ თავის ნააზრევს ენდობა, რისკავს თავისი კაპიტალის იმ საწარმოებში ჩადებას, რომლის მუშაობაზეც მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს, ხოლო დაშვებულ შეცდომებშეზ პასუხს თავისი განძით აგებს. ბრძენია ის, ვინც მისდევს ოქროს მართვის მცოდნეთა რჩევებს.

სიმდიდრის მეხუთე კანონი. ოქრო ხელიდან  უსხლტება მას, ვინც აბანდებს მას ავანტურულ და მოუფიქრებელ პროექტებში, სიმდიდრეზე რომანტიკული მოლანდებების გასაცოცხლებლად. მაცდური პერსპექტივები ახალგამომცხვარ მესაკუთრეს ოქროს მფლობელობას პირდება. მისთვის ავანტურული იდეები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, რამდენადაც დაუყოვნებლივ და უზარამაზარ მოგებას ჰპირდება. და სწორედ აქ ღირს ბრძენი ადამანების რჩევებისათვის ყურის დაგდება, რომლებმაც იციან, თუ რა საფრთხეები იმალება ასეთი გეგმების უკან.

ჯორჯ ს. კლეისონი „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში"

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge