სიბრაზე ზოგჯერ ძვირი სიამოვნებაა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიასიბრაზე ზოგჯერ ძვირი სიამოვნებაა

domain, transfer, hosting

vivus.ge

სიბრაზე ზოგჯერ ძვირი სიამოვნებაა
 | რეიტინგი 3 

 

ადამიანი იმით განსხვავდება ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან, რომ მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი მძაფრ ემოციურ მდგომარეობაში - დაემორჩილოს და მიჰყვეს ინსტიქტებს თუ მოთოკოს ის. პირველი გაცილებით იოლი და ბუნებრივია და ადმიანთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ემოციის მოთოკვა შეუძლებელია. ხშირად გამიგია: „განა მე მინდა ვინერვიულო, მაგრამ როგორ არ უნდა ინერვიულო ასეთ მდგომარეობაში?", ან „მერე იტყვიან კაცმა კაცი რატომ მოკლაო".

გერმანულ არმიაში არის წესი, რომ ჯარისკაცს არ შეუძლია თავისი პრეტენზიები გამოთქვას ჩინით ზემდგომთან სანამ არ გავა ერთი დღე. მხოლოდ მეორე დღეს, როდესაც ემოციები დაცხრება, აქვს ამის უფლება.

სინამდვილეში სიტუაცია შემდეგნაირია. პირველ სტადიაში, ხდება რაღაცა, რაც ჩვენში იწვევს გარკვეულ რეაქციას (გაბრაზება, სიხარული, სევდა, განრისხება), მეორე ეტაპი არის დროის შუალედი, სანამ ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად და მესამე ეტაპი არის უკვე უშუალოდ რეაგირება იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური. როდესაც მეორე ეტაპის დროის შუალედი არის მინიმალური ანუ წამის მცირე ნაწილი, ადამიანი მოქმედებს ინსტიქტურად. მაგალითად მუჭი თუ მოგხვდათ ცხვირში, რასაკვირველია, ნორმალური რეაქციაა, რომ თქვენც მუშტს ატაკებთ საპასუხოდ. მაგრამ სანამ მუშტს ატაკებთ მოწინააღმდეგეს გადის რაღაც დრო. ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ და გვეჩვენება რომ მეორე ეტაპის დრო არ არსებობს. მაგრამ ის არსებობს, უბრალოდ იმდენად მცირეა, რომ ბევრი მის არსებობას ვერ ამჩნევს.

მაშ ასე, ვმეორდები, მეორე ეტაპის დრო ძალზე მნიშვნელოვანია და ის განაპირობებს ადამიანის ბედის მეტ ნაწილს. თუ ადამიანი არ ფიქრობს, სანამ იმოქმედებს, ის ხელმძღვანელობს ინსტიქტებით და ახლოს არის ცხოველთან. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო მეტად აცნობიერებს მეორე ეტაპის დროის მნიშვნელობას და მით უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა ეს მეტად რთულია ბევრ შემთხვევაში. ზემოთქმულ მაგალითში, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც მუჭი მოხვდა ცხვირში დაჯდეს და დაფიქრდეს: „ახლა მე რომ მას დავარტყა, შეიძლება პოლიციამ დამიჭიროს და სანამ გაარკვევენ მტყუან-მართალს, ღმერთმა იცის რამდენი ხანი მომიწევს პოლიციაში ჯდომა. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ვერ მოვასწრო ამა და ამის გაკეთება და გამიფუჭდება საქმე, შეიძლება დიდი თანხაც დავკარგო ამასობაში" და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შეუბრუნოს ხელი თუ არა. ხომ ხვდებით, რამდენად არაბუნებრივად სჩანს ეს სიტუაცია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა ამის და ბევრი სხვა რამის გაფიქრება უნდა მოასწროს წამის მეათედში, ვინაიდან რომ ვერ მოასწროს მისი ხელი თავისით გაქანდება მოწინააღმდეგის ცხვირისკენ.

ფიქრი, თავისთავად, მძიმე შრომა, ხოლო მძაფრ ემოციურ ფონზე, ის უბრალოდ ტიტანური ხდება. მაგრამ რაც უფრო რთულია ის, მით უფრო დიდია მისი მნიშვნელობა.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses