ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმია10 მიზეზი, თუ რატომ არ სრულდება ჩვენი მიზნები

10 მიზეზი, თუ რატომ არ სრულდება ჩვენი მიზნები
 | რეიტინგი 3 

 

1.        მიზნები არ არის დასახული. ეს არის ყველაზე ბანალური მიზეზი. დღეს უამრავი ადამიანია, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში მიზნებს და დაგეგმვას. თუკი ოჯახში არ იყო მიღებული მიზნების დასახვა და შემდეგ მათი მიღწევის გზების დაგეგმვა, ბავშვიც ცხოვრობს "როგორც ყველა".

2.       მიზნების დასახულია არასწორად. მიზნებს აკლია კონკრეტულობა: ბუნდოვანია, არა აქვს მკაფიო განსაზღვრული ბოლო ვადა, არ არის მითითებული კონტექსტი, რესურსები, არ არსებობს არავითარი გეგმა და ა.შ.

3.       ადამიანებს უბრალოდ არ სჯერათ, რომ მიზანი მიღწევადია. ის ისეთი არარეალური ჩანს. ადამიანები არწმუნებენ საკუთარ თავს "რა აზრი აქვს ამის დაგეგმვას, თუკი ის მაინც არ ასრულდება?" ადამიანებს უბრალოდ არა აქვთ საკუთარი თავის რწმენა.

4.       ადამიანებს სჯერათ რომ მიზანი მიღწევადია, მაგრამ არ სჯერათ რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ის ისეთი არარეალური ჩანს. იწყება თავის მართლებები: "მე არ მაქვს ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი თვისებები", "მე არ ვიცი...", "მე არ შემიძლია...", "ჩემს მდგომარეობაში ეს შეუძლებელია..." და ათასი ამგვარი სისულელე.

5.       მიზანი არ არის საკმარისად დიდი, იმისათვის რომ შთაგონების წყარო გახდეს.

 

 

6.        ადამიანები არაფერს აკეთებენ თავიანთი მიზნის ასასრულებლად. ხშირად აბრალებენ "სიზარმაცეს". მაგრამ სიზარმაცე ჴ არის მიზეზი და არა შედეგი. საქმე უფრო სერიოზულადაა. მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ქადაგებენ, რომ "მიზნების ასრულება ფორტუნას საქმეა". წარმატებულ ადამიანებს უბრალოდ გაუმართლათ.

7.       მიზნების შესრულება ვერ მოწმდება, რადგანაც ის არ არის გამოხატული რაოდენობრივად.

8.       მიზანს აქვს ზეპირი სახე. ჩვენ ვერ დავიმახსოვრებთ ზეპირად რვასართულიანი სახლის გეგმას ყველა დეტალით, ჩვენ ვერ დავიმახსოვრებთ ზეპირად მანქანის კონსტრუქციული გეგმას. მიზნები უნდა იყოს გადატანილი ფურცელზე.

9.       თავის მართლება. ადამიანებს უნდათ სჯეროდეთ, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზია: სახელმწიფო, მთავრობა, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, შვილები, მეზობლები და ამ სიას ბოლო არ უჩანს. ყველა და ყველაფერი, ოღონდ თავად არა.

10.       შიშები. ადამიანებს ეშინიათ მარცხის. რას იტყვიან მეგობრები? რას იტყვიან მშობლები? ვაითუ არ გამოვიდა. და შიში პარალიზებას უკეთებს ადამიანს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge