ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაროგორ მივაღწიოთ კეთილდღეობას - 7 უბრალო ცხოვრებისეული პრინციპი

როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობას - 7 უბრალო ცხოვრებისეული პრინციპი
 | რეიტინგი 3 

Success

დიდი ხანია რაც უკვე მომწიფდა განსახილველად საკითხი და რომელიც არაერთხელ დასმულა სხვადასხვა დისკუსიების დროს:  როგრ გავხდეთ მდიდარი და როგორ მივაღწიოთ კეთიდლდღეობას?

მე შეგნებულად მომყავს ეს სიტყვა: კეთილ-დღეობა. ანუ კარგად ყოფნის მდგომარეობა.

ჩაუფიქრდით ამ სიტყვებს: სიმდიდრე, კარგად ყოფნა, კეთილდღეობა,
ფულს თავისთავად არ მოაქვს ბედნიერება, და ეს ყველამ იცის. ფული - ეს არის დრო. განზრახვებისა და შესაძლებლობების ენერგია. თუ თქვენ შინაგანად ცარიელი ხართ (დაღლილიბა, აპათია, ჩაკეტილობა - თქვენ არ გაქვთ განხზრახვათა ვექტორი, ანუ ის შიგნითაა მიმართული. მსოფლიო წონასწორობის კანონით, რაში გჭირდებათ გარდაქცევის შესაძლებლობა? ნოლი იძლევა მხოლოდ ნოლს, მინუსი წარმოშობს მინუსს - ფული არ იქნება, ან ის გამოჩნდება მხოლოდ ყველაზე აუცილებელისათვის, იმისათვის, რომ გადარჩეთ.

თუ თქვენ შინაგანად გადავსებული ხართ (ნათესავების პრობლემები, დაავადებები, ბავშვები) - ვექტორები ძალზე ბევრია, კერ კიდევ ვერმოსული ენერგია იფანტება. ფული მოვა და მაშინვე გაედინება. და თუ კი ის ყველას ძალიან გსურთ? ნებისმიერი გადამეტება ბლოკავს სხეულში ენერგიის სწორად მოძრობას, წარმოშობს ენერგეტიკულ ბლოკს - თქვენი უძლიერესი სურვილი კეტავს თქვენთან თავად  ფულის მოსვლას. როგორც ყველა ენერგიას, მასაც ხომ სჭირდება თავისუფლება გარდასაქმნელად.

მხურვალედ მსურველი დესპოტურია. შეპყრობილი - იზოლირებულია თავისი შეპყრობილობის სივრცეში. მაგრამ თუ არ არის თავისეუფლება - არ არის ფულიც. ფული არასოდეს არ მიეცემა ფულის გულისათვის. ისევე, როგორც ყველა ნორმალური არსება, ის  არსებობს არა მხოლოდ იმისთვის რომ არსებობს, არამედ იმისათვის, რომ იცოცხლოს.

ყველაფერი ძალზე მარტივი და ლოგიკურია. და ამის გამო ძალიან გვიჭირს  ადამიანებს გავიაზროთ ეს სიმარტივე, მივიღოთ ის ჩვენში, ეს კი ნიშნავს სხვარაირად ცხოვრებას, შევიცვალოთ აზროვნება და ცხოვრების ჩვეული წესი, პირველ ხანებში ყოველგვარი გარანტიის, არაფრის გარეშე... ეს თხოულობს სიმამაცეს. და სიყვარულს, რადგან იმისათვის, რომ მოვიზიდოთ კეთილდღეობა, უნდა იმყოფებოდე სიკეთის მდგომარეობაში.

 
მას ასე, აი კეთილდღეობის 7 პრინციპი (როგორც ისინი გადმოსცა ბობ მანდელმა „ფულის მანტრებში"):

  1. გიყვარდეს საკუთარი თავი: შენი ენერგია, ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა.
  2. მოუტევე შენს მშობლებს. წყენა ოჯახის მიმართ ბლოკავს შენს ძალებს. გაათავისუფლე შენი წარსული და იცოდე, რომ შე მისით აღარ ხარ შეზღუდული. შენ ყოველთვის შეგიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება.
  3. იცოდე, რომ სიმდიდრე იქმნება ადამიანის ჭკუით ღმერთთან თანამეგობრობაში.
  4. ემსახურე სხვებს. თავისუფლად გაცემის სურვილი ამდიდრებს შენს ცხოვრებას. გულუხვობა ანაზღაურდება.
  5. იყავი მადლობელი იმისათვის, რაც გაქვს. მიაქციე ყურადღება შენი ცხოვრების სისავსეს და არა მის სიცარიელეს. როდესაც გეჩვენება, რომ შენს ცხოვრებაში აღარაფერი დარჩა გასახარებელი და კარგი - ეს მხოლოდ გეჩვენება. მიეცი შენს თავს უფლება გაიხსენოს ისინი, ვინც გახარებენ და ის, რაც განიჭებს სიხარულს, და უბრალოდ დაიწყე ამის კეთება.
  6. უთხარი „არა" იმას, რისი კეთებაც არ გინდა. არ წახვიდე კომპრომისებზე საკუთარ თავთან.
  7. იყავი მზად თავისუფლად მიღებისათვის. მიღება არ გავალდებულებს უკან დაბრუნებას „რაღაცისათვის". მიეცი შენს თავს უფლება მიიღო იმისათვის, რასაც წარმოადგენ, და არა იმისათვის, თუ რას აკეთებ.

ღმერთი ყოველთვის იმაზე მეტს გაძლევს, რასაც ითხოვ.

და კიდევ ერთხელ: ფული არასდროს მიეცემა ფულის გულისათვის. ფული მიეცემა მიზნისათვის ან საქმის გასაკეთებლად. შეიძლება ემსახუროთ მსოფლიოს, ერთ ადამიანს ან ოჯახს, მთავარია გვესმოდეს, თუ რისთვის აკეთებთ ამას, და გსურდეთ ეს.

დანაშაულის გრძნობის გარეშე, აუცილებლობის ტვირთის გარეშე - უბრალოდ იმისათვის, რომ თქვენ გსურთ. ძალიან გსურთ! და გსურთ იმიტომ, რომ ამით ვარაუდობთ  თქვენი მიზნების ცხოვრებაში განხორციელებას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge