ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიარენდი გეიჯის კეთილდღეობის შვიდი კანონი.

რენდი გეიჯის კეთილდღეობის შვიდი კანონი.
 | რეიტინგი 3 

 

წარმატება

1. სიცარიელის კანონი. თუ თქვენ გჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი, ძველი გადაყარეთ. თუ გჭირდებათ ახალი ტანსაცმელი, გამოასუფთავეთ თქვენი კარადა. თქვენ ნებაყოფლობით უნდა დაემშვიდობოთ საკუთარ სტერეოტიპებს.

2. ცირკულაციის კანონი. იყავით მზად შეელიოთ რაიმეს, რასაც ფლობთ, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ.

3. წარმოსახვის კანონი. თქვენ კეთილდღეობა ჯერ თქვენს წარმოსახვაში უნდა დინახოთ. გააკეთეთ თქვენი იდეალური დღის აღწერა და არავის არ აჩვენოთ ის, მათ გარდა, ვისაც ენდობით. შეინახეთ ეს აღწერა სადმე ახლოს და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე.

4. შემოქმედების კანონი. ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს კეთილდღეობას თავისი აზროვნების ენერგიის, ინტუიციის და წარმოსახვის  საშუალებით.

5. გაცემისა და მიღების კანონი. თუ თქვენ რაიმეს გასცემთ, ის თქვენ ათმაგად გიბრუნდებათ. როდესაც იღებთ სიკეთეებს, ძალზე მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთათვის
მათი განაწილება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე უნარი და არ იყენებთ მას, ამით შეურაცხყოფთ საკუთარ ღვთიურ არსს. იმისათვის, რომ პატივისცემით მოექცეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თქვენ ის უნდა გიხაროდეთ და სხვებსაც გაუზიაროთ. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მით უფრო მეტ სიკეთეს მიიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში.

6. მეათედის კანონი. სამყარო ყოველთვის მიიღებს თავის მეათედს. ეს არის უბრალოდ მხარდაჭერის წყაროს კანონი - 10% იმისა, რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს არ იცით, როდის დაგიბრუნდებათ თქვენი მეათედი. ფული ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისიც შეიძლება მოვიდეს თქვენთან ვინმესთან შერიგების სახით, ახალი მეგიბრული ურთიერთობების, ასევე გამოჯანმრთელებით და ა. შ.

7. ყველას მიტევების კანონი. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მიუტევოთ ადამიანებს, მაშინ ვერც სიმდიდრეს მიიღებთ. თუ თქვენი სული სავსეა სიძულვილით, მაშინ სიყვარული თავის ადგილს ვერ იპოვის. თქვენ უნდა მოიშოროთ ნეგატიური გრძნობები, რომლებიც თქვენ გხრავენ შიგნიდან და მოსვენებას არ გაძლევენ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge