ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმია$50 - ორმოცდაათდოლარიანი

$50 - ორმოცდაათდოლარიანი
 | რეიტინგი 3 


სიტყვით გამოსვლისას, ჰარი სმოლიმ გააკეთა ისეთი რამ, რამაც მიიპყრო ათიათასიანი აუდიტორიის ყურადღება. საფულიდან მან ამოიღო ახალი, ტკიცინა ორმოცდაათდოლარიანი და იკითხა: "ვის სურს მიიღოს ორმოცდაათდოლარიანი?" პასუხად ყველამ აღმართა ხელები. "მე ამ ორმოცდაათდოლარიან მივცემ ერთ-ერთ თქვენგანს, - განაგრძო მან, - მაგრამ ჯერ გავაკეთებ აი რას" და ამ სიტყვებით დაიწყო კუპიურის ჭმუჭვნა ხელებით, რის შემდეგაც იკითხა: "ახლა, ვინმეს სურს მისი მიღება?" დარბაზის რეაქცია ანალოგიური იყო.

"კეთილი, - თქვა ჰარიმ - აბა თუკი გავაკეთე აი ასე?" ამ სიტყვებით დააგდო ორმოცდაათდოლარიანი იატაკზე და დაიწყო მისი ტკეპნა ფეხებით. ამის შემდეგ აიღო დაკუჭული და დასვრილი კუპიური და იკითხა: "ახლა?" და ისევ აღიმართა უამრავი ხელი.

"ჩაწვდით აზრის მსვლელობას? - წარმოთქვა გამომსვლელმა -  არა აქვს მნიშვნელობა, რას გავუკეთებ ფულს. თქვენ მაინც ისევე გსურთ მისი მიღება, იმიტომ, რომ ის არ კარგავს თავის ფასეულობას. ის კვლავ ისეთივე ორმოცდაათ დოლარად რჩება".

ასეთი მარტივი ილუსტრაცია ხაზს უსვამს ერთ მეტად მნიშვნელოვან მომენტს. ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, როდესაც ადამიანები, ან გარემოებები ცდილობენ დაგანარცხონ მიწაზე, დაგკუჭოთ, გაგთელოთ. ამის გამო, ზოგჯერ ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვერ დავკარგავთ ჩვენს ფასეულობას, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება. ამას ვერავინ წაგვართმევს. ყოველთვის გახსოვდეთ ეს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge