უარყოფითი ემოციების მნიშვნელობა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაუარყოფითი ემოციების მნიშვნელობა

vivus.ge

უარყოფითი ემოციების მნიშვნელობა
 | რეიტინგი 3 

 

         უარყოფით ემოციათა სასარგებლობის გასაცნობიერებლად, მოდი შევადაროთ ცხოვრება ველოსიპედის ტარებას. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა, საჭიროა მუდამ ვბალანსირებდეთ მარჯვნივ-მარცხნივ. იმისათვის რომ მივიდეთ იქ, სადაც გვსურს, საჭიროა ვატრიალოთ საჭე სწორი მიმართულებით. საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებთან შეხებაში შესვლა - იგივეა რაც ხელში ავიღოთ საჭე, რათა მივიდეთ იქ, სადაც გვსურს მისვლა. უარყოფით ემოციათა განცდა და მათგან განთავისუფლება საშუალებას გვაძლევს არ დავენარცხოთ ქვაფენილს. რეგულარული ლოცვა და ღმერთზე შევედრება გვაძლევს წინ სამოძრაო ძალებს. ლოცვა ჰგავს პედლების ტრიალს: ერთი - ორი, ერთი - ორი, და ასე კიდევ და კიდევ...

თუკი არ ვისწავლით ჩვენს უარყოფით ემოციებთან მუშაობას, მუდამ დავეცემით. წონასწორობა შენარჩუნდება, თუკი ჩვენ ცენტრის გავლის შემდეგ, ისევ უკან დავბრუნდებით. თავიდან რხევები მეტად დიდი იქნება; ზოგჯერ ჩამოვარდებით კიდევაც და მოგვიწევს მოძრაობის დაწყება თავიდან. მაგრამ როგორც კი ვისწავლით ტარებას, წონასწორობას უკვე დავიცავთ გრაციოზულად, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობებით.

 

 

 

უარყოფითი ემოციების განცდა ნიშნავს წონასწორობიდან გადახრას. თქვენ კვლავინდებურად დაკავშირებულნი ხართ თქვენს "მე"-სთან, მაგრამ უკვე შორდებით მას. სუფთა ემოცია ყოველთვის დაკავშირებულია ჭეშმარიტ "მე"-სთან, მაგრამ ის შეიძლება იყოს ასევე აშკარა ნიშანი იმისა, რომ ვკარგავთ მასთან კავშირს. ეს მეტია ვიდრე სიგნალი, რომელიც გვაფრთხილებს რომ საჭიროა წონასწორობის აღდგენა. ეს არის ცენტრისგან დაშორების გამოცდილებაც.

ველოსიპედზე მოძრაობისას ერთადერთი გზა შევინარჩუნოთ წონასწორობა - არის ის, რომ ჩვენს გონებაში დავაფიქსიროთ მომენტი, როდესაც გადავიხრებით მარჯვნივ, თუ მარცხნივ. ასევეა ცხოვრებაშიც. სული ამ სამყაროში მუდმივად ბალანსირებს. როდესაც ცენტრიდან გადავიხრებით მარცხნივ, ჩნდებიან უარყოფითი ემოციები. ამ მოძრაობიდან დაბრუნებისას ვუახლოვდებით ცენტრს და შემდეგ ვმოძრაობთ უკვე მარჯვნივ, საწინააღმდეგო მიმართულებით და უკვე ჩნდება სხვა უარყოფითი ემოციები. რაღაც მომენტში, მორიგი უარყოფითი ემოციის განცდისას, ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ მეტისმეტად მარჯვნივ გადავხრილვართ. ამ მოძრობის შეჩერებით, შევეცდებით დავუბრუნდეთ ისევ ცენტრს.

წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, ველოსიპედის მართვისას მარტო მარჯვნივ გადახრა რომ შეგვეძლოს. წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. თუკი ადამიანი თრგუნავს გრძნობებს და თავს უფლებას აძლევს განიცადოს მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, ის ვერ შეინარჩუნებს წონასწორობას. ემოციები - რხევითი მოძრაოებებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ცენტრი.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge